არასერიოზულობა

პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან პირველ წუთებში, სიტუაციის შესაფასებლად სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ.როგორც ჩანს, “ნაცმოძრსობა” და “ოცნება” ამ მიმართებით საოცრად ჰგავს ერთმანეთს .არც წინამ იცოდა და არც დღევანდელი აცნობიერებს,რომ სახელმწიფოსთან და ხალხთან ასეთი თამაში არ შეიძლება .

აშკარაა,რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო – მისი მოთმინების ფიალაც აივსო.ის იყო ფიქტიური პრემიერი და მისთვის ამ როლში ყოფნა მიუღებელი გახდა.ეს წესიერი კაცის გადაწყვეტილებაა ,თუმცა ძალიან დაგვიანებული.ეს კი მის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

პარტიის აღმასრულებელი საბჭოს გუშინდელი სხდომიდან გამოსული ხმები,”ოცნების”მაღალჩინოსანთა პირველი კომენტარები ისეთივე არასერიოზულია,როგორც ამას “ნაცებისგან” ვხვდებოდით ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

უსაზღვროებასაც კი აქვს საზღვარი,მაგრამ მმართველთა ტყუილსა და ცინიზმს,როგორც ჩანს, არა.გუშინდლამდე:წარმატებული პრემიერი ჰყავდა , წინ მივდიოდით-იქმნებოდა სამუშაო ადგილები, დავძლიეთ სიღარიბე, მსოფლიო მასშტაბით ნაცების დროს ხომ ყველაფერში წინ ვიყავით,ოცნებამ კიდევ მაღლა აგვწია და უცებ,ეს ყველაფერი ტყუილია.

აღარ გავაგრძელებ,ქუჩის აქციების ფონზე,ეს ნაბიჯი სახელმწიფოზე დარტყმას ნიშნავს,ქვეყანაში ქუჩიდან მართვის პრიმიტიულ გზას აძლიერებს.

ემი პოზიცია,ურყევია :სისტემური ცვლილებების,მართვაში მეცნიერების როლის პრიორიტეტის აღიარების გარეშე,ქვეყანას მომავალი არ აქვს. ეჭვი მეპარება,რომ ამის გაკეთება შეუძლია  ბიძინა ივანიშვილს,რომელიც არც საქართველოს იცნობს,არც მის საკადრო პოტენციალს,არც თანამედროვე მართვის პრინციპებს,ვერ იტანს ძლიერს და ყველაფერი ფულსა და მედროვე,მისადმი მონურად განწყობილ კადრებზე დააფუძნა და ქვეყანის მმართველობაში ბანკირის ფსიქოლოგია დაამკვიდრა.

მნიშვნელობა არ აქვს რა გვარის იქნება პრემიერ-მინისტრი,ის,როგორც დღემდე, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი იქნება.ამიტომ სჯობს,არ დავღუპოთ კიდევ ერთი კაცი და სხვა კი არა , თვითონ გახდეს პრემიერი.ჩვენ კი გავერთიანდეთ სისტემური ცვლილებების პროგრამის შემუშავების და ცვლილებებზე მისი (ივანიშვილის) დათანხმების,დაყოლიების,იძულების , თუ მისგან განთავისუფლების მიზნით. იქნებ ის არის მთავარი პრობლემა და სწორედ მისგან უნდა განვთავისუფლდეთ ფსიქოლოგიურად და რეალურადაც, .ქვეყანამ უნდა დაიხსნას თავი და დაისვენოს ,როგორც ნაცებისგან,ასევე ოცნებისგან.ისინი დღეს ერთმანეთს უხანგრძლივებენ სიცოცხლეს .ამით დამთაცრდება არასერიოზულობაც. ქვეყანა უიმედობის ფსიქოლოგიური მარწუხებიდან დაიწყებს გამოსვლას!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *