(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “შეხვედრაზე ანატოლი ბიბილოვმა სამი ფაქტორი დაასახელა, რაც მისი აზრით, შეუძლებელს ხდის ქართველებისა და ოსების თანხმობას”

პარტია „თეთრების“ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში შექმნილ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს და იმ შეხვედრის შესახებ საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინათ ვლადიკავკასში ოსთა კულტურულ და პოლიტიკურ ელიტასთან შედგა, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული დაჯგუფების წარმომადგენლები, გიგა ბოკერიას მეშვეობით ამერიკული ისტებლიშმენტის აგრესიულ ფრთასთან დაკავშირებას და ხელისუფლების ერთპიროვნულ დასაკუთრებას ცდილობენ.

– ბატონო თემურ, რაც დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხდება, თავის დროზე „მოქკავშირში ატეხილ ორომტრიალს ხომ არ გაგონებთ, როცა ჟვანია-სააკაშვილის გუნდი შევარდნაძის გარემოცვას გამოეყო?

– შევარდნაძემ უამრავი შესანიშნავი ახალგაზრდა დაღუპა. ეს მე მისთვის პირადად არაერთხელ მითქვამს. დიახ, ახალგაზრდას, რაგინდ შესანიშნავი პიროვნებაც იყოს, როცა 10-15 წლით ადრე ნიშნავ ძალიან მაღალ პოსტზე, შენა მას ღუპავ. დღეს რომელი ქვეყნები მიდიან წინ? ისინი, რომელთა პარლამენტებსა და მთავრობებში ჭაღარათმიანები სჭარბობენ. მაგალითად, ჩინეთში სერიოზულ პოსტს ვერ ეღირსები, თუ 60 წლის არ ხარ, იაპონიაში ფაქტობრივად, დაკანონდა, რომ პრემიერ-მინისტრი 56 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. საქართველოში კი პირიქითაა მოწყობილი ყველაფერი და ამიტომაა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში.
ფაქტია, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც ბიძინა ივანიშილმა განუზომელი ძალაუფლება მიანიჭა, ერთპიროვნული ხელისუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან. აი, ეს ხდება „ქართულ ოცნებაში“და სხვა არაფერი. ..

პირადად მე მცხვენია ჩემი თავის, რომ წარმოვადგენ პარტიას და მქვია პოლიტიკოსი, რადგან საქართველო სწორედ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა დაღუპეს. იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენს ქვეყანაში პარტიები არსებობენ, მათი ფუნქციონირება ყოვლად წარმოუდგენელია. არ შეიძლება პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ეროვნული და საქმის მცოდე ადამიანები.

– ბატონო თემურ, თქვენ ვერ ხედავთ იმის საფრთხეს, რომ ხელისუფლება შეიძლება ბოკერიამ ჩაიგდოს ხელში?

– ბოკერია იმ აგრესიული და სექტანტური ფრთის წარმომადგენელია, რომლის აზრით, 80 წლის მაკეინის ყოფნა ხელისუფლებაში კარგია, 80 წლის ქართველი სასიკვდილოა! ბოკერია არაფერს წარმოადგენს და გაყიდული კაცია. არც სააკაშვილს ეკითხება ვინმე საქართველოში ჩამოსვლას და არც ბოკერიას გადასაწყვეტია , ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ყველაფერს ამათი პატრონები წყვეტენ!
ახლა „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებული ახალგაზრდები, სწორედ ბოკერიას მეშვეობით ცდილობენ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის აგრესიულ ფრთასთან დაკავშირებას, რათა ხელისუფლებას ერთპიროვნულად დაეპატრონონ. ფაქტია, რომ სააკაშვილის, ბოკერიას და მათი პატრონების უკან დგას დიდძალი ფული. სააკაშვილის აქციებზე, რომელსაც კიევში მართავდა, თითოეული მომიტინგე ფულს ღებულობდა. უზარმაზარი ფულის პატრონია კეზერაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში კალოშებით მოვიდა. უთავლავ ქონებას ფლობენ ძმები ბეჟუაშვილები, რომლებიც ქუთაისის საავტომობილო ქარხანას, ტყიბულის ქვანახშირსადა უამრავ სიმდიდრეს განკარგავენ. მილიონერია კობა ნაყოფიაც, რომელიც კგბ გენერლისა და პუტინის უახლოესი მეგობრის, გენერალოვის ხელისბიჭია!

მე შემეძლო ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული მეშოვა, მაგრამ არ დავთანხმდი იმ მზაკვრულ წინადადებებს, რასაც 1993, 1997, 2001 და 2003 წლებში მთავაზობდნენ…

-მაინც რას გთავაზობდნენ?

მთავაზობდნენ, რომ გავყიდულიყავი, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია! საქართველოს უბედურებაა ინტელიგენცია, რომელიც ხელისუფლებას ხალხისგან იცავს… ჩვენ გვყავს უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც როგორც პროფესიონალები და თავიანთი საქმის დიდოსტატები, მილიონერები უნდა იყვნენ,მაგრამ სამწუხაროდ, ქართული ხელოვნების, კულტურისა და მწერლობის ეს კორიფეები კოკა კოლას უწიგნური გამყიდველის, თემურ ჭყონიასადა მისთანა ჩარჩების ხელის შემყურენი არიან…

– ბატონო თემურ, ცოტა ხნის წინათ, თქვენ ვლადიკავკასში მნიშვნელოვანი შეხვედა გქონდათ…

საქვეყნოდ ცნობილია, რომ მე და ვალერი გერგიევი დიდი ხანია ვმეგობრობთ. ვლადიკავკაზში ვალერიგერგიევის მამის 100 წლის იუბილე აღინიშნა და მიპატჟებული გახლდით. ერთადერთი ქართველი მე ვიყავი. დანარჩენები სულ ოსები იყვნენ, შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტიც და ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვიც.გერგიევმა თქვა, ვინც ფიქრობს, რომ ქართველებისა და ოსების თანხმობის გარეშე კავკასიაში მშვიდობა იქნება, ის ოცდამეერთე საუკუნეში არ ცხოვრობსო. ამ შეხვედრაზე ანატოლი ბიბილოვმა სამი ფაქტორი დაასახელა, რაც მისიი აზრით, შეუძლებელს ხდის ქართველებისა და ოსების თანხმობას. პირველ ფაქტორად მან მოიტანა უხუცესებისადმი, ანუ უფროსებისადმი პატივისცემის ტრადიცია, რასაც ოსები ეთაყვანებიან, ხოლო ჩვენ, ვინც 40 წელს გადასცილდა, ყველა ჩარეცხილად გამოვაცხადეთ და ჭკუას არავის ვეკითხებით!

მეორე ფაქტორად დაასახელა რუსული ენა და მითხრა, მე ქართული კარგად ვიცი, ვუყურებ ქართულ ტელევიზიებს და გაოგნება ვერ დავმალე, როცა ერთი ცნობილი ქართველი ქალბატონის სატელევიზიო გამოსვლა ვნახე და მან თქვა: „კარგია, რომ ახალმა თაობამ რუსული არ იცის!“ ბიბილოვის თქმით, ჩვენ ერთმანეთში სალაპარაკოდ ენასაც ვკარგავთ! მესამე ხელისშემშლელ ფაქტორად მან დაასახელა რუსეთისადმი ჩვენი სიძულვილი და თქვა, რომ საქართველოში რუსეთისადმი სიძულვილს მსგავს მასშტაბებს არასდროს მიუღწევია, რაც ოსებისთვის მიუღებელიაო!

– თქვენ რა უპასუხეთ?

– მე ვრცლად ვილაპარაკე და ბოლოს ვთქვი, რომ ორმა დიდმა სახელმწიფომ მოახერხა ის, რომ თითქმის ყველა მეზობელი ქვეყანა ერთმანეთში ომობს. კარგი და ცუდი ყველა ერშია, მაგრამ ერთი რამ ვიცი – ქართველებსა და ოსებს ერთმანეთის გარეშე დიდი მომავალი არ აქვთ მეთქი! ამ განცხადებას ტაშით შეხვდნენ. მე არ მეგობრობის რომ არ მჯეროდეს, ერთადერთი შვილიშვილი მყავს და მას ოს კაცს არ მოვანათვლინებდი..

საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა იმ პოტენციალისა და რესურსის 7-10პროცენტზე მეტი, რაც სინამდვილეში ს აქართველოს გააჩნია. ვფიქრობ, უმძიმესი ვითარების მიუხედავად, სიტუაციის გამოსწორება და ქვეყნის გაერთიანება ჯერ კიდე შესაძლებელია. მაგრამ უბედურება ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს გამორიცხულია!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *