(ვიდეო) თემურ შაშიაშვილი ბათუმის ტელევიზია “ტვ 12” ის პაატა შავაძის საავტორო გადაცემაში “ზღვარი”

 

თემურ შაშიაშვილი:ბევრ ისეთს ვიტყვი,რაზეც იშვიათად ვსაუბრობ!

“ასე ცხოვრება აღარ შეიძლება-მართვის სისტემაა შესაცვლელი!”

● არ შეიძლება მსახური,ანუ ხელისუფლება,ფუფუნებაში ცხოვრობდესდა – ქვეყნის პატრონი,ანუ ხალხი კი,სულს ღაფავდეს-ვალებსა და სიღატაკეში ცხოვრობდეს!

● თუ ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ,მასწავლებლის ხელფასი,მინიმუმ ერთი ლარით მეტი უნდა იყოს ქალაქისა და რაიონის ხელმძღვანელის ხელფასზე.

● მომავალი არ აქვს იმ ქვეყანას,სადაც კოკა-კოლას მეპატრონე,საერთოდ,ყოფითი ბიზნესის მფლობელს მილიონები აქვს და არ ჰყავს ერთი მილიონერი მეცნიერი და ხელოვანი!

● თუ ყველაფერს გავყიდიდით,დღესაც ხელისუფლებაში ვიქნებოდით…კატასტროფაა,როცა ქვეყანას ჰყავს ქვეყნის სიმდიდრის და ხალხის ქონების გამყიდველი და არაფრის შემქმნელი ხელისუფლება!

● არ შეიძლება ასეთი ისტორიისა და შესაძლებლობების ქვეყანაში,ხალხი ასე ცხოვრობდეს!

● ჩვენი პოლიტიკის გამო ქვეყანა სხვა ქვეყანათა ვაჭრობის ობიექტად იქცა,საერთოდ დაიკარგა ქართული ინტერესი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *