ეს სამოქალაქო დაპირისპირების გზაა!

 სისტემური ცვლილებების გარეშე, ქვეყანას მომავალი არ აქვს

 ის,რაც დღეს საქართველოში ხდება,ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა.მას ჰყავს ორი მთავარი შემოქმედი:

  • უსუსური და თვითკმაყოფილი ხელისუფლება;
  • დემაგოგი და გაბოროტებული ყოფილი ხელისუფლება;

თავიანთი საქმიანობით არც ერთია ქართული და არც მეორე, ორთავე გარედან მართულია – ერთი პატრონი ჰყავს ქვეყნის გარეთ, ორთავე იყენებს ხალხს, ორთავე ქუჩით მოვიდა და ორთავე კლავს აკადემიურ აზროვნებას, ქვეყანაში უვიცობა, ურწმუნობა, აგრესია და ემოცია მეფობს…სწორედ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა.

ვინც ვერ გრძნობს იმას, რომ არც სააკაშვილის,”ნაცმოძრაობის” დაბრუნება შეიძლება ქვეყნის მართვის სათავეებთან და არც ივანიშვილის გუნდის დატოვება მმართველ ძალად, ან ერთს უჭერს მხარს, ან მეორეს, ის ქვეყანაზე კი არა, თავის მდგომარეობასა და პრივილეგიებზე ფიქრობს.

სამოქალაქო დაპირისპირებას სააკაშვილისა და ივანიშვილის მომხრეები აღვივებენ,გარე ძალთა ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით. ქუჩაა ამ  დაპირისპირების მთავარი არენა..

ჩემი აზრით,ორი რამ არის საჭირო სამოქალაქო არეულობის თავიდან აცილებისთვის:

1.სახელისუფლებო პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დავით სარალიძის ოჯახს, არაპოლიტიზებული ხალხის ობიექტურ მოთხოვნებს, განაიარაღებს ამ ფაქტით მოვაჭრე პილიტიკურ ძალებს;

2..ხალხის მიერ იმ პოლიტიკური ძალების დაგმობა,რომლებიც ამ საზარელი მკვლელობით სპეკულირებენ…ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესახლებელი,თუ ხელისუფლება მიიღებს ხალხის მხარდამჭერ გადაწყვეტილებას.

ამავდროულად, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს:

1.დააპატიმროს ისინი,ვინც რეალურად არის დაკავშირებული ამ საქმესთან;

2.გამოაცხადოს საგამოძიებო ჯგუფის ახალი შემადგენლობა,რომელშიც უნდა შეიყვანოს ნდობის მქონე პიროვნებები;

3,დაითხოვონ ორგანოებიდან ისინი,ვინც იყო დღემდე დაკავშირებული გამოძიებასთან;(ყოველ შემთხვევისთვის პირველ ეტაპზე შეუჩეროს მათ უფლებამოსილება)

4.შეუჩერდეს უფლებამოსილება ამ ეტაპზე იმ თანამდებობის პირებს,რომელთა შვილები მონაწილეობდნენ ამ საშინელ მკვლელობაში,მათ აქტივობასთან არის დაკავშირებული ეს,სრულიად გაუგებარი,სასამართლო განჩინება..

5.გენერალურ პროკურორად დაინიშნოს ხალხის მაღალი ნდობით აღჭურვილი მაღალი რანგის სპეციალისტი;

6.პროკურატურისა და შსს ორგანოებიდან დათხოვნილი იქნას ყველა ის პიროვნება,რომელთა მიერ დაწერილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება შეცვალა სასამართლომ (ასეთი უამრავია და ამ დანაშაულის ჩამდენნი გაუგებარი კოჰაბიტაციის პრინციპით, კვლავ რჩებიან თანამდებობებზე);

7.დაინიშნოს რეფერენდუმი ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით..
(ასეთ პრინციპულ საკითხებს უნდა წყვეტდეს ხალხი და არა მიტინგი..)

მხოლოდ ასეთი გზა დაასრულებს ქვეყანაში ქუჩის აქციებს,ქუჩის პილიტიზებას და ქუჩის პოლიტიკოსების პარპაშს და ჩამოაყალიბებს გონებასა და აზროვნებაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურას.

დღეს უპირველესია ხალხმა გაიმარჯვოს ქუჩის პოლიტიკოსებზე და თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება.

კიდევ ერთი, ჩემი აზრით, საგულისხმო და დამაფიქრებელი: ვიდრე ხალხი ქვეყანაში პოლიტიკურ ლიდერად თვლის პიროვნებას, რომელიც თავისუფლებად მიიჩნევს იმას, რომ მას ჰქონდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება,  და იგივე პიროვნება ამავე უფლებას სხვას ართმევს – ეს კი წესად დაამკვიდრა „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენ ამას ვითმენთ, უნდა ვიცოდეთ, არც სიმშვიდე გვექნება და არც კარგი ცხოვრება.

ვიმეორებ ათასგზის ნათქვამს: ჩვენს ქვეყანას სისტემური ცვლილებების გარეშე, მომავალი არ აქვს. ამიტომ გვჭირდება რეფერენდუმი და ამიტომ გვჭირდება არა ქუჩით, ემოციით და აგრესიით საკითხების გადაწყვეტა, არამედ გონიერებით, დარბაისლურად, აკადემიურად, როგორც ეს ჩვენს დიდ წინაპრებს ჰქონდათ წესად. ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქუჩის ზეწოლის გარეშე, ხვდება, რა არის გასაკეთებელი და მოქმედებს ისე, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად, ადამიანებს ქუჩაში არ სჭირდებოდეთ გამოსვლა. ამიტომ არის საჭირო სისტემური ცვლილებები.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

პარტია “თეთრების” თავჯდომარე

p.s. აქ შეგიძლიათ ნახოთ “თეთრების” პოზიცია ქუჩის პოლიტიკასა და ქუჩის პოლიტიკოსებთან დაკავშირებით

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *