ამ ქვეყნად ნათელი კაცი იყო ,ისე იცხოვრა,რომ იმ ქვეყნად ნათელში იქნება…

მას ეს სიტყვა შეეფერება

ნათელი

რამაზ ლომინაძე სწორედ ასეთი კაცი იყო – ნათელი…

გუშინ ,12 აპრილს ,დილის 10 საათზე დამირეკა და ბოდიში მომიხადა – ინფექცია შემეყარა,ორი დღეა სიცხე 39 ის ფარგლებში მაქვს და ზურაბ ანჯაფარიძის 90 წლისთავზე ვერ შევძლებ მოსვლასო..

ჩვენ ორ საათზე ,ოპერის ბაღში დიდი ზურაბ ანჯაფარიძის საფლავზე ვიყავით და ბატონი რამაზი კი ამ დროისთვის მარადიულობისკენ წასულა.

რა დიდი სიმაღლის კაცი იყო…დახვეწილი,ღრმა,სიკეთით სავსე.სხანაირად არც ეკადრებოდა აკაკი წერეთლის პირდაპირ ნათესავს,ილია ვეკუას სიძეს,ჟიული შარტავას უმცროს მეგობარს… პროფესორსა და დოქტორს …

ამაყობდა ამ სურათით:პირველად მქონდა ჩემი სამშობლოს სულიერ მამასთან ასეთი შეხვედრაო..

ქვეყანამ საჭირო კაცი,სამომავლოდ მომართული კაცი დაკარგა…ოჯახმა-საყრდენი კაცი…მეგობრებმა-გულწრფელი მეგობარი დავკარგეთ..”ქართული ერთიბის დარბაზმა”-გულანთებული მამულიშვილი…

ვიცი რა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობა-მათთან ყოველი შეხვედრის დროს ფიქრობდი,რომ გუშინ დაქორწინებულნი ხომ არ არიან თქო,კარგად მესმის ქალბატონი მარინას მდგომარეობა… ყველაზე მწარე ეს რამაზის უკეთილშობილესი დედისთვისაა..მათ ურთიერთობას დედაშვილობის დიდი ქართული სიმაღლე და მადლი ჰქონდა.

ერთი რაც გაიმედებს:დიდი შვიდეულის პირველ კვირაში ანუ აღდგომიდან ახალ კვირამდე, ამ ქვეყნიდან წასულნი სამოთხის მკვირნი არიან…

ამ ქვეყნად ნათელი კაცი იყო ,ისე იცხოვრა,რომ იმ ქვეყნად ნათელში იქნება…

მშვიდობით ძმობით და მეგობრობით სავსე კაცო!,დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო რამაზ!

ეს მისი ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა…აქ ნათლად შანს,რა განწყობისა და აზროვნების კაცი წავიდა..

http://www.gmtv.ge/36515-2/

თემურ შაშიაშვილი

12.04.2018

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *