საქართველოში ფულის და ფულიანთა ძალაუფლებაა…

ამის მაგალითი ქუთაისში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში,დავით აღმაშენებლის მოედანზე,მაკდონალდსის ტიპიური პროექტით მშენებლობის ნებართვაა.

ვერ წარმოვიდგენდი,რომ ამას ქალაქის მერი,ქალაქის საკრებულო ,პარლამენტის დეპუტატები ქუთაისიდან დაეთანხმებოდნენ.

გული მწყდება,რომ დუმს და ამას ეგუება ინტელიგენცია.

შემაშინებლად ვთვლი ჟურნალისტთა და არასამთავრობოთა გაჩუმებას..არ მინდა ვიფიქრო,რომ ძალით თუ ფულით მოხდა ეს…

დამაფიქრებელია მეუფე კალისტრატეს თანხმობა…

სამარცხვინოდ ჟღერს საუბარი იმაზე,რომ ჯერ მაკდონალდსი ავაშენოთ,მერე ეკლესია და სასტუმროო..არქიტექტორებიც გააჩუმეს?

ყველა ხელისუფლების დროს გამარჯვებული ფულის ტომარა და არაქართული ცნობიერების ე.წ.მეწარმე,უფრო სწორად ,დანიშნული მეწარმე,კვლავ გამარჯვებულია.

ჩვენ ვცხოვრობთ ფულისუფლებუს ქვეყანაში.

ეს სიბნელეა.

საქართველოს მხოლოდ ნიჭისუფლების ქვეყანაში გაბრწყინდება…

ეს ხელისუფლების მიერ დანიშნულ ბიზნესმენ ჭყონიას კი არა ,ქვეყანაზე მოფიქრალ სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა აზროვნების მეწარმეთა ქვეყანა იქნება.

ყველამ უნდა ვიამაყოთ დავით სარაჯიშვილის ამ სიტყვებით:

“ყველგან და ყველაფერში უნდა იყო პატიოსანი. ეს უფრო მეტია ,ვიდრე იყო მილიონების პატრონი”.

აი,ვინ გვყავდა,რა აზროვნების მეწარმე….შეადარეთ ამ კაცის და დღევანდელი მილიონერების აზროვნება და ინტელექტი…

ნახეთ რას ამბობს,ჯერ წესიერებაო…

მან თავის სახლი მწერლებს გადასცა…ჭყონიამ ჯერ შოთა რუსთაველის ძეგლი წაბილწა თბილისში,ახლა ამასვე უკეთებს დავით აღმაშენებლის მოედანს ქუთაისში.

უარესი გვეკუთნის ,ჩვენი გაღარიბების ხარჯზე გამდიდრებულ და გავერანებულთ მონებად და მსახურებად რომ ვექეცით.

ამ აზრზე ვიყავი და ვრჩები.ვერც ვერავინ მიყიდა და ვერც მომავალში შეძლებს…ჩემთვის სამშობლო ყველაფერია და სიცოცხლის ფასად ვიყავი და ვარ მის სამსახურში.

ქუთაისი იყო და კიდევ მეტად უნდა იყოს მომავალში ეროვნული სულის ქალაქი,ქართული ცნობიერების საყრდენი.დღეს ეს შეძახილი სჭირდება დედა-სამშობლოს ქუთაისიდან.

მე იმ ადამიანებთან ვარ,ვინც ასე ფიქრობს და,როგორც მწერალმა ცირა შალაშვილმა გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს”,1990 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ინტერვიუს წაუმძღვარა ჩემი სიტყვები-

“ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს…”

http://www.tetrebi.org/?s=მაკდონალდსი&submit=Search&lang=ka

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *