გავერთიანდეთ პარლამენტში შესვლისთვის კი არა , საქართველოსთვის!

 

დრომ დააფასტურა ,რომ ყველა ფონდის უკან განდიდების მანიით შეპყრობილი თაღლითები აღმოჩდნენ

ამ დღეებში სოციალური დემაგოგიის კლასიკური წარმომადგენლების მძიმე საუბარი მოვისმინე…ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, გაჭირვებულთა დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივის პირველობისათვის.

ჯერ ერთი ,ამ ტონით საუბარი, მით უფრო დიდი მარხვის დღეებში,არ მგონია სიკეთის მომტანი…

მეორე, გაჭირვებულთა დახმარების ფონდებით სავსეა საქართველო და დრომ დააფასტურა ,რომ ყველა ფონდის უკან განდიდების მანიით შეპყრობილი თაღლითები აღმოჩდნენ…

უფრო მეტიც,დღევანდელმა მთავრობამ საქართველოს ბიუჯეტი,ანუ ხალხის ფული აქვია დახმარების ფონდად,ნაცვლად იმისა,რომ განვითარებაზე ეფიქრა…

ქვეყანას,ყოველ ოჯახს,ყოველ ადამიანს სჭირდება არა მისი გაჭირვებულად აღიარება და ფულის ჩუქება,არამედ დასაქმება და ღირსეული ხელფასი…ეს კი განვითარების სტრატეგიის გარეშე წარმოუდგენელია…

25 წელია ყველა მთავრობა ტრაბახობს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტით და ხალხის მდგომარეობა კი უარესი ხდება..

.ჩვენ განვითარების სტრატეგიის,
განვითარების ბიუჯეტისა და განვითარების ფონდების შექმნის მომხრე ვართ…ამ მიზნით შეიქმნა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი “ეროვნული თანხმობისათვის”,რომლის კონგრესი შედგება აღდგომის შემდგომ დღეებში ,შეაჯამებს ახალი ხელისუფლების საქმიანობას და მთავარ მიმართულებად გამოაცხადებს განვითარების სტრატეგიაზე გადასვლას…

განვითარებაზე დიდი სოციალური მხარდაჭერა,კაცობრიობას ჯერ არ შეუმუშავებია…ჩვენ მართლა გვჭირდება დიდი ერთობა…სწორედ ამიტომ მზადდება ყოველთა ქართველთა,
საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესი და შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა…

ქართული ერთობის დარბაზი და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ამაზე დიდი ხანია მუშაობს და გვჯერა აქ მაინც შედგება სამთა ერზთობა :
ხალხის,ეკლესიისა და მთავრობის..

პირველი ორი არის…გვინდა ვიფიქროთ,რომ მთავრობა ახლა მაინც უპასუხებს ორი წლის წინ სახლმწიფო მოღვაწეთა მიერ გაგზავნილ წერილს და ეს დიდი ერთობაც შედგება.

გავერთიანდეთ პარლამენტში შესვლისთვის კი არა ,
საქართველისათვის!

 

www.tetrebi.org

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *