ეს უკვე სახეში კი არა,როგოც აქამდე აკეთებდნენ,არამედ სულში ჩაფურთხებაა

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას მაკდონალდსის გახსნას ეხმიანება “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

“ეს უკვე სახეში კი არა,როგოც აქამდე აკეთებდნენ,არამედ სულში ჩაფურთხებაა

დაღუპულია ქვეყანა,როცა ეროვნული ცნობიერების ქალაქში,ცენტრში,რომელსაც ოფიციალურად “ქალაქ-მუზეუმი” ჰქვია,დავით აღმაშენებლის მოედანზე,იქ სადაც 2001 წლის 8თებერვალს,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა’კურთხევით,დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებული ტაძრის მშენებლობა აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა , შენდება მაკდონალდსი…ანუ ეროვნული სულისა და პროდუქციის აღიარებული მტერი…

ცუდია,რომ ასეთ დროს ინტელიგენცია დუმს…

ეს ინფორმაცია 5 იანვარს შევიტყვე და ეს ჩანაწერიც მაშინვე გავაკეთე…იმავე დღეს დავუკავშირდი ქალაქის მერის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს; ბატონ ოთარ ჩიხლაძეს…ღირსეული კაცია და ,მინდა ვირწმუნო,რომ ღირსეულად იმოქმედებს….”

ამ საკითხებთან დაკავშირებით, “თეთრების” ლოდერი მომავალ კვირას პრესკონფერენციას გამართავს.

 

(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი ქუთაისში “მაკდონალდსის” მშენებლობას ეხმიანება

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ მშენებლობა დაიწყო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *