სწორედ ეს პოლიტიკაა საქართველოში რუსული საქმის კეთება..

„ ეს პოლიტიკაა საქართველოში რუსული საქმის კეთება.. ასეთ რეზოლუციას ამერიკაში ტაშით შეხვდებიან,რუსეთში კი  – სიცილით მოკვდებიან.“

ასე გამოეხმიანა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი  საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას არჩილ ტეტუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

 

„ვიხსენებ ვენეციაში,ევროპის რეგიონთა ასამბლეის სხდომაზე ჩემს მწვავე ანტირუსულ გამოსვლას, რომელსაციტალიის ლაციოს პრეზიდენტმა უმწვავესი შეფასება გაუკეთა:

“სერიოზული პოლიტიკოსი მეგონეთ,ჩვეულებრივი პოპულისტი ყოფილხართ- თქვენი  ქვეყნის დაღუპვით სკამისთვის მებრძოლი…არ დაიღალეთ საქართველოში რუსეთის საქმის კეთებით? ნუთუ ვერ ხვდებით რუსეთის ლანძღვით რუსეთის აგრესიას აძლიერებთ თქვენი ქვეყნის მიმართ და ეს რუსეთს უფრო აწყობს,ვიდრე საქართველოს? ამერიკამ,ევროპამ უკვე დიდი ხანია ვიცით,რომ რუსეთისთვის ომის მოგება შეუძლებელიაო.და მომიყვანა გერმანიის,ესპანეთის, იტალიის,საფრანგეთის,სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები..რომ ძვირად დაუჯდათ ლანძღვა-გინება და იძულებული გახდნენ რადიკალურად შეეცვალათ პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებითო და მირჩია დავფიქრებულიყავი, ორი დაპირისებული ზესახემწიფოს საქმეს ხომ არ ვაკეთებდი და საკუთარისას ხომ არ ვაფუჭებდი“

დიდი გაკვეთილი მომცაა იტალიელმა კოლეგამ…ყველაფერი სწორად მითხრა და მირჩია…გულსატკენი ის არის,რომ ეს არ ესმის,ან არ უნდა ესმოდესეს სხვა ქვეყნიდან მართულ პარლამენტსა და ხელისუფლებას“ –  ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *