ამას უნდა პოლიტიკური ნება…ქვეყნის და ხალხის მოყვარული ხელისუფლება

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა  საქსტატის კვლევა, რომელსაც : –საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება  მოჰყვა.  კვლევაში წერია:

„საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1069,1 ლარია. — თუ მშენებლობაზე დასაქმებულთა საშუალო ნომინალური შრომის ანაზღაურება 1999,5 ლარია, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 565,7 ლარს შეადგენს. –III კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის შემდეგ ანაზღაურების ოდენობით საფინანსო სექტორი მოდის, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1861,3 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის სამთომომპოვებითი მრეწველობა (1337,7 ლარი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (1329,8 ლარი) და სახელმწიფო მმართველობა (1296,4 ლარი).

მიზეზი,  რატომაც  ვაქვეყნებ და ანალიზს ვუკეთებ  ფეისბუკზე გავრცელებულ  ამ  ინფორმაციას,  შემდეგში მდგომარეობს:

1.აშკარაა,რომ ქვეყანაში გაბატონებულ სოციალურ  გაჭირვებას მოსახლეობის დიდი ნაწილის დეპრესია მოჰყვა, რაც გადავიდა ცინიზმში და კონკრეტულ ადამიანებში,ხალხში საერთოდ,შეშლილობის დონე კრიტიკულ ზღვარს აღწევს.ეს ის მდგომარეობაა,როცა ეროვნული სული, ქართული ცნობიერება ,არა თუ იკარგება,დავიწყებას  ეძლევა,ნულდება… დავფიქრდეთ,ვისაც ჯერ კიდევ შერჩა ამის უნარი!

2. .საზოგადოებისთვის, ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის შეურაცხყოფელია არა იმდენად  ეს  სტატისტიკა , არამედ უფრო,  ის ფაქტი, თუ რა სიამაყით აცხადებს   ამ ციფრებს ხელისუფლება   და ,როგორც ჩანს, ჩვენ უვიცებად გვთვლიან…   ხელისუფლება ამაყობს იმით, რაც ყველა მოაზროვნე, ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ადამიანისთვის, რბილად რომ ვთქვათ დამაფიქრებელი უნდა იყოს.

ფაქტია,საქსტატის ამ კვლევაში წარმოდგენილი  ციფრები  ადასტურებს ,რომ ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა…

ვერ დამისახელებთ ერთ ნორმალურ, მინიმალურად დემოკრატიულ ქვეყანასაც კი, სადაც  განათლებაში საშუალო ხელფასი  არ აღემატება,არა თუ საშუალო ხელფასს მთელი ქვეყნის მასშტაბით,არამედ საშუალო ხელფასს ეკონომიკურ, მწარმოებლურ სფეროში.საქართველოში კი ეს პირველზე 2- ჯერ და მეორეზე ,თითქმის 4 -ჯერ ნაკლებია. სამარცხვინოა,როცა განათლების სისტემაში  დასაქმებულთა  საშუალო ხელფასი   2- ჯერ და მეტად ჩამორჩება  სახელისუფლო სტრუქტურებში დასაქმებულთა  საშუალო ხელფასს  (პრემიებით და დანამატებით, ალბათ, 5-6 ჯერ მეტი შემოსავალი  ექნებათ).  ეს უმომავლო ქვეყანაა…

ვინმე იტყვის,შენ რომ მერი იყავი, მაშინ როგორ იყოო. გპასუხობთ:   ქალაქის მერად დანიშვნას  დავეთანხმე  იმ პირობით,რომ ხელს არ შემიშლიდნენ,  განათლება მექცია პრიორიტედად. თუ  რა გავაკეთე ამ მიმართულებით, ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრე: იხ: მეცნიერებთან ერთად, შეუძლებელსაც კი შევძლებთ

აქ კი მოკლედ ვიტყვი: ჩემი პრინციპი იყო ,მასწავლებლის ხელფასი ერთი ლარით მაინც  მეტი უნდა ყოფილიყო,ვიდრე  ქალაქის მერის ანაზღაურება,  ხოლო პროფესორის ხელფასი  100 დოლარიდან  ( შესაბამისი  ეროვნული ვალუტით (კუპონი,ლარი) ) უნდა დაწყებულიყო.

ეს ყველაფერი 1994-95-96  წლებში ხდებოდა, როცა პრეზიდენტის ხელფასი 10-30 დოლარის ფარგლებში ,  დოლარის კურსი კი 1,3-1,5 ლარის ფარგლებშიიყო. იმ ურთულეს წლებში საბავშვო  ბაღები გვქონდა სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე, ვაფინანსებდით სტუდენტთა სწავლას ქუთაისის უმაღლესებში,სტიპენდიებს ვაძლევდით წარჩინებულთ გიმნაზიებშიც კი,1-4 კლასებსა და გიმნაზიებში კვებაც ჩვენგან ფინანსდებოდა.ეს მაშინ,როცა ჩემი მერობის დროს(1993-1996) ერთ თეთრსაც კი არ ვიღებდით ცენტრალური ბიუჯეტიდან და ყველაფერს, უმაღლესებსაც კი(სოხუმის სუბტრიპიკულსაც) ჩვენ ვაფინანსებდით…

ქალაქის მერის ხელფასი 100 დოლარს შეადგენტა და განათლების სფეროში დასაქმებულთა ყოველთვიური  ანაზღაურება კი 101 დოლარის შესაბამისი ერონულ ვალუტიდან იწყებოდა.  და ეს ხდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში…

დღეს,  რა უნდა იმის დაკანონებას, რომ  განათლება  იყოს პრიორიტეტული…სწავლება უფასო , ერთი ლარით მაინც აღემატებოდეს  მასწავლების ხელფასი შესაბამისი ქალაქის, რაიონის მერის,  ხოლო  პროფესორის  ხელფასი    მინისტრის ხელფასს?

ამას უნდა მხოლოდ პოლიტიკური  ნება, ანუ განვითარების ბიუჯეტი, სახელმწიფო კორუფციული სისტემების მოშლა…ამას უნდა ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. ამას უნდა ქვეყანაში პრინციპის დამკვიდრება მომავალი აქვს ქვეყანას სადაც მასწავლებელი , მეცნიერი, შემოქმედი და მეწარმე ჰყავთ ხელის გულზე და ბავშვს ფეხქვეშ  ეგებიან. პატივისცემით ეკიდებიან მოხუცს, სადაც არის მხოლოდ ერთი ძალაუფლებანიჭის ძალაუფლება. სადაც  ბანკი იქნება  მსახური და არა მბრძანებელი. სადაც ხელისუფლებამ  იცის, რომ ხალხის  მსახურია და არა მისი უფროსი. (იხ.: მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც ბავშვია პრიორიტეტი, სადაც პატივისცემით ეკიდებიან მოხუცს, სადაც არის ნიჭის ძალაუფლება“)

ვიფიქროთ ასეთ ქვეყანასა და ასეთ ხელისუფლებაზე!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *