(საზოგადოება)”სააკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში, ის სექტანტურ-ულტრალიბერალური ჯგუფები კი, ვინც მას მართავს, ნამდვილად საშიშია”

“სააკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში, ის სექტანტურ-ულტრალიბერალური ჯგუფები კი, ვინც მას მართავს, ნამდვილად საშიშია,”- აცხადებს მოძრაობა თეთრების ლიდერი” თემურ შაშიაშვილი. მისი თქმით, საერთაშორისო მაფიამ შლეგი, ავანტიურუსტი და პროვოკატორი სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკურ ფიგურად აქცია.

„სააკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში, ის სექტანტურ-ულტრალიბერალური ჯგუფები კი, ვინც მას მართავს, ნამდვილად საშიშია! ამ ჯგუფებმა მიიყვანეს შევარდნაძე და ჟვანია “პეტერსონ ბენქლაფის” სომხურ ლობისტურ ფირმაში და რიგითი „კუკლა“ საქართველოს პრეზიდენტად აქციეს.  რა მსხვერპლის ფასად? მთავარი მსხვერპლი ხალხი და ქვეყანაა.

საჭირო იყო ქვეყნის დამშევა და დაუძლურება, რათა ხალხი ადვილად ემართათ. ძლიერი საშუალო ფენის არსებობის შემთხვევაში, სააკაშვილი არარაობა იქნებოდა…დამშეულ ხალხს კი მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობა – “ოცნება” პრეზიდენტს მარტივად დაუნიშნავდა.  ხაზს ვუსვამ, დანიშნული ბიზნესმენების შემწეობითა და წყალობით სააკაშვილმა ლიდერის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის და  ეროვნულის იმიჯი შეიძინა.  რომ არა ქვეყნის გარეთ დაწერილი პროგრამით დამშეულ-დაუძლურებული ხალხი, როგორ შეიძლებოდა მას ხალხის თვალში  ანტიშევარდნაძისტის, ეროვნულის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის, დემოკრატის, მშენებლის და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის სახელი შექმნოდა?!

კაცი, რომელიც  შევარდნაძემ ჩამოიყვანა, პარტიაში მეორე კაცად, პარლამენტში უმრავლესობის ლიდერად, მთავრობაში- მთავარ მინისტრად და ქვეყანაში პირველ კაცად აქცია….

კაცი, რომელიც მახინჯი ლიბრალურ- გლობალისტური იდეებითაა დატვირთული…

კაცი, რომელიც, თავის ნატურით, მეგობრებით, ოჯახით ფულზე არის გაგიჟებული…

კაცი, რომელიც  დიქტატორად იქცა, ამ სიტყვის ყველაზე უხეში გაგებით..

კაცი, რომელმაც მოქკავშირიდან მოყოლებული, ნულოვანი აუქციონით სამუშაო ჯართად აქცია სამუშაო ადგილები…

კაცი, რომელიც კგბ-ში ოფიციალურად მსახურობდა, შემდეგ კი ენერგო სისტემას, ბუნებრივ სიმდიდრეებს რუსეთს ჰყიდდა. პუტინს ხელ-ფეხი უხსნიდა, რათა საქართველოსთან დაკავშირებით თავისუფლად ემოქმედა.

როცა სააკაშვილს და მის გუნდს ყველა რესურსი ამოეწურა, მოიძებნა მისი შემცვლელი ამბიციური პიროვნება, მეცენატის სახელით. ივანიშვილისგამოჩენა რუსეთს უნდა დაბრალებოდა. ცვლილება  მაშინ განხორციელდა, როცა ხალხი უკვე უკიდურესობამდე იყო მისული. მართლაც, სააკაშვილი დაამთავრებდა და  მისი სახელი  გაქრებოდა.

მაგრამ საერთაშორისო მაფიის საშუალებით, შლეგი, ავანტიურუსტი და პროვოკატორი მსოფლიო პოლიტიკურ ფიგურად იქცა.  საერთაშორისო ულტრალიბერალურ-გლობალისტური ჯგუფები დახვეწილად და ფილიგრანულად მუშაობენ. მათ  ააკაშვილი და მისი ანტიქართული ჯგუფი არამარტო გადაარჩინეს, ხალხს მოანატრეს კიდეც. დიახ, ამ ხელისუფლების უსაქმურობისა და თვითკმაყოფილების, წარმოუდგენელი კორუფციის ფონზე ხალხის დიდ ნაწილს შლეგი და ბუტაფორული სააკაშვილი მოენატრა.

ფიქრობ, საერთაშორისო მაფიის მიერ ადვილად მართვადი და მაღალი კლასის ავანტურისტად გამოწრთობილი სააკაშვილი საქართველოში სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად კარგი საშუალებაა.

ანტიქართული სცენარის განვითარების შემთხვევაში ვერც “ოცნება” და ვერც ეროვნული ძალები ვერ გაიმარჯვებენ.  ხელისუფლებას სააკაშვილს, ნაცმოძრაობას და მის ნაირსახეობებს ჩააბარებენ. ისინი ქართული ლოზუნგებით იმოქმედებენ. საქართველოში ამუშავდება ბერძნული მოდელი და საქართველო ის დამთავრდება, როგორც საბერძნეთი დამთავრდა ბერძნებისათვის!

სწორედ ამიტომ, ამ გადამწყვეტ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მართვა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცებმა უნდა აიღონ ხელში.

ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას დაყოველთვის ზოგადკაცობრიულთან იყო ნაზიარევი. ცდება,სასტიკად ცდება ყოველი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარედანაა შესაძლებელი. ქვეყნის გარეთ უნდა ვეძებოთ მეგობრები და არა მხსნელები და პატრონები!აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

წყარო: “სააკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში, ის სექტანტურ-ულტრალიბერალური ჯგუფები კი, ვინც მას მართავს, ნამდვილად საშიშია”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *