(ასავალ დასავალი) თემურ შაშიაშვილი: კვირიკაშვილის შემცვლელი ბატონ ბიძინა ივანიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს!

 

12პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში შემქნილ უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მიმოიხილავს და ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს. მისი თქმით, გაუფასურებული ლარი სავარაუდოდ, კვირიკაშვილის მთავრობას  შეიწირავს.

 – ბატონო თემურ, გვინდა-არ გვინდა, ჩვენი ინტერვიუ ეროვნულ ვალუტაზე საუბრით უნდა დავიწყოთ, რომელმაც გაუფასურების ყოველგვარი ზღვარი გადალახა… როგორ ფიქრობთ, გაუბედურებული ლარი  კვირიკაშვილს და მის მთავრობას შეიწირავს?

– ლარის დღევანდელი კურსი ხელოვნურად არის  შენარჩუნებული. რადგან ქვეყანას ეკონომიკა არ გააჩნია, საქართველოს სამჯერ მეტი შემოაქვს გარედან, ვიდრე ქვეყნის გარეთ გააქვს. ქვეყნიდან ძირითადად გადის ნედლეული და ჩვენი  მუშა-ხელი, რომელიც იაფფასიანი მონური შრომისთვის გაწირეს. საქართველო იმართება ბანკირების ფილოსოფიით. ადამ სმიტმა თავის დროზე მთელი მსოფლიოს ყველა ხელისუფალი გააფრთხილა, და უთხრა: თუ ქვეყანა გიყვართ, აწარმოეთ ისეთი რამ,  რომელსაც უცხოეთშიც გაყიდით, ხოლო ნედლეულს ქვეყნიდან ნუ გაიტანთო.

მთელი მსოფლიოს აშინებს ჩინეთის ეკონომიკა და საქართველოში ჩათვალეს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შენთანხმება ეს არის მიღწევა! ახლა მოვიხმოთ ჰენრი ფორდი და ვნახოთ, რას ამბობდა ეს გენიოსი, რომელმაც უზარმაზარი ინდუსტრია შექმნა . ფორდის აზრით, საშუალო და წარუმატებელი მეწარმეც  კი უფრი ღირებულია ქვეყნისათვის, ვიდრე ის, ვისაც ჩვენ წარმატებულ ბანკირს ვუწოდებთ! არსებობს ასეთი გამოთქმა – ბანკის შექმნა უფრო დიდი ძარცვაა, ვიდრე მისი გაძარცვაო! იმავე ფორდის სიტყვებით, ქვეყანას, სადაც  მეწარმეზე უფრო ბანკირი  და მევახშეა დაფასებული, მომავალი არა ქვს!

ფაქტია – საქართველო  არის ორი ველური საბანკო სისტემის ტყვე

– ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ცივილური საბანკო სისტემა, როგორ შეიძლება ხელისუფლების 90 პროცენტი ბანკირებით და მითუმეტეს, ერთი ბანკის თანამშრომლებით იყოს დაკომპლექტებული? ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლებაზე, მრეწველობასა და ცივილიზებულ საბანკო სისტემაზე! რასაც ახლა ეს ხელისუფლება ლაპარაკობს და ვითომდა ლარის  გაუფასურების შესაჩერებლად აკეთებს, უველაფერი ყალბია! ლარს ვერაფერი გააჩერებს, გარდა ეკონომიკის განვიტარებისა და წარმოების სფეროში ხალხის დასაქმებისა!

როგორ შეიძლება ხელისუფლების 90 პროცენტი ბანკირებით და მითუმეტეს, ერთი ბანკის თანამშრომლებით იყოს დაკომპლექტებული?

ერთ რამეს მიაქვიეთ ყურადღება – ქართველებს უცხოეთში წარმოებაში სამუშაოდ კი არ იწვევენ, არამედ დამამცირებელი, მონური საქმის გასაკეთებლად. უცხოელები ქართველებს  წარმოებას არ აკარებენ. ისინი თავად ანვითარებენ ამ სისტემას, რადგან იქ მაღალი ხელფასები და მიმზიდველი სოციალური პროგრამებია. საქართველოში სწორედ ამ ბანკირებმა და მევახშეებმა შექმნეს ის პირობები, რომ ბაზარში გლეხები ვერ შედია ნდა პროდუქცია, რომელიც ღირს 1 ლარი, სინამდვილეში იყიდება 2 ლარად, ფირმები, რომლებიც ამ ფასებს ხელოვნურად ზრდიან, სულ ხელისუფლების ნათესავებით და ახლობლებით არიან დაკომპლექტებულნი.

 -ბატონო თემურ, თქვენ ჩემს მთავარ შეკითხვას არ უპასუხეთ. როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ლარის გაუფასურებას გადაყვებიან?

– ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, კვირიკაშვილის შემცვლელი ბატონ ბიძინა ივანიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს!

 – მაინც ვინ?

ვფიქრობ, დიდი ალბათობით, საქართველოსმომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება ერთი ისეთი კაცი, რომელიც ძალიან არის გაწაფული ტაშის დაკვრაში.

 – მერედა ლარს ტაშის დაკვრა გააჩერებს?

– კვირიკაშვილის ბედი გადაწყვეტილია და ლარის ვარდნას არ გააჩერებენ მანამ, სანამ კვირიკაშვილს არ გაუშვებემ. როცა მოიყვანენ ახალ პრემიერს, მაშინ შეეცდებიან ლარის დასტაბილურებას!

 – ბატონო თემურ, კვირიკაშვილის შეცვლა ვის რაში აწყობს?

– კვირიკაშვილი მორჩილი კაცია, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას კიდევ უფრო მორჩილი პრემიერი სჭირდება, რომელიც ამავდროულად, იქნება ტაშის დამკვრელიც! ღმერთმა ქნას ვცდებოდა, მაგრამ ეს ასეა…

 – პრემიერის გამოცვლა ახლა ქვეყანას აშკარად ვერ უშველის!

– ქვეყანას უშველის დიალოგი,  რომელიც განათლებულ და ტვინით გატენილ ადამიანებთან ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს! გასაგები ენით რომ ვთქვათ,უნდა  მოხდეს მთელი საქართველოს ინვენტარიზაცია, რათა გავიგოთ, რა პოტენციალს ფლობს საქართველო. შემქნილ სიტუაციაში უნდა ჩატარდეს რეალური ანალიზი და არა მოჩვენებითი, როგორც  დღევანდელ მინისტრები ხალხს აგიჟებენ  და აცხადებენ ყველაფერი კარგად  არისო!  მესამე – უნდა დაიწეროს პროგრამა როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ამის გაკეთება მხოლოდ მეცნიერებს  და არა  დღევანდელ მთავრობასა და პარლამენტს…

იცით. როგორი  შთაბეჭდილება მრჩება? ბიძინა ივანიშვილს ფორდისა და როკფელერის მსგავსად, სიმწრით რომ ჰქონდეს ნაშოვნი თავისი მილიარდები, ქვეყანას ასე არ მართავდა! ბატონო ბიძინა, ვატყობ ლამაზი ტყუილები გირჩევნიათ ვიდრე მწარე სიმართლე და ჩემი  სიტყვა დაიმახსოვრეთ, პოლიტიკური ოპონენტები კი არა, ის მედროვეები დაგღუპავენ, რომლებიც ყველაფერზე ტაშს გიკრავენ!

ბატონო ბიძინა, ვატყობ ლამაზი ტყუილები გირჩევნიათ ვიდრე მწარე სიმართლე და ჩემი  სიტყვა დაიმახსოვრეთ, პოლიტიკური ოპონენტები კი არა, ის მედროვეები დაგღუპავენ, რომლებიც ყველაფერზე ტაშს გიკრავენ!

  – ბატონო თემურ, ნაცმოძრაობა დაინგრა, როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს სააკაშვილს?

– სააკაშვილის ბოლო გამოსვლა „სი-ენ-ენ-ზე ადასტურებს, თუ ვინ არის ეს კაცი. სინამდვილეში, მისი განცხადებით, ამერიკაში არჩევნები პუტინმა გააყალბა! აქამდე ხომ ამბობდა, ტრამპი  ჩემი მეგობარიაო, ახლა გაიძახის, არჩევნები გაყალბდაო! სააკაშვილი არის ამერიკის გარკვეული წრეების აგენტი. თუ ეს წრეები ამერიკაში რაღაც სიმაღლეს აიღებენ, სააკაშვილს გაააქტიურებენ. სააკაშვილი ჩემი აზრით, ორმაგი აგენტია და მას  ამერიკასა და რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ. სააკაშვილი რუსეთისათვის დიდი საჩუქარია, მაგრამ ის აწყობს  ამერიკის გარკვეულ წრეებსაც. თვითონ სააკაშვილი არაფერს წარმოადგენს და არის ერთი შლეგი, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს!

საქართველოს უბედურება ის გახლავთ, რომ რუსეთსაც და ამერიკასაც, თავიანთი სპეცსამსახურები სურთ საქართველოს ხელისუფლებაში. აი,  მაგალითად, დღევანდელი პარლამენტი რუსეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების შექმნილია ისევე, როგორც წინა  პარლამენტები შექმნეს ამ ქვეყნების  სპეცსამსახურებმა.

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, დიდი ქართული ეროვნული მოძრაობაა დასაწყები! პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების აბსოლუტური უმრავლესობა გარედან  იკვებებიან. ეს არის მეხუთე კოლონა და იმაზე უარესი, რასაც „კაგებე“ ქვია, გულწრფელად გეუბნებით, სირიაში სიტუაციის დაწყნარება მაშინებს, რადგან ეჭვი მაქვს, რომ  სირიის შემდეგ კავკასია არის ამოღებული მიზანში. მოვუწოდებ ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას, ვინც კავკასიაში ვცხოვრობთ, ძალიან ფრთხილად ვიყოთ! სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ დიალოგი  და დაინახავს, რა ტვინგახსინილი ხალხით არის ქვეყანა…  არ შეიძლება მხოლოდ შენს ბანკში ჩაიკეტო და იქიდან მართავდე  სახელმწიფოს! სააკაშვილი მილიარდებს ხარჯავდა ლარის კურსის შესანარჩუნებლად… ის მილიარდები რომ ეკონომიკაში ჩადებულიყო, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით… დღევანდელი ხელისუფლებაც ადგას სააკაშვილის გზას და მილიარდებს ხარჯავს ლარის კურსის  ხელოვნურად შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი ემსახურება მოსახლეობის ხარჯზე ბანკების გამდიდრებას და უმუშევრობის გაზრდას! ლარს ამით მაინც არაფერი ეშველება!

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *