დონალდ ტრამპი – გაერო არის კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დროს სატარებლად იკრიბება

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, როგორც გაბედულ სიმართლეს, ისე აფასებს ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის გადანცხადებას, რომ “გაერო არის კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დროს სატარებლად იკრიბება.”

როგორც დონალდ ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა, ის გაერო-ს დიდი პოტენციალის მქონე ორგანიზაციად მიიჩნევს, რომელიც ფაქტობრივად არ გამოიყენება. აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენი ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

მანამდე დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს. ტრამპი აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას რეზოლუციის დაბლოკვისკენ მოუწოდებდა. საბოლოო ჯამში, გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლებმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ვაშინგტონი მსგავს დოკუმენტებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას იყენებდა. კენჭისყრის შედეგად გაერო-ს უშიშროების საბჭომ ებრაული დასახლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო. მას საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის მიღებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ ისრაელი რეზოლუციის შესრულებას არ აპირებს. თავის მხრივ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 20 იანვრის შემდეგ გაერო-ში ყველაფერი შეიცვლება. 20 იანვარს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.

http://2030.news/index.php?newsid=20828

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *