კონსტიტუცია რეფერენდუმით უნდა მივიღოთ

 

ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია და მართვის ისეთი სისტემა, რომელიც დაამთავრებს საქართველოს, როგორც პოლიტიკურ ბაზარს, გარანტირებულს გახდის იმას, რომ  ქვეყანაში იყოს ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე.წარსულს უნდა ჩაბარდეს  „რაც შემიძლია, ვაკეთებ“ განწყობა და დამკვიდრდეს პრინციპი: ხელისუფლებაში და თანამდებობაზე არიან ისინი, ვისაც შეუძლია შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობა. სწორედ ამის გარანტი უნდა იყოს კონსტიტუცია. უკვე ჩანს საშიშროება, რომ ეს კონსტიტუცია იყოს პოლიტიკური უმრავლესობის და არა მთელი ხალხის კონსტიტუცია. ამის დაშვება არ  შეიძლება.  ჩვენი პოზიცია პრინციპულია: კონსტიტუციის მიღება უნდა მოხდეს საერთო რეფერენდუმის გზით და კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს მიწის, და საერთოდ, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა – გასხვისება.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *