ხელისუფლებები ამას გვიბედავენ,რადგან ჩვენ ურთიერთბრალდებებით ვართ დაკავებული.

 

ერთობას პროგრამების და არა ე.წ.ლიდერბის ირგვლივ,ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს.

ემიგრანტებო!

და არა მარტო, რადგან,ოჯახი არ არის საქართველოში,გარდა მცირე გამონაკლისისა,რომელის ერთი წევრი,ან ახლობელი არ იყოს ემიგრაციაში და ვთქვათ პირდაპირ და გულახდილად,სწორედ ემიგრანტებმა გადაარჩინეს საქართველო ..დღესაც ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ,ემიგრანტებისადმი მიმართვა,ნიშნავს მთელი საქართველოსადმი, ყოველ შემთხვევისთვის, ყველა მოაზროვნე ქართველისადმი მიმართვას.

ცდება ყოველი ,ვინც ფიქრობს,რომ ემიგრანტია მხოლოდ ის,ვინც ქვეყნიდან გასულია, უარესია იმის დაშვება,რომ ვინც ქვეყანაში დარჩა არავინ მათზე(ემიგრანტებზე) არ ფიქრობს.

ეს მზაკვრული აზროვნებაა,რომელიც გვყოფს და გვაპირისპირებს.

დიდი ქართული პროგრამული დოკუმენტი-“ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის” დიდი დათათბირებით შევქმენით 10 წელზე მეტი წლის წინ და გავუგზავნეთ პრეზიდენტ სააკაშვილს,”ნაციონალურ ” ხელისუფლებას.

სრული იგნორირება.

მოვიდა ახალი ხელისუფლება..მაშინვე ვაახლეთ…კარგა ხანს გვქონდა იმედიანი მოლოდინის განწყობა.

სრული უყურადღებობა.

ვიფიქრეთ,იქნებ გაზეთში გამოქვეყნებამ შეცვალოს სიტუაცია-თქო და გამოქვეყნდა, სამწუხაროდ ,მხოლოდ “ლიტერატურულ საქართველოში”.

5 წელი გავიდა გამოქვეყნებიდან-მდგომარეობა უარესდება.

მწამს და მჯერა,ხელისუფლებები ამას გვიბედავენ,რადგან ჩვენ ურთიერთბრალდებებით ვართ დაკავებული.

მდგომარეობის შესაცვლელად დიდი ერთობაა საჭირო…ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების.

ვთქვათ,პირდაპირ ხალხის ერთობას ,მით უფრო,როცა კონკრეტულ პროგრამას აქვს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა,სასწაულის მოხდენა შეუძლია საერთოდ და,ასეთი ერთობის დროს, ხელისუფლების იძულება ეს ელემენტარულია…

მთავარი ხალხის ერთობაა,რომელსაც ასე წარმატებულად ებრძვიან ქვეყნის სახელისუფლებო ძალები და მათი უცცხოელი პატრონები…

სამწუხაროდ,ნებსით თუ უნებლიედ,არაერთი წესიერი და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი ხდება ამ ბრძოლის მონაწილე.

ერთობას პროგრამების და არა ე.წ.ლიდერბის ირგვლივ,ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს.

კიდევ ერთხელ გთაცაზობთ ასეთი ერთობით შექმნილ პროგრამულ დოკუმენტს.. სიამოვნებით მოვიდმენთ ნებისმიერ მოსაზრებასა და შენიშვნას,ასევე დიდი პატივისცემით განვიხილავთ უკვე არსებულ ნებისმიერ პროგრამას..ჩავერთვებით არსებული პროგრამების შეერთებაში,თუ ახლის შემუშავებაში.

ჩვენთვის მთავარი ერთობაა,რომელიც არ გამორიცხავს განხხვავებულ აზროვნებას,მაგრამ ამარცხებს სახელისუფლებო და პოლოლიტიკორ ძალთა წინააღმდეგობას!

დიდი დაფიარების და შეთანხმებული პროგრამებით მოქმედების დროა!

დავძლიოთ ამპარტავნობა,მოვკითხოთ სხვას კი არა,საკუთარ თავს და სიტუაციაც გაკეთილშობილდება!

http://www.tetrebi.org/?p=9170

თემურ შაშიაშვილი

26.02.2018წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *