მამა ილია ჩიკვაიძე სტალინის ფენომენზე

მამა ილია ჩიკვაიძე :

-სტალინის ფენომენი ოდენ სულიერი მეცნიერების და ფილოსოფიის დარგი უფროა,მერე კი ისტორიის ფილოსოფიის საკვლევი საგანი,რადაგან სტალინის გარეგნულად წინააღმდეგობრივი ბუნება-ხასიათი ვერ ჯდება რომელიმე ტრაფარეტული მეცნიერების კანონიკურ ჩარჩოებში.

იოსებ სტალინი კანონგარეშე მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით ანუ ყველაზე არაორდინალური,თავისთავადი და განუმეორებელი მოვლენა.

სტალინმა დაასამარა მასონური გეგმა ეკლესიების ნგრევისა და სულიერების განადგურების შესახებ. გააჩერა ის სატანისტური მანქანა, რომელიც შეიქმნა ჯოჯოხეთში და რომლის საჭესთანაც ათასგზის წყეული ლენინი იჯდა,
სტალინმა დაშალა ამ მანქანის ძრავი და მისი ყოველი ჭანჭიკი ახალ ფოლადად გადაადნო,ლენინის სახელით ებრძოლა ლენინიზმის უგუნურ იდეებს,
სტალინმა დაამხო ანტიქრისტეს სამი წინამორბედი – ლენინი,ტროცკი და ჰიტლერი.
სტალინმა შესცვალა მსოფლიოს მოწყობის მასონური გეგმა და არ მისცა მათ გასაქანი,რკინის ხელით მართავდა ყველას და ყველაფერს ენერგეტიკული თუ ფიზიკური თვალსაზრისით.

სტალინი არ არის კომუნისტი და ის არ შეიძლება იყოს საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელი ისტერიულად გაჰკიოდა ლენინი.

სტალინი არ არის ჩვენი, ის შემოგზავნილია – გესლს ანთხევდა იუდა ტროცკი.
სავსებით მართლები იყვნენ კაცობრიობის ეს დაუძინებელი მტრები სტალინი,რომლის ბავშობამაც სასულიერო სემინარიის კედლებში გაიარა მართლაც არ იყო ლენინიზმის თანამოაზრე და მიმდევარი.მოხდა პარადოქსი და იგი საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელი გახდა.

იგია ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში რადგან დედამიწაზე ვერავინ შესძლო მასონური მოძრაობების შეჩერება.მხოლოდ და მხოლოდ იოსებ სტალინმა, მეორე მსოფლიო ომის ღირსეულად დამსრულებელმა და ფაშიზმის დამამხობელმა 80 წლით გააჩერა მასონთა მმართველობა დედამიწაზე და სამყაროს განვითარების გეგმა თავად უკარნახა მსოფლიო სახელმწიფოებს,რომელთაც უმეტესწილად მასონები მართავდნენ.

დედმიწაზე მართლმადიდებელი ეკლესიის გადარჩენაში არავის მიუძღვის მსოფლიო ისტორიაში ასეთი მასშტაბური წვლილი რამხელაც იოსებ სტალინს.

ვიდეო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *