სიტყვა წარმოთქმული ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე

1995 წლის 22 სექტემბერს, ,დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლის გახსნის მეორე დღეს. ამ ფოტოზე სწორედ ეს ისტორიული შეხვედრაა აღბეჭდილი.გადაღებულია ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში.
რატომღაც,2018 წლის პირველ დღეს მომინდა გამოქვეყნება..

ბატონიშვილნო,მშვიდობა თქვენდა!
მოგესალმებით!კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა სატახტო ქალაქში,დავით აღმაშენებლის ქალაქში.

დიდი ბედნიერება იყო გუშინ,მთელი საქართველოს მონაწილეობით დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნა.

ამ ისტორიულ დაღეს ვთქვი,და მეტი დარწმუნებით ვამბობ:

ჩვენი გზა- დავით აღმაშენებლის გზაა.!

ის გამორიცხავს სიძულვილს და ეფუძნება სიყვარულს. არ გძულდეს – ეს ნიშნავს მოერიო საკუთარ თავს, მოინანიო – ნიშნავს მოერიო საკუთარ თავს, აღიარო შეცდომები – ეს ნიშნავს სძლიო საკუთარ თავს, მოიხადო ბოდიში, როცა მართალი არ ხარ, ეს ნიშნავს, მოერიო სკუთარ თავს, გიყვარდეს – ეს ნიშნავს იყო სრლყოფილების მწვერვალზე.

სიყვარულს ერთადერთს შეუძლია შექმნას ადამიანი, როგორც სამყარი და მთელი სამყარო მოათავსოს ამ ადამიანის გულში. სიყვარულს მაშინ აქვს ძალა, როცა „ადამიანი პასუხისმგებელია სიზმარისათვისაც კი“. რა სიბრძნე და რა დიდი განზომილებაა, როგორი მსოფლშეგნებაა:

„შენ ადამიანი, პასუხისმგებელი ხარ საკუთარ სიზმარზეც.”

ეს სიტყვები მეოთხე საუკუნის დიდ თეოლოგს, გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის და, როგორც მეისტორიე ამბობს – ამ გავლენით არის დიდი მეფის მიერ დაწერილი „გალობანი სინანულისანი’“.

უპასუხისმგებლობით სავსე დღევანდელ ეპოქაში,როგორ სჭირდება საქართველოს ყოველი ადამიანის,უპირველესად , ხელისუფალის ცხოვრება ამ განწყობით.

ჩვენ,უპირველესად ხელისუფალთ, ბევრი რამ გვაქვს მოსანანიებელი, გვჭირდება საკუთარ თავზე გამარჯვება და იმის გაცნობიერება,რომ რწმენასა და სიყვარულში,ნიჭის ძალაუფლებაშია საქართველოს მომავალი,დავით აღმაშენებლის განწყობის დაბრუნება საქართველოში.

ეს შეხვედრაც,ბატონიშვილნო,ამას ეძღვნება.მადლობა,რომ ერთად ვართ.მეამაყება რომ ქუთაისმა მის 3500 წლის და სატახტო ქალაქად გამოცხადების 1000 წლისთავზე შეძლო მსოფლიოს 15 ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ სამეფო გვარის წარმომადგენელთა ასეთი ლამაზი და იმედიანი,ასეთი სახვალიო განწყობის შეხვედრის მოწყობა.

დღეს ქუთაისი,იმერეთი ეუბნება მადლობას ბაგრატოვანთა გვარს ქვეყნის წინაშე განუზომელი დამსახურებისთვის და ხმამაღლა ამბობს:წინ უდიდესი საქმეები გველოდება,თქვენ უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი გაქვთ და სწორედ ეს დღეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს.

საქართველოს არ უნდა ეშინოდეს სამეფო ტახტის აღდგენის.

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნები სწორედ კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებია,საქართველო სწორედ დავით აღმაშენებლის ეპოქაში ამბობდა დიდ სიტყვას მსოფლიო მასშტაბით.დღემდე დაუფასებელია ის რომ დავით აღმაშენებელმა “დიდგორის ომით” ევროპა,ევროპული ცივილიზაცია, ევროპული ღირებულებევი გადაარჩინა.

საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქუთაისში, საერთოდ ქართულ მიწაზე მეფეთ-მეფის ,დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლი აღიმართა.ეს დიდი მოვლენა და დიდი ნიშანსვეტია მომავლისთვის,მით უფრო,რომ ეს ისტორიული მოვლენა 21 სექტემბერს,ღვთისმშობლობას მოხდა.

დღესასწაულსაც ასე ვუწოდეთ : “ღვთისმშობლობიდან-ჯვართამაღლებამდე”.

ჩვენი საუბარიც ამ განწყობით უნდა შედგეს

ბედნიერი ვარ, რომ აქ ხართ… ბედნიერი ვარ,ასე ერთად გიყურებთ..
ბედნიერი ვარ,რომ აქ არის ბატონიშვილი გიორგი- ესპანეთიდან, ბატონიშვილი ქეთევანი იტალიიდან, ბატონიშვილი ნუგზარი-თბილისიდან, ბატონიშვილნი-რუსეთიდან, საფრანგეთდან,შვეიცარიიდან,ავსტრიიდან,სხვა ქვეყნებიდან..
ბედნიერი ვარ,რომ აქ არის ბატონიშვილო ნინო-სამეფო კარის წინამძღოლი,გამორჩეული ქალბატონი,რომელიც იმერეთის შტოს წარმოადგენს..
ბედნიერი ვარ,რომ ქუთაისმა მიიღო გადაწყვეტილება,იმერეთის მეფეთა რეზიდენცია დაუბრუნდეს ბაგრატოვანთა გვარს.

დიდი საქმეები დავიწყეთ,დაიწყო ქუთაისმა,იმერეთმა..დარწმუნებული ვარ,მას მთელი საქართველოს მხარდაჭერა ექნება.

Фото Теимураза Шашиашвили.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *