თემურ შაშიაშვილი“საშიშია პოლიტიზებული, ნაყიდი, საარჩევნო შტაბებში შემძვრალი ინტელიგენცია…


საშიშია ის ინტელიგენცია, რომელიც სააკაშვილთან იდგა და დღეს ხმას არ იღებს.

საშიშია ის ინტელიგენცია,რომელიც ივანიშვილს ფეხდაფეხ დაყვებოდა და ფულის, თუ სხვა მიზეზების გამო დღეს გაჩუმებულია…

საშიშია პოლიტიზებული ინტელიგენცია…საარჩევნო შტაბებში შემძვრალი ინტელიგენცია..

საშიშია პოლიტიკოსი,რომელიც ყიფულობს ინტელიგენციის მხარდაჭერა…

საშიშია ყველა,პარტია, პოლიტიკოსი ,გაზეთი ,ტელევიზია,სააგენტო ,არასამთავრობოც და სამთავრობოც,რომებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან,რომლებიც ფულზე იყიდებიან..

საშიშია ყველა და ყოველგვარი სექტა ,განსაკუთრებით რელიგიორი….ისინი ძირითადში დასავლეთიდან ფინანსდებიან.., ისინი ყოველთვის კარგად მუშაობდნენ „ნაციონალების“ სასარგებლოდ…ბევრმა “ოცნებასთანაც”მოძებნა საერთო ენა…დავაკვირდეთ ყველა ვინც კი მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას აქტიურ პოლიტიკაში დარჩა,სააკაშვილის და მისი ნამსხვრევების მხარდამჭერია,…

საშიშია ფული და ფულიანი პოლიტიკაში,მით უფრო მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში..ისინი ყიდულობენ ხმებს და ყიდიან სამშობლოს…და ასე მდიდრდებიან..

ეს საშიში ძალები დღეს ერთად ქმნიან პოლიტიკურ საბინძურეთს-საქართველოს და ყოველგვარი ქართულის მტერს.

ინტელიგენტი არის არა ის,ვინც ნებით თუ უნებლიეთ ამ პოლიტიკური უბედურების წევრია,არა ის,ვინც პარტიებს ეტმასნება,არა ის,ვინც ამ უწიგნურ პოლიტიკოსებს, მერობის,გამგებლობისა და საკრებულოს დეპუტატების კანდიდატებს დასდევს კუდში,არამედ ის,ვინც აანალიზებს პროგრამებს,დგას ხალხის მხარეს და ეხმარება მათ მართალის,სუფთას,პროფესიონალუს,ხალხისთვის თავგანწირულის პოვნაში.ასეთები კი ქვეყანაში ბევრია,მათი უმეტესობა არც მონაწილეობს არჩევნებში,რადგან აქ ფული და სიბინძურეა ერთმანეთში არეული..არჩევნებშიც მონაწილეობს აქა-იქ ასეთი არაერთი,მაგრამ ამას ვერ შეამჩნევს ის,ვინც ბრმად,ფულის და მომავალი დაწინაურების გამო უჭერს მხარს კონკრეტულ პოლიტიკოსს,თუ პარტიას.

ინტელიგენტი არის ის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან!

“საშიშია პოლიტიზებული, ნაყიდი, საარჩევნო შტაბებში შემძვრალი ინტელიგენცია…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *