წინა ხელისუფლებისაგან უკეთესი, არ ნიშნავს ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებს საქართველო

1

  • საქართველოში პოლიტიკამ გონება და ზნეობა დაკარგა
  • 20 წელია არჩევნებით მოგებულია პარტიები და წაგებულია ხალხი და საქართველო

 „თეთრების“წინასაარჩევნო პოლიტიკური ტაქტიკა

მთავარია არა რა ხდება და რა დღეში ვართ, არამედ რატომ ხდება

 

გადავწყვიტე, როგორც „თეთრების“ თავმჯდომარემ ამ წერილით მივმართო ყველას, ვისაც აღელვებს სამშობლოს გუშინდელი დღე, ქვეყნის დღევანდელობა, სახელმწიფოს ხვალინდელი აღმშენებლობა. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ წერილთან დაკავშირებით  საკუთარი პოზიცია გამოხატოს ჩვენი პარტიის ყოველმა წევრმა. უფრო მეტიც, დავეთათბიროთ ყველას, ვისთანაც კი ეს შეგვიძლია – მნიშვნელობა არ აქვს, როგორი განწყობა აქვს ჩვენდამი… რომელი პარტიის წევრია… ამ დათათბირების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ოპონენტთა და უპარტიოთა მოსაზრებების მოსმენას და გაანალიზებას აქვს. დრომ დაადასტურა, რომ უპარტიონი, ანუ ისინი, რომელნიც გაურბოდნენ პარტიებთან თანამშრომლობას, ბევრ შემთხვევაში მართალნი აღმოჩნდნენ.

ჩვენ, „თეთრები“ საკითხს ასე ვაყენებთ:  მთავარია არა ის, თუ რა ხდება და რა დღეში ვართ, არამედ ის, თუ  რატომ ხდება.  ჩვენ 20 წელზე მეტია მუდმივ საარჩევნო რეჟიმში ვართ, 20 წელზე მეტია არნახული მასშტაბით იზრდება პოლიტიკაში სოციალური დემაგოგია… 20 წელზე მეტია, გადარჩენას სხვაგან  და ბელადში ვეძებთ… 20 წელზე მეტია, პოლიტიკოსები ვეგუებით გარედან მართვას. ოცწლიანმა საარჩევნო რეჟიმმა პოლიტიკოსებს სახე დააკარგვინა, სოციალურ დემაგოგებად აქცია… 20 წელზე მეტია, პარტიები იყიდებიან და მყიდველებიც ჰყავთ…  20 წელია საქართველოში დიდ პატივშია პარტიიდან პარტიაში მომთაბარე, მოღალატე  პოლიტიკოსები… 20 წელია, ბიზნესის წარმომადგენლები უგულებელყოფენ ეროვნულ ძალებს, ქედს იხრიან გარედან მართვადი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების  მედიის საშუალებების წინაშე. ყოველივე ამის შედეგია, რომ საქართველოში პოლიტიკამ გონებაც დაკარგა და ზნეობაც.

20 წელია, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და გამოსავალი მხოლოდ მაშინ მოიძებნება, როცა გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რატომ ხდება ეს . ჩვენი ძალისხმევა სწორედ აქეთ იქნება მიმართული.

 

1 . მასობრივი იმედგაცრუება

2. პოლიტიკური ვასალიზმი

3. გონებაწართმეული პოლიტიკა

4. არჩევნების პოლიტიკური ღირებულება

5. დემოკრატიულ თავისუფლებათა მტრები

6. ძალადობა აზროვნებაზე

7. შეუთავსებელთა შეთავსების დამღუპველი არსი

 8. არჩევანის შვიდი საყრდენი

9. თანამშრომლობის ალტერნატიული სქემა

10. ხელისუფლების გადაუდებელი ამოცანები

 

2014 წლის მარტი-აპრილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *