ეს შეიძლება და უნდა შევძლოთ!

momavlis qutaisi

დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის, ქართულის ღალატის ტოლფასია

 უცქირო უსამართლობას და დუმდე,მასში მონაწილეობას ნიშნავს
ჟან ჟაკ რუსო

ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას…იგი ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან,ზოგადკაცობრიულთან…ქართულის ყველაზე დიდი მტერი ისტორიულად იყო და არის-ყალბი ეროვნული პათოსი…

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ,დამახინჯებული ლიბერალიზმი (და არა ილიასეული) , სწორედ ათეიზმით , ყალბი ეროვნული პათოსით მკვიდრდება და მასთან ძირითადში არაქართული ცნობიერების,კიდევ უფრო ზუსტად,არაქართული წარმომავლობის,ქართული გვარის მქონენი არიან დაკავშირებული.ეს ყველაზე დიდი დარტყმაა ქართულის წინააღმდეგ, რადგან ქართველი ბუნებით ტოლერანტია, ტოლერანტობა ქართულია- ქართული იყო და არის .

კიდევ მეტი,ქართული სულის მქონენთ ფული არ აქვთ,ყალბი ეროვნული პათოსი არნახულად ფინანსდება.მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში კი ყველაფრის ყიდვა შეიძლება,ხალხის დიდი ნაწილისაც და გამარჯვებისაც.ასე პარპაშობს ქვეყანაში ანტიქართული განწყობა.

დავფიქრდეთ, ანტიქართულის  პარპაშს  ხომ  არ ვეხმარებით ის ქართველები, საქართველოს შვილები
(მიუხედავად ეროვნებისა),  საქართველოს მეგობრები (მიუხედავად იმისა სად ვცხოვრობთ),ვინც დრომ და გარემოებამ , “მერე რათი ” დაგვაავადმყოფა..”მერე რა” ,რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი დავით აღმაშენებლის მოედნიდან გაიტანეს…,” მერე რა “,რა რომ დავით აღმაშენებლის მოედანზე, იქ სადაც მეფის სახელთან დაკავშირებული ტაძარი უნდა აშენებულიყო, მაკდონალდსი შენდება… და ასე “მერერათი”ვამართლებთ და ვამკვიდრებთ ყოველგვარ ანტიქართულს… ვაძლიერებთ არაქართული  სულის  ადამიანებს.

სამწუხაროა, რომ ერთმა არაქართველმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედნიდან მეფის ძეგლი გაიტანა, მეორე არაქართველი’ამ მოედანზე , მაკდონალდს აშენებს ხალხის უმეტესობა დუმს. ერთ ნაწილს თანამდებობისა და მდგომარეობის დაკარგვის ეშინია, მეორე,დიდი ნაწილი,გაჭირვებისაგან გმინავს და ამ გაჭირვებამ ეროვნული დაავიწყა.

განმარტებები რომელსაც ვისმენთ ხელისუფალთაგან და მაკდონალდსის მშენებლობით  დაინტერესებულთაგან, შეურაცხმყოფელია. ნიშნავს იმას, რომ ხალხს უმეცრებად თვლიან.  მაკდონალდსის მშენებლობა, არათუ სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს,  პირიქით  ეროვნულ სამზარეულოს კლავს და ეროვნულ სამზარეულოში დასაქმებულთ უმუშევარს ტოვებს.

სამარცხვინო  და ხალხის აბუჩად აგდებაა ისიც, რომ ქალაქის ცენტრში, ერთ პატარა ფართზე მაკდონალდსით ვიწყებთ, მერე თურმე სასტუმრო უნდა აშენდეს და მერე ტაძარი. ქართული არქიტექტურის  შეურაცხყოფაა ის პროექტი, რომლითაც აპირებენ მაკდონალდსის აშენებას.

ასეა, ჯერ დაგვამშიეს და დაგვაუძლურეს და ეხლა უკადრებელს გვაკადრებენ, ეროვნულს გვავიწყებენ.  ეს მაშინ , როცა ცივილური და დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებში საპირისპირო პროცესები მიდის – ხალხი, ეკლესია  და პოლიტიკოსები ერთიანდებიან ეროვნულის დასაცავად.

პროგრესიც და ეროვნულიც,ყოველთვის თავგანწირულ ადამიანებთან იყო და არის დაკავშირებული…დღეს, მხოლოდ ამ ადამიანებს  შეუძლია ხალხში ეროვნული სულის გაღვიძება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ  ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ქვეყანაში სადაც  ყოფილი და დღევანდელ  ხელისუფლებათა ურთიერთდაპირისპირების  ფონზე   ქაოსი იბადება, ამის დაშვება კი არ შეიძლება.

დუმილი ასეთ დროს  ღირსების დაკარგვის ტოლფასია, დუმილი დღეს, როცა ასე ებრვიან ქართულს, ეროვნულს, ეკლესიას,  ღალატის ტოლფასია.  ის რასაც ჩვენ გვიკეთებენ,  როგორადაც ებრძვიან ჩვენს ისტორიას , ქართულს ეროვნულს, ტრადიციულს, უკვე სულში ჩაფურთხებაა და არა სახეში, როგორც აქამე იყო. ამის მოთმენა შეუძლებელია, თუ ღირსება  გაგვაჩნია,

მახსენდება დიდი ჭყონდიდელის პასუხი დავით აღმაშენებლის კითხვაზე როცა მას სამეფო გვირგვინს ადგამდნენ:  „დიდო მეუფეო, როგორ გავაძლიერო ხალხი და ქვეყანა”.

„ ღირსება დაუბრუნე ხალხს, დიდო მეფეო“, – იყო ბრძენკაცის პასუხი.

ღირსებას  გვილახავენ, ამ დროს  გაჩერება ქართულის დასასრულს ნიშნავს ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და დღეს, ყველას  ვინც ფეხზე ვდგავართ,  ვინც ვაზროვნებთ, უნდა დავდგეთ წარსულის დასაცავად,  რომ დღესაც ცივილიზაციის მწვერვალზე ვიყოთ.

წინ 8 თებერვალია, მეფეთ-მეფის დღე.  იგი დიდ ქართულ მოვლენად და ყოველგვარი ანტიქართულის წალეკვის დაწყების დღედ უნდა ვაქციოთ. ჭკვიანური ქმედებებით ეს შეიძლება და უნდა შევძლოთ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *