ბედნიერია ყოველი,ვისაც გაცნობიერებული აქვს ასე ცხოვრების აუცილებლობა!

 

ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

ბედნიერია ყოველი ადამიანი, რომელმაც იცის,რომ მაცხოვარმა საკუთარი სისხლის ფასად გაგვანთავისუფლა …იცის რომ,არ ვიყოთ ადამიანთა მონები, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა…

კაცობრიობის ისტორია ადასტურებს,რომ ის ქვეყნებია წარმატებული და,აქვთ მომავალი,რომელთა მოსახლეობის დიდ ნაწილს ესმის,რომ:

ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ქრისტეს ცხოვრება ეს არის თითოეული ადამიანისთვის, სულიერისთვის პასხისმგებლობა, სამყაროსა და ადამიანთა მოდგის მომავლისთვის პასუხისმგებლობა.

უფალმა მოგვცა სამყაროს ოქროს კანონი : სიმდაბლით ამაღლება!

“სიყვარული აგვამაღლებსო”,ბრძანა რუსთაველმა..მან იცოდა რომ ღმერთია სიყვარული..

ასე ცხოვრობდნენ წმიდანები…დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობაა ამის დასტური.

ბედნიერია ყოველი ადამიანი, რომელმაც იცის,რომ უბრალოებითა და სიმდაბლით იზომება და მით უფრო ძლიერია,რაც მეტი სიმდაბლით და უბრალოებით ცხოვრობს.

არც ფული,არც წოდება,არც თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს ისე ,როგორც სიმდაბლით ცხოვრება.სიმდაბლით ცხოვრება კი მხოლოდ ღირსების მქონე ადამიანს ძალუძს.

ქართველმა ხალხმა ერის მამა უწოდა ილია ჭავჭავაძეს,რომელსაც არც ფული ჰქონდა , არც თანამდებობა და წოდებაზეც უარი თქვა,მაგრამ ჰქონდა ღირსება.

ჩვენს დროში სიმდაბლით ცხოვრებისა და ამაღლების მაგალითია უწმიდესი და უნეტარესი,რომელსაც ებრძვიან მაღალჩინოსანი ფულიანები,მაგრამ ხალხი მას სულიერ მამას უწოდებს.მას მთელი სამყარო იცნობს,როგორც ღირსეულ ადამიანსა და ღისეულ ქართველს.

ბაგრატის ტაძარში მეფედ კურთხევისას დავით აღმაშენებელმა გიორგი ჭყონდიდელს ჰკითხა:დიდო მეუფეო,რა გავაკეთო იმისთვის,რომ ქვეყანა გავაძლიეროო..

ჭყონდიდელის პასუხი იყო მოკლე,მაგრამ ბიბლიური,სამყაროსეული:

“ღირსება დაუბრუნე ხალხს,დიდო მეფეო!”

ჩვენს ეპოქაში დიდი ძალა უნდა ღირსებით ცხოვრებას,მაგრამ ამის გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი.

ვიცხოვროთ სიმდაბლით და ღირსებით და საქართველოც ამაღლდება,გაბრწყინდება!

სიყვარული აგვამაღლებს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *