პატრიარქმა მაგალითი მისცა ყველას,თუ როგორ უნდა ვაფასებდეთ და ვეფერებოდეთ ღვაწლმოსილ ადამიანებს.

ბეჭებდაუდებელი ფალავანი რომან რურუა 75
მადლიერების შეხვედრა
დღეს,ბეჭებდაუდებელი ფალავანს,დიდი მამულიშვილს,რომან რურუას 75 წელი შეუსრულდა.
გუშინ, საქართველოს სულიერმა მამამ,ილია მეორემ ,საპატრიარქოში მიიწვია ბატონი რომანი და გიორგობა დღეს მის მესაყდრედ დასახელებულ მეუფე შიოს “ქართული ერთობის დარბაზის”,”საქართველოს ხალხთა ასამბლეისა” და “მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის- ეროვნული თანხმობისთვის” წარმომადგენლებთა წინაშე სიტყვა წარმოთქვა. ერის სულიერმა მამამ დიდი შეფასება მისცა ბატონი რომანის ღვაწლსა და დამსახურებას სამშობლოს წინაშე. უწმიდესმა და უნეტარესმა დიდი ტკივილით ისაუბრა მთელ მსოფლიოში ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი აზრით,ეს სპეციალურად კეთდება, ეს არის ხალხის დამონების გზა,ბრძოლა ეროვნულ და საკაცობრიო ფასეულობათა და ღირებულებათა წინააღმდეგ.
პატრიარქმა მოიწონა “ქართული ერთობის დარბაზის”,საქართველოს ხალხთა ასამბლეისა და მეცნიერთა პოზიცია-მოსაზრებები -ყოველთა ქართველთა ,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ორ ეტაპად მოწვევის შესახებ, ასევე თაობათა გამამთლიანებელი მოძრაობის დაწყებისა, უფროსი თაობის ღვაწლმოსილ წარმომადგენელთა დარბაზის შექმნის თაობაზე. ამას სჭირდება ხალხის,ხელისუფლებისა და ეკლესიის,ზნეობრივი ავტორიტეტების დიდი ერთობა-გამოკვეთილად ითქვა შეხვედრაზე.
ეს შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული,რომ ის პირველი იყო პატრიარქისა და მისი მესაყდრის მონაწილეობით.
პატრიარქმა საღვთო სჯულის უნიკალური წიგნი გადასცა საჩუქრად იუბილარს.შეხვედრაზე პატრიარქს წარუდგინეს მეცნიერთა მიერ მომზადებული წიგნი რომან რურუაზე და სრულიად განსხვავებული კალენდარი,რომელიც აჩვენებს იმას,რისი გაკეთება შეძლო ბატონმა რომანმა კლდე-ყორეზე,მცხეთის სანაგვზე,როგორ აქცია უკაცრიელი ადგილი წალკოტად.პატრიარქმა და შეხვედრის მონაწილეებმა სიამაყით აღნიშნეს ბატონი რომანის გაბედული პუბლიკაციების თაობაზე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეონასთან დაკავდირებით.
ამ მიღებით პატრიარქმა მაგალითი მისცა ყველას,თუ როგორ უნდა ვაფასებდეთ და ვეფერებოდეთ ღვაწლმოსილ ადამიანებს.
დღეს ქართული ინტელიგენციის,სამეცნიერო და სპორტული საზაგადოების წარმომადგენლები,17 საათზე,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მართავენ ბატონ რომან რურუას 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მადლიერების საღამოს.
პარტია “თეთრების” თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
24.11.2017წ
განცხადება დაეგზავნა სააგენტოებს
p.s. პატრიარქთან შეხვედრას ესწრებოდნენ: რურუა რომან – მეხიკოს პლიმპიური თამაშების ჩემპიონი ოთგზის მსოფლიო ჩემპიონი; გიგა ბათიაშვილი – არქიტექტორი, პროფესორი; არნოლდ გეგეჭკორი – აკადემიკოსი; ენდი გოგლიჩიძე – მსოფლიო ჩემპიონი; ბაკურ გულუა; რამაზ ლომინაძე – პროფესორი; ირაკლი მაჭავარიანი – მეცნიერი; ომარ მხეიძე – ქორეოგრაფი; ოთარ ფალიანი – პოეტი; ნონა ღამბაშიძე – კინორეჟისორი; რამაზ ყურაშვილი – პროფესორი; თემური შაშიაშვილი – გელათის მეცნიერებათა აკადემია; ტარიელ ხარხელაური – პოეტი (“თეთრების” პრეს-ცენტრი)









































