8 თებერვალი – ყოველი ქართველისთვის ორმაგად დიდებული თარიღი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს ეძღვნება “ქართული ერთობის დარბაზის” დამფუძნებელთა განცხადება:

8 თებერვალი ყოველი ქართველისთვის ორმაგად დიდებული თარიღია.

სწორედ ეს დღე   საქართველოს ფუძეჩამყრელის, სახელმწიფოს გამაერთიანებელისა და არნახულად გამაძლიერებელის – დავით აღმაშენებელის ხსენების დღე.

სწორედ ამ დღეს მოევლინა საქართველოს სულიერების განმანათლებლობის უპირველესი ბასტიონი და საცავი – დედაუნივერსიტეტი.

შემთხვევითი როდია ამ ორი უდიდესი მოვლენის დამთხვევა, ისევე, როგორც შემთხვევითი როდია, უნივერსიტეტის ბასტიონად და საცავად მოხსენიება.

ქართველ მეფეებს ხომ დარბაზობისას ერთ მხარეს მხედართმთავრები ესხდნენ, მეორე მხარს კი მოძღვართ-მოძღვარი  უმშვენებდათ და უძლიერებდათ.

საქართველოს ყოველთვის თანაბრად იცავდა ხმალი და წიგნი, ვაჟკაცობა და განსწავლულობა.

დღეს, როგორც არასდროს, ერის ყოფნა-არყოფნა დამოკიდებულია ინტელექტუალური საუნჯის სიმდიდრეზე, გამრავლებაზე და დაცულობაზე.

„ქართული ერთობის დარბაზი“ ყოველთვის იყო, არის და იქნება დედაუნივერსიტეტის უერთგულესი თანამდგომი, თანამებროლი,მეგობარი.

 

ქართული ერთოის დარბაზის დამფუძნებლები:

გიგა ბთიაშვილი, ტარიელ ხარხელაური,  არნოლდ გეგეჭკორი, თემურ გუგუშვილი, რომან რურუა, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, ანზორ ერქომაიშვილი, რამაზ ყურაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *