რეალური ერთობის ნაცვლად – ეკლექტური გაერთიანებები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან ორიოდ თვეში მიმდინარე პროცესები   სამწუხაროდ ადასტურებს    ჩვენს მიერ გაკეთებულ  და  არაერთხელ   გაჟღერებული  შეფასებებს.    ამჯერად პოლიტიკურ ეკლექტიკაზე ვისაუბრებთ.

ჩვენის აზრით, საქართველოში სამწუხაროდ არასწორად არის გაგებული ერთობის,  ამ შემთხვევაში პოლიტიკური ერთობის მნიშვნელობა… ჯერ კიდევ  ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ ვაკვირდებით არა იდეების, არამედ ცალკეული პიროვნებების თუ ამწუთიერი მიზნებისთვის პარტიებისა თუ პოლიტიკოსების გაერთიანებას. ასეთ ეკლექტურ გაერთიანებად მოგვევლინა „მრგვალი მაგიდა“, მაშინ, ეროვნული მოძრაობის ურთულეს ეტაპზე შესაძლოა ზვიად გამსახურდიას სხვა არჩევანი არც ჰქონდა, თუმცა შედეგი ასეთი  „განსახავებულთა ერთობისა“ აღმოჩნდა სავალალო, ქვეყანაში განვითარებულ რთულ პროცესებს მოყვა   მისი დაშლისა, ხოლო თავად საქართველოს პირველი პრეზიდენტი საკუთარი გარემოცვის ღალატსა და დაუნდობლობას ემსხვერპლა.

შევარდნაძის ხელისუფლება, იგივე გზით წავიდა, კვლავ ბელადის ირგვლივ განსხვავებულთა გაერთიანება,   კვლავ შეუთავსებელთა შეთავსების პრინციპით ეკლექტური „მოქალაქეთა კავშირის“  შექმნა, იმ გამართლებით, რომ „ქვეყანას უჭირს, ეხლა ასეა საჭირო“ … მომავალში კი ამ გაერთანების დაშლა. კვლავ ღალატი და დაპირისპირება.  ვინც ებრძოდა   სააკაშვილს, მასთან ბრძოლა მასთან გაერთიანებით  დაამთავრა იგივე შეიძლება ითქვას გამსახურდიასა და შევარდნაძეზე.

„ ნაციონალური მოძრაობა“,  ერთი შეხედვით ძლიერი მონოლითის შთაბეჭდილებას ქმნიდა. აქ საქმე უფრო პოლიტიკურ სექტასთან გვქონდა, რომელშიც ადამიანებს არა იდეოლოგია,     არამედ საერთო დანაშაული აერთიანებს.

დღეს კვლავ ვადასტურებთმ რომ ნაციონალური მოძრაობა არის სექტა, ხოლო დღეს სახეზე გვაქვს ამ სექტის რღვევისა და რამდენიმე სექტად ჩამოყალიბების მეტად არასასიამოვნო და ხმაურიანი პროცესი.  რომელთანაც  ჩვენის აზრით, პირადპირ კავშირშია  სენატორ მაკეინის ამჟამინდელი ვიზიტი. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ნაცმოძრაობას განვიხილავთ როგორც სექტას, რომელიც კვლავ მიისწრაფვის ქვეყანაში ძალაუფლების დაბრუნებისაკენ,  რომლის დაშლის შედეგად კვლავ მივიღებთ ძალაუფლებისთვის მებრძოლ სექტებს.  მაკეინის ვიზიტს ჩვენ განვიხილავთ ასევე   როგორც განაცხადს ახალი პრეზიდენტისთვის და მასზე გავლენის მცდელობას.

ჩვენთვის  რათქმა უნდა ნაკლებად მნიშვნელოვნია  მიგვაჩნია ქვეყნის დამანგრეველი ნაცსექტის  რღვევა. მაგრამ საგანგაშოდ მიგვაჩნია ის,    რომ დამოუკიდებელ საქართველოში იქნება  არა ჭეშმარიტი პოლიტიკური  ერთობები,  არამედ  გაერთიანებები, რომლებიც ამწუთიერ , კონკრეტულ, ხშირად მერკანტილურ მიზნებს ემსახურებიან, ჯგუფდებიან გარკვეული პიროვნებების, ბელადების თუ უარესი, ფულის ირგვლივ… შემდეგ კი  ხშირად  ხმაურიანი დაპირისპირებებით იშლებიან.

სამწუხაროდ, ამ კონტექსტში შეგვიძლია მოვიხსენოთ კოალიცია „ქართული ოცნებაც“ რომელიც გარკვეული სიმპათია ანტიპათიით შეკოწიწდა ნაჩქარევად,  ხოლო მომავალში  ამ კოალიციის მეტად მტკივნეული და ხმაურიანი დაშლის მოწმენი გავხდით,  ხშირად საზოგადოების თვალწინ, კოალიციის ცალკეული წევრები ერთმანეთს    , უხეში ლანძღვა გინების და ბრალდებების ფონზე უპირისპირდებოდნენ. ეს მეტად მძიმე საყურებელი იყო ხალხისთვის, მით უფრო , როცა ქვეყანაში   პრობლემები არათუ მცირდება არამედ დღითიდღე მწვავდება .

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია „ქართული ოცნების“  მაგალითზე, დღეს ყველა მოაზროვნე ადამიანისათვის დამაფიქრებელი , უფრო მეტიც საგანგაშო.  უნდა იყოს, თუ რა სახის პოლიტიკური ძალები ფლობენ ქვეყანაში ძალაუფლებას! სამწუხაროდ, ქვეყანას მართავენ არა სახელმწიფოებრივად მ ოაზროვნე პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური გაერთიანებები, არამედ სკამის მოყვარული, ძალაუფლებისაკენ მოსწრაფე სექტები თუ  ეკლექტური გაერთიანებები, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს მზად არიან გადააყოლონ ქვეყნის მომავალი, დამოუკიდებლობა და საქვეყნო  ინტერესები.  უცხო ქვეყნების ემისრების ვიზიტები და მათი გადამეტებული  გავლენაც ჩვენს ხელისუფლებებზე სწორედ ამის დასტურია. ამაზე მომავალში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *