მათთვის  დემოკრატია არის ის,რაც მათ ბატონობას განამტკიცებს….

 

..კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობ: იმპერიებისა და იმპერიული განწყობის საერთაშორისო გაერთიანებებისათვის,დემოკრატია არის ის,რაც მათ ბატონობას განამტკიცებს….კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით , რომ გარე ძალებს არ აწყობთ ძლიერი საქართველო და ქვეყნის ინტერესების მსახური ხელისუფლება…ნათ ინტერესებშია სუსტი საქართველო,მშიერი და დაუძლურებული და ადვილად მართვადი ხალხი,მარიონწტი მთავრობა…ყველაფერს წარმატებულად აღწევენ,რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,საქართველოს ხელისუფლებაში , მხოლოდ მარიონეტები არიან და მათზე კონტროლს სწორედ გარედან ფინანსირებადი და გარედან მართვადი არასამთავრობო სექტორით და მედიასაშვალებებით ანხორციელებენ…მთავარი მედროშე რუსთავი 2,რომელსას არ აქვს პრობლემა 4,10 და თუ საჭირო გახდა,ასეულობით მილიონი წამებში იშოვოს და დადოს,როცა ამის გაკეთება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს არ შეუძლიათ,ყოველშემთხვევისთვის მოკლე დროსა და პარლამენტების გარეშე…

პირდაპირ ვთქვათ , არასდროს ისე საჭირო არ იყო მძლავრი ეროვნული მოძრაობა,როგორც ეს დღეს არის საჭირო და არასდროს ისე ძნელი არ იყო ამის ორგანიზება,როგორი ძნელიც ეს დღეს არის,რადგან:

1,ხალხი მშიერი და დაუძლრებულია…უმთავრესი ლუკმა-პურისთვის ბრძოლა გახდა..

2.მთავრობაში სოროსულ-მასონური ძალები ჭარბობენ და ამის გამო ის მარიონეტულია…

3.მოსყიდულია მოსახლეობის,გასაკუთრებით ახალგაზრდობის საკმაოდ დიდი ნაწილი და მათი ორგანიზება არასამთავრობო სექტორითა და მედიით,უპირველესად,ტელევიზიებით ხდება…რუსთავი 2 აქ მედროშე და წარმნართველია…

4.შეუტიეს ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას,ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულობის მთავარ საყრდენს..

5.მოშალეს, ან წარმიუდგენლად დაასუსტეს, ქართული ცნობიერების მთავარი საყრდენები : მწერალთა კავშირი,საერთოდ,შემოქმედებითი კავშირები,დედა-უნივერსიტეტი,მეცნიერებათა აკადემია…

6.ფულის დარიგების სისტემით პასიურ მდგომარეობაში გადაიყვანეს ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი…მოაცილეს ისინი ხალხს და საქვეყნო პრობლემებს..

7.უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს ოჯახი ,საერთოდ,ოჯახის ინსტიტუტი….ქვეყანაში მთავრად აქციეს ბრძოლა არსებობისათვის,რაც,თვითმკვლელობის ტოლფასია

გაგრძელება შეიძლება,მაგრამ არც უიმედო მდგომარეობაა,თუ შევძლებთ ,ჯერ კიდევ არსებული ეროვნული ენერგიის სწორად წარმართვას…ჩემი აზრით,მთავარი უნდა გახდეს:

1.მოვერიოთ საკუთრ თავს და არსებობისათვის ბრძოლიდან გადავიდეთ ქვეყნის და ყოველი ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციაზე…

2.შევძლოთ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ჩართვა ამ დიდ პროცესში…

3.ურთიერთპატიებისა და მონანიების გზით აღვადგინოთ მეგობრობა ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან,საერთოდ კავკასიელ ხალხებთან…

4.დავეყრდნოთ მეცნიერებსა და მეცნიერებას..

5.ქვეყნის გარეთ ვეძებოთ მეგობრები და არა პატრონები…და მათთან კავშირში შევძლოთ,საქართველო საინტერესო და ,რაც მთავარია, საჭირო გახდეს ყველასათვის,ანუ ქვეყანა მსოფლიოს მძლავრ სახელმწიფოთა დაპირისპირების ქვეყნიდან,ვაქციოთ ქართულ ინტერესზე,მათი ინტრერსების თანხვედრის მძლავრ ქვეყნად…

დრო არ ითმენს,მოქმედებაა საჭირო…ის ,რაც დღეს კიდევ არის შესაძლებელი,პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ხვალ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *