მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიაში საქართველო 108-ე ადგილზეა

თემურ შაშიაშვილი: “მიმაჩნია,რომ ეს სამარცხვინოა-აბსოლუტურად შეუთავსებელია ქვეყნის პოტენციალთან და ეს მართვის სისტემის ბრალია”

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიაში საქართველო 108-ე ადგილზეა

ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლითა და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გამოთვლით, Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზეა, $10.099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი – 114-ზე.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების პირველი ათეული ასეთია:

1. კატარი (ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP $129 512)

2. ლუქსემბურგი ($100 991)

3. მაკაო ($87 845)

4. სინგაპური ($86 854)

5. ბრუნეი ($77 662)

6. ქუვეითი ($70 587)

7. ირლანდია ($69 374)

8. ნორვეგია ($69 031)

9. არაბთა გაერთიანებული საემიროები ($67 947)

10. სან-მარინო ($64 465)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *