თემურ შაშიაშვილი: სიამაყე….გულისწყვეტა…სირცხვილი.. და მაინც იმედი..

დღეს რუის–ურბნისის ეპარქიაში მხატვარ შალვა გერაძის დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატი დავაბრძანეთ. ხატი მეუფე იობიმ აკურთხა.ეს იყო საოცრად ამაღლებული მოვლენა- დაწყებული გლდანის მეოთხე მიკრორაიონში,მხატვრის სულიერებით სავსე სახლში,სადაც 50 მდე ადამიანი შევიკრიბეთ და გაგრძელებული რუისის ფერიცვალების ეკლესიაში იმეკლესიაში,სადაც მეფედ ეკურთხა-გიორგი მეორე,მოინათლა დავით აღმაშენებელი,შედგა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება..

ბედნიერი ვარ,მოვისმინე.მეუფე იობის დიდი ქართული ქადაგება..იმ მეუფის,როგორც პატრიარქმა ბრძანა,დაკავშირებულია ჩემი სიცოცხლე.. ამაზე სხვა დროს.. ქადაგება პროგრამული იყო..

შენდეგ გელათში წავედით,სადაც ახალგაზრდებმა უფროსი თაობისადმი მადლიერებისა და თაობათა ერთიანობის მიზნით მოქმედების გრანდიოზული პროგრამა წარმოადგინეს…ამ პროგრამის მთავარი საყრდენია სულიერ მამასთან და მის მესაყდრესთან 24 ნოემბერს გამართული შეხვედრა – საუბარი და ინტელიგენციის მიერ 6 იანვარს გაგზავნილი “იმედის წერილის” მთავარი პოსტ ულატები..

დღეს ერთი მოაზროვნე ადამიანისთვისაც არ არის საკამათო,რომ ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე მძიმეა,ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია …რომ გამოლოსავალი დაპირისპურებასა და ლანძღვა-გინებაში კი არა- ხალხის,მთავრობის და ეკლვესიის ერთობაშია…დღეს კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებყლი იმაში ,რომ ხალხში და ეკლესიაში ეს განწყობაა და სიტყვა ხეკისუფლებაზეა. დაგვიანებაც არ შეიძლება…უნდა დაიწყოს აკადემიური და ურთიერთპასუხისმგებლობითი დიალოგი მეცნიერებისა და სახელმწიფო კაცების პატრონაჟით..

დღეს მსოფლიო ჩემპიონ ესტატე გოგლიჩიძესთან და ახალგაზრდებთან ერთად , სიამაყით გავიარე აღმაშენებლუს პროსპექტზე , გავიხსენეთ,როგორი ენთუზიაზმით ვაშენებდით ამ უნიკალურ პროსპექტს,როცა ცენტრალურმა ბიუჯეტმა უარი გვითხრა მის დაფინანსებაზე…გავიხსენეთ 1995 წლის 21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა,როცა მთელ საქართველოს ,მსოფლიოს 15 ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ ბაგრატოვანთა,მსოფლიო პატრიარქის,ქართული მართლმადიდებეკი ეკლესიის წმიდა სინოდის , ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის ,მეგობრების მონაწილეობით მთელი მსოფლიოდან ,გავხსენით:მეფეთ-მეფის პირველი ძეგლი,გელათის აკადემია,რეპრესირებულთა მემორიალი,დავით აღმაშენებლის პროსპექტი,ჩავატერეთ მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ ბაგრატოვანთა პირველი კონგრესი.

გულისწყვეტა გამოვხატეთ,რომ დიდი კლასიკოსის ოტია იოსელიანის თავკაცობით გაშენებული ქართული ჯიშის უნიკალური ხეივანი,როგორ შეცვალეს უცხო ქვეყნის ზღვის ჯიშებით.

სირცხვილით ვთქვით,რომ იქ,სადაც ბაგრატ მეფის ძეგლის აღმართვა იყო გათვალისწინებული,ბენზოგასამართი სართულია,დავით აღმაშენებლის მოედნიდან გატანილია მეაფის ძეგლი და შედგმულია რკინიგზის სადგურის წინ შემორჩენილ ლენინის კვარცხლბეკზე,რომ დავით აღმაშენებლის მოედანზე გათვალისწინებულ მეფის სახელთან დაკავშირებული ეკლესიის ნაცვლად,მაკდონალდსია აგებული!

ტრაგიკულია ყველაფერი ეს,მაგრამ არც წუწუნის და არც ხელისჩამოშვების დროა..

მოქმედებაა საჭირო საქართველოში-საქართველოს,ქართველში-ქართველის,აფხაზში-აფხაზის,ოსში-ოსის გადარჩენისთვის.

ამის გაკეთება კი მხოლოდ ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ,რომელთაც,პირველ რიგში,უნდა დაასრულონ უზნეო უმცირესობის დიქტატურა,ზნეობრივ უმრავლესობაზე!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

გილოცავ…სიკეთე თქვენთან!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *