(GEOMEDIATV) “გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!-ვაჟას გზა, თიანეთიდან ტყე-ტყე, ჩარგლამდე…”

თემურ შაშიაშვილი

” ვაჟას გზა”

“”გზას ვამბობ,თორემ რა გზაა ვიწრო ბილიკი კლდეზედა…”

თიანეთიდან ტყე-ტყე, ჩარგლამდე…

 

10 ივლისი,ჩემი ცხოვრების ერთი,გამოკვეთილად ბედნიერი დღე..

დილით,7 საათზე შევხვდი სულით ხორცამდე ქართველ კაცს,მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში,უცხოეთში მოღვაწე ,გურამ გედეხაურს და გავემგზავრეთ დიდ, პოეტთან, ტარიელ ხარხელაურთან , თიანეთის რაიონის,სოფელ სიმონიანთხევში.

10 საათზე დავადექით ” ვაჟას გზას “.

9 საათის განმავლობაში ვიყავით განუმეორებელ სილამაზეში, ვსაუბრობდით ვაჟა- ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე,მის პოეზიაზე , ვკითხულობდით მის ლექსებს , ფრაგმენტებს პოემებიდან ,ვიხსენებდით მის ისტორიულ პერსონაჟებს , ვეხებოდით და ვეფერებოდით მის ნატერფალებს.

ბატონი ტარიელისაგან უამრავი ისეთი რამ შევიტყვეთ ვაჟაზე,რომელიც სხვაგან დაუჯერებლად მოგვეჩვენებოდა.,

გავიხსენეთ ცნობილი ჩეხი მწერლისა და ლიტერატურმცოდნის ვაცლავ ჩერნის სიტყვები:

“ვაჟაზე დიდი კაცობრიობას არა ჰყავს!”

როცა ჰკითხეს, შექსპირი, დანტე და სხვები ხომ არიან დიდი მწერლებიო…ვაცლავ ჩერნის პასუხი ასეთი იყო: კარგები არიან, მაგრამ მათ არ ესმოდათ მიწის, ბუნების ენა… ვაჟა სრულიად გამორჩეულია !!!!!

ბუმბერაზი იყო ვაჟა ფშაველა და არის პოეზიითაც და ცხოვრების წესითაც.

ჩვენდაუნებურად უამრავჯერ წამოგვცდა:

“ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ ცუდად.”

ბატონმა ტარიელმა ეს ადგილები ზეპირად იცის.1993 წლის ჩათვლით .,როგორც თვითონ უყვარს თქმა -“ბატკანში იყო”,მწყემსი იყო და აღტაცებას ვერ მალავდა,როცა მწყემსებს დაინახავდა.

“ქალაქში ვერ ვძლებ..არ მიყვარს ქალაქი,ქალაქმა სოფელი გაანადგურაო”-საოცარი გულისწყვეტით საუბრობდა.

:აქ იმდენი ცხვარი და საქონელი იყო,გასაჩერებელ ადგილს და ბალახს ვერ ვპოულობდითო,გვიყვებოდა,-დღეს კი ნახეთ რა ბალახია,რა საძოვრებია და საქონელი კი არ არის , ქალაქებში ვაჭრებად და მომსახურეებად ჩავსახლდიზთ”-ლამის ცრემლებში ამბობდა ამას.

“რამდენიმე ასეულჯერ არის შემცირებული მთის საძოვრებზე საქონლის სულადობაო..”- გაგვანადგურა ამ ინფორმაციამ..

“ვაჟას გზამ” ნათლად დამანახა,რომ გზა,რომლითაც მიდის ჩვენი ქვეყანა,თითქმის 25 წელზე მეტია ქართული არ არის.

ვიცი,ქართული სულის ადამიანებს შეგაძრწუნებთ სამი რამ,რასაც ახლა გეტყვით..

1.ეს უნიკალური მთები,ტყეები,მდინარეები-49 წლით ჩინელებზეა გადაცემული,შემდგომი გაგრძელების პირობით.ადგილობრივ მოსახლეობას სოკოს დაკრეფის უფლებაც წართმეული აქვს…

2 ჩარგალში,სკოლაში სულ 5 ბავშვი სწავლობს-თითო ჯგუფში,თითო ბავშვი

3.ვაჟა ფშაველა (საერთოდ ყველა კლასიკოსი და ქართული განწყობის მწერალი,პრაქტიკულად აღარ ისწავლება დღევანდელ სკოლებში..

იმედიანი საუბრით დავამთავრეთ “ვაჟას გზა” ჩარგალში ორ მოსწავლესთან საუბრით,მთელი გზის გახსენებით,მეცხვარეებთან საუბრების გახსენებით,იმის გახსენებით,რომ თიანეთისა და ფშავის გასაყარზე ,ორ მცირე ფერმის მსახურთ შევხვდით..ერთში დედა-შვილი და მეორეში 80 წლის ქალბატონი, მართლაც,ქართული სულით დგანან მთაში…

ჩემთვის ვიფიქრე,ასეთ ადამიანებზე,ტარიელ ხარხელაურისა და გურამ გედეხაყრის მსგავს ადამიანებზე,დგას დღესაც საქართველო და ღირს მათთვის ცხოვრებაც და თავგანწირვაც პოლიტიკოსების მიერ.

სწორედ ამ განწყობით მივედი გუშინ მოჭიდავეებზე გადაღებული ფილმის “მორკინალი”ჩვენებაზე,სადაც ქართული განწყობა სუფევდა,და,სადაც კეთილად მიიღეს ჩემი სიტყვა..

ჩემთვის დავით აღმაშენებლისა და “ვაჟას გზაა” ქართული გზა:ზღვა სიყვარულისა” და “კლდესავით მტკიცეს” გზა,,როგორც ვაჟა ამბობს”

“მთაც მაღალია,ბარიც მაღალი
და კაცი უნდა იყოს უფრო მაღალი”

ამ წერილს პეტრე-პავლობას ვწერ. დიდი დღეა!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *