ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი რჩევა და პოზიცია

 

მეგონა რომან რურუას ვიცნობდი… როგორც ჩანს, მწარედ ვცდებოდი. იგივე მოსაზრება დაეუფლა ბევრს, ვინც ესწრებოდა შეხვედრას ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნახა და მოისმინა ამ საღამოს სრული ვიდეოჩანაწერი ან ნახავს ტელევიზია „ქართული ტვ“ -ს ეთერში.

ბატონი რომან რურუას უარი ახალგაზრდებს, მისი იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი რამის საწყისი გახდა. ჯერ ერთი ის, რომ ასეთი დამსახურების კაცი თვლის, რომ არ არის ქვეყანაში იუბილეების აღნიშვნის განწყობა, რომ ბევრი ისტორიული პიროვნების და არაერთი დიდი თანამედროვის იუბილე არ, თუ ვერ ჩატარდა.

მეორე და მნიშვნელოვანი:გენიალური რამ წამოიწყეს ახალგაზრდებმა: დარღვეული დროთა კავშირის გამთელება… ამ ინიციატივამ პატრიარქი აღაფრთოვანა და ახალგაზრდებს ლოცვა კურთხევა მისცა, რომ ამ საქმეს არ მოეშვან. რომან რურუას 75 წლის  იუბილეს ამ ფორმით აღნიშვნა პირველინაბიჯია, რომ დავიბრუნოთ მადლიერება და სიყვარული,

უფროსი თაობისადმი პატივისცემა, თაობათა კავშირის აღდგენა, ყოველი კულტურული და მოაზროვნე ადამიანის, ტრადიციების პატივისმცემელი ქართველის და საქარველოს მოქალაქის უპირველესი მოვალეობა უნდა გახდეს. საზოგადოება პატივს უნდა მიაგებდეს  დამსახურებულ ადამიანებს, ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დამთავრდეს საქართველოში.

ასეთია ჩემი დასკვნა პატრიარქთან შეხვედრისა და გამართული საუბრიდან  გამომდინარე. შევეცადე ეს ჩამომეყალიბებინა ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ „მადლიერების საღამოზე“ .

დიდი მადლობა ყველას, ვინც მოისმენს ამ გამოსვლას. ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი რჩევა და პოზიცია.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *