დღევანდელი თაობები გიგანტების მხრებზე ვდგევართ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა!

 

დიდი დღე დგება – აღდგომა!
გილოცავთ გელათიდან.
ამ ბიბლიური ადგილის ძალითა და მადლით გაბრწყინებულიყოს საქართველო!

რაც მეტს ვსწავლობთ სამყაროს,მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს,მით მეტად ვრწმუნდებით : ჩვენი გზა – დავით აღმაშენებლის გზა!

ვრწმუნდებით იმაში,რომ

“ქართული,მხოლოდ ქართული გზა-ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს…ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!

გვყავს თუ არა მტერი? გვყავს!
დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი

უიმედობაა…სწორედ უიმედობა..
გვიჭირდა,მაგრამ იმედი იყო,იმედიანად ვიყავით…

დღეს….უიმედობაა ირგვლივ!

რეალობაა რთული…მთავარი გახდა ბრძოლა არსებობისათვის…ადამიანთა უმრავლესობა პურსა და წამალზე ფიქრში აღამებს და ათენებს.

არის გამოსავალი?
საბედნიეროდ არის.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს შევთხოვოთ უფალს,რომ დაგვავიწყოს სხვაზე მორევის ფიქრი და მოგვცეს საკუთარ თავზე გამარჯვების ძალა.

საკუთარ თავზე გამარჯვებულთ არ გაგვიჭირდება ერთად დგომა,ერთმანეთის შენდობა და პატიება.

მძიმე განსაცდელის ჟამი უდგას საქართველოს,ქართველებს,აფხაზებს,ოსებს.

განსაცდელი არ არის ბოროტება,მთავარია დავინახოთ და არ გავბოროტდეთ.

ჩვენი სიძლიერე იმის გაცნობიერებაშია,რომ მართალია წავიქეცით,მაგრამ ჩვენ მზად ვართ ასადგომად და ავდგებით კიდეც და ფეხზეც მაგრად დავდგებით.

ამას უნდა სამთა ერთობა-ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების.

ხალხში ეს განწყობა არის,ჩვენ გვყას ეროვნული სულის და სამყაროს განზომილებით მოაზროვნე პატრიარქი,რომლის ქადაგებები სწორედ ამ ერთობაზეა ორიენტირებული…მინდა ვიფიქრო,რომ ხელისუფლება იქნება შემკვრელი ხალხის და ეკლესიის ამ განწყობის.

ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე.არ დაგვავიწყდეს,რომ გიგანტების მხრებზე ვდგევართ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მე ამ განწყობით ვცხოვრობ.ამ განწყობით დავწერე ეს და შობა-ახალი წლის საუბარიც საკუთარ თავთან,მეგობრებთან,როგირც ჩვენში იტყვიან:მტერთანაც დამოყვარესთანაც!

მწამს და მჯერა,მხოლოდ სიყვარული აგვამაღლებს!ღმერთია სიყვარული!

ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის, საქართველოს მკვიდრნო, საქართველოს შვილებო და საქართველოს მეგობრებო!

ღირსებით ცხოვრება ყველაზე დიდი
ბედნიერება და სიმდიდრეა!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *