ზნეობრივი ადამიანი,ყოველთვის ზნეობრივ გადაწყვეტილებას იღებს!

დღეს მთავარია ვიმოქმედოთ ხვალინდელი დღის საზომით!

ბევრისთვის საკამათო არაა,რომ ხათუნა პაიჭაძე , ერთ-ერთი,გამორჩეულად ძლიერი ჟურნალისტი იყო და არის. მონა-ჟურნალისტობას ამერიკაში წასვლა და 95 წლის მოხუცის მომლელობა ამჯობინა….ძალიან ღირსეული ინტერვიუც მისცა “ალიას”…

ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა მას შემდეგ,რაც ცნობილი მოღვაწისა და მეცნიერის,პროფესორ გია მურღულიას ძალიან გაბედულ ინტერვიუს გავეცანი.
“ჩვეულებრივი ამაზრზენი ქურდები ხართ-უწიფარმა სახელმწიფომ საშუალება მოგცათ და ლარებს უსირცხვოლოდ იპარავთ…ხელს გვიშლით ბავშვები წესიერ მოქალაქეებად აღვზარდოთ!”-ასე მიმართავს ბატონო გია პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს…

თუნდაც გერმანიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს საინტერესო ქართველი მეცნიერს..კარგად მოაზროვნე პოლიტოლოგს… საქვეყნოდ მომართულ ბატონ კობა კუპრაშვილს მოვუსმინოთ …სწორედ ასეთი ხალხია ქვეყნის სიმდიდრე.კარგია,რომ შემოუერთდა მეცნიერთა კონგრესს.. ღმერთო, უმრავლე ჩვენს ქვეყანას ასეთი ახალგაზრდები!

ქვეყანა,მართლაც,საცსეა ზნეობრივი და ნიჭიერი ადამიანებით და ამ დროს უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უმრავლესობაზე …
რატომ? უზნეო უმცირესობა აგრესიულია და უკადრებელს კადრულობს,კადრულობს იმას,რასაც არ იკადრებს ზნეობრივი ადამიანი და ,რაც მთავარია, გარე მასონურ და სოროსულ ძალებს სწორედ ასეთი ხალხი აწყობთ – ფულს უთვალავად აძლევენ…

გრესიულიბა და ფული არის სწორედ ის,რაც მათ აბატონებს ზნეობრივ უმრავლესობაზე. ზნეობრივი უმრავლესობის გააქტიურება,ქვეყნის და ხალხის გადარჩენის ტოლფასია!

კორონა ვირუსმა ამის კარგი მაგალითი მოგვცა…ვართ პროფესიონალების და მეცნიერების იმედად.

როგორც იტყვიან,ფიქრი ამოძრავებული მომავალია…ვიმოქმედოთ ხვალინდელი დღის საზომით!

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *