დავუბრუნდეთ განვითარების ბუნებრივ გზას!

“ის შეხედულება რომ საქართველოს, ან უკრაინას  ნატოში გაწევრიანების უფლება აქვთ, ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობებზე…თუ ფიქრობ იმას, რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს რუსეთი, საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი…”

ასეთია ცნობილი ამერიკელი ექსპერტების აზრი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის კომენტარი:

“ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ საქართველოსთვის ყველაზე უკეთესი არის ის,რაც დავით აღმაშენებელმა შეძლო-საქართველოს გეოგრაფია აქცია პოლიტიკად…

დღევანდელ მსოფლიოში მისი ანალოგი შვეიცარული მოდელია….

ვკარგავთ ჩვენსას და შევტრფით სხვისას,მაშინ ,როცა სხვები ხარბად ეწაფებიან ჩვენ ისტორიულ გამოცდილებას…

ჩვენი არ ვიცით,სხვისი არ გვესმის,ვმოქმედებთ იმ ქვეყნების კარნახით,რომელთაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები იციან სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში..

როდემდის?

ღმერთო დაგვიხსენი გარედან მართული ხელისუფლებებისგან და ქვეყნის განვითარების დღევანდელი ხელოვნური გზიდან,დაგვაბრუნე ქართულზე,ბუნებრივზე,დავით აღმაშენებლის გზაზე!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *