“რაღაც დალპა ამ სამეფოში”(შექსპირი)..

ასე შეიძლება საქართველოში არსებული მდგომარეობის დახასიათება.

ეს არის ჩვენი “მეგობრების” წარმატება ..იმის შედეგი,რომ საქართველო გარედან იმართება..იმის შედეგი,რომ გავაყოყოჩეთ გარედან ფინაბსირებადი პარტიები და პოლიტიკოსები,არასამთავრობოები,საინფორმაციო საშუალებები და ჟურნალისტები…იმის შედეგი,რა დღეშიც ჩავაყენეთ განათლება და კულტურა,რაც ბოლო პერიოდში ვაკადრეთ მართლმადიდებელ ეკლესიას,სულიერ მამას…იმის შედეგი რომ,ხელისუფლების 80-90 პროცენტი სოროსის,”თავისუფლევის ინსტიტუტის”,ენდ იას და სხვა ანტიქართულ ორგანიზაციათა შვილია…იმის შედეგი,რომ პროვინციალურმა აზროვნებამ -“დასავლურია კარგი და ქართველობა ჩამორჩენილობა”-დაიპყრო ახალგაზრდობის დიდი ნაწილი…იმის შედეგია,რომ სხვადასხვა ფორმით ებრძვიან ავტორიტეტებს და ეს დამღუპველი კურსი სახელმწიფო დონეზეა აყვანილი…რომ ხელისუფლებას ურჩევნია დესტრუქციულთან ურთიერთობა, კონსტრუქციულთან თანამშრომლობას….იმის შედეგია,რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ არ სცა პატივი ხალხისადმი დანაპირებს,ვერ გაბედა სისტემური ცვლილებების გატარება,მართვის სისტემის შეცვლა..იმის შედეგია,რომ დავბრუნდით იქ,რასაც ვებრძოდით:ქვეყანაში მთავარი ფიგურა,არც პრეზიდენტია და არც პრემიერი,უმაღლესი რეალური ხელისუფალი პარტიის ლიდერია..

ამ პოლიტიკის მსხვერპლია ენიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა,ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი..დიდი უმრავლესობა იმ ახალგაზრდებისა, ვინც დღეს აგრესიული განწყობით დგას პარლანენტის წინ…უხერხემლო პოლიტიკის მსხვერპლია ჩვენი სამშობლო,მისი მიწა,წყალი,ჰაერი, რომლთა უდიდესი ნაწილი უკვე უცხოელთა ხელშია…

ქვეყანაში კრიტიკულზე-კრიტიკული მდგომარეობაა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მომავალი..გადარჩენა პარტიული საზღვრების დამსხვრევასა და ინტელექტუალურ რადიკალიზაციაშია. გარედან შემოსული ფული აძლიერებს ქუჩას და პარტიულ დიქტატურას, ებრძვის ინტელექტსა და ძლიერს..

გამოსავალი არის..

ამ საბედისწერო ჟამს უმთავრესია-ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა…გულწრფელი დიალოგი ხალხთან და არა გარედან დაფინანსებულებთან.

არ იფიქროთ,რომ ამას დღეს ვამბობთ…წლებია ვეხვეწებით ამას ხელისუფლებას..ნახეთ ეს სამი მასალა და დარწმუნდებით…

მოქმედების დროა!

1.ამაზე უარის თქმას,არც დრო და არც ხალხი არ გვაპატიებს

http://www.tetrebi.org/?p=20509

2.იმედის წერილი პრემიერს

http://www.tetrebi.org/?p=20556

3.დიდი ქართული პროექტი

http://www.tetrebi.org/?p=20604

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *