თემურ შაშიაშვილი: “მე ასე ვფიქრობ…”

წუხანდელით საქართველოში ახალი დაყოფა დაიწყო უკვე ,ასე ვთქვათ,ჯასაღი ხედვის ძალებში.

ერთნი, “ხბოს აღტაცებით” აქებენ მინისტრს,მეორენი ,ლანძღავენ,მესამენი ,იქეთ-აქეთ ეხეთქებიან.

გარეთ დაწერილი,ქართული სულის დამანგრეველი სცენარით,წარმატებულად ხორციელდება პრინციპი -“დაყავი და იბატონე!”.

მე რეალური ანალიზის მომხრე ვარ.

აი, ჩემი ზოგადი ხედვაც!

მოვლენები, სამწუხაროდ, საქართველის სასარგებლოდ არ ვითარდება..ყველაზე ცუდი ის არის,რომ ყველაზე ბინძური ძალა საკუთარ ძალებში დარწმუნდა და ნელ ნელა თავზე დააჯდება ხელისუფლებას..არ გამოვრიცხავ,რომ ხელისუფლებაც აიღოს ხელში…

ცუდია,როცა არ იცი,რომ ეს კლუბი კი არა,პარტიული დანაყოფია…ატარებ ოპერაციას პარტიის დანაყოფში ისე,რომ ვერ ახდენ მოვლენათა განვითარების წარმოდგენას, პროგნოზირებას..არაპროფესიონალურად დაგეგმილი ქნედებებით,მათ კონსოლიდაციის ძლიერ მუხტს აძლევ.

დღეს ეს ძალა სიხარულის მწვერვალზეა-დამკვიდრდა,კიდევ მეტ ძალას იკრებს…გარედან დიდი მხარდაჭერა აქვს..ყველაფერი მათთვის გარედან დაწერილი სცენარით განვითარდა.

გამოსავალი მხოლოდ ერთია,აჯობო ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციით.ეს კი ინტელექტუალური რადიკალიზაციით შეიძლება…თითქმის 30 წელია ქვეყანას მართავს ქუჩა,ქუჩური რადიკალიზმი..ვერავინ შეძლო მისი შეცვლა ინტელექტუალური რადიკალიზაციით.არადა,ხალხის განწყობა ამ უკანასკნელის სასარგებლოდაა.

მე ამაში ვხედავ გამოსავალს და იმ ხალხთან ერთად ვარ,ვინც მთელ იმედს გონებაზე ხედავს და არა ძალისმიერ და უჭკუოდ დაგეგმილ ოპრერაციებზე.

ქვეყანას გონება უნდა მართავდეს და არა ძალა,მით უფრო ძალივანი სტრუქტურები.დღემდე ყველა ხელისუფლება ძალას ეყრდბობა და ებრძვის ძლიერს,ინტელექტუალურს.მხოლოდ ამ უკანასკნელზე დაყრდნობილ ქართულ ერთობას შეუძლია ქვეყანაში ქუჩის პილიტიკოსთა თარეშის დამთავრება!

მე ასე ვფიქრობ.!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *