ე ს ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!

 

ქვეყანაში ერთ კაცს იმაზე მეტი უფლებები აქვს,ვიდრე საკუთარ ბიზნესში სრული პაკეტის მფლობელს.ამის უფლებას საკუთარ თავს,რომ არ უნდა აძლევდე,ფაქტია,მაგრამ უარესია როცა ამას ხალხი ითმენს!

მდგომარეობიდან გამოსავალი სისტემურ ცვლილებებშია. ,ამის არც ნება და არც კვალიფიკაცია კი დღევანდელ პარლამენტს არ გააჩნია.

გამოსავალი  ეროვნული თანხმობის, ე.წ. პიროვნებათა პარლამენტის ფორმირებაშია. დიახ, პარლამენტი უნდა შედგებოდეს არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების , არამედ მაღალი რეპუტაციის პროფესიონალებისგან.

მე ვფიქრობ,რომ დიდი ხანია,ათწლეულებია, ჩვენ ვართ დემოკრატიის ნიღბის მქონე პოლიციური სახელმწიფო,რომელიც რეალურად იმართება უშიშროებისსა და პოლიციის სამსახურების მიერ,ისინი არიან მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის მმართველ-მაკონტროლებლები,ამის გამო მთელი ვერტიკალის ნებისმიერი თანამდებობის პირი ცხოვრობს შიშით და შიშში ,ყველაფერი ეს კი ემსახურება მოსახლეობის დამთრგუნველ საბანკო კაპიტალს და მდიდრების ხალხზე ბატონობას. ამაში ბევრი უკვე პარლამენტშიც ,მმართველ ძალაში დარწმუნდა, ბოლო დღეების ქუჩის მოვლენებმა და მასზე  მიყოლებულმა “ქართული ოცნების” რეაქციამ , კიდევ მეტად დათრგუნა საზოგადოებაც და ოცნების წევრთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი,ვინც კიდევ ერთხელ ნახეს პარტიის თავჯდომარის მართვის სტილი ,რომელიც დასმენაზე და შიშის დანერგვაზეა დაფუძნებული..

შიშმა შეიპყრო ქვეყანაში დიდი და პატარა..უიმედობის , უპერსპექტივობის ,გაბედული მოქმედების და უმქმედობით გამოწვეულმა, თანამდებობის დაკარგვის შიშმა, იმის შიშმა ,რომ გვითვალთვალებენ…

ეს საშინელებაა..მისი დაძლევა,სწორედ სისტემურ ცვლილებებს და რეალურად დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე მისი შეჩერება შეუძლია გადაწყვეტილების მიღებას ეროვნული თანხმობის პარლამენტის – პროფესიონალთა პარლამენტის არჩევის თაობაზე..ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი,თუ საზოგადოების  გარკვეული ნაწილი მაინც დავძლევთ შიშს და დავიწყებთ მიძრაობას ქვეყნის ინტელექტუალური რადიკალიზაციის მიმართულებით.ბევრია დამოკიდებული იმ ხალხის პოზიციაზე,ვინც ბიძინა ივანიშვილისგან იღებს ფულს…უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკვე უზნეობაა ფულის გამო ყოველივე ამის მოთმენა, რაც დღეს ხდება ქვეყანაში!..

მდგომარეობა არ არის მარტივი,მით უფრო რომ ნაციონალებისა და მისი ნაგლეჯების სახით,იმ დაფინანსებით,რომელიც მათ აქვთ გარედან(არც შიგნიდან აკლიათ),ვერაგი ძალაა ჩასაფრებული. დღეს არეულობა აწყობს ბევრ ფულიანს,რადგან სწორედ ეს არის მათი ბიზნეს – გარემო, რადგან გაცილებით მარტივია, მღვრიე წყალში დიდი სარგებელის პოვნა. ამ ფონზე კი,  ხელისუფლებას არა თუ აქვს გულწრფელი დიალოგი ხალხთან და მოაზროვნე ადამიანებთან ,არამედ,რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს,დესტრუქციულთან ბრძოლა-შეთანხმებები უფრო აწყობს ,ვიდრე კონსტრუქციულთან დიალოგი-თანამშრომლობა.

ღმერთმა ქნას,მე ვცდებოდე ამ შეფასებებში.მივანდოთ დროს.ბედნიერი ვიქნები ,თუ ვცდები.

ერთი კი ვიცი, ჩემი ამ წერილიდან და ქვეყანაში შექმნილი შიშის,ჩაშვება- დასმენის გამო,ბევრი მოერიდება ჩემთან ურთიერთობას, ვინც ხელისუფლებაშია ისინი ხომ ნაცნობობაზე იტყვიან უარს..პირდაპირ ვამბობ , ეს ხალხი უფრო საშიშია და რომ არა ეს ქამელეონები , მონური ფსიქოლოგიის ადამიანები,მით უფრო პოლიტიკაში,ბიძინა ივანიშვილიც სხვა იქნებოდა,ეს პოლიციური რეჟიმიც არ გვექნებოდა.მათ ტაშს და ბიძინას ქება- დიდებას ეწირება თვით ივანიშვილიც, ძლიერი და ნიჭიერი ადამიანებიც, რაც  მთავარია – ხალხი და ქვეყანა.

ამიტომაა აუცილებელი სისტემური ცვლილებები, ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ქვეყანაში ქოჩის პოლიტიკის, ქუჩის პოლიტიკოსთა მმართველობის დასრულება.

ეს გადაწყვეტილება თუ ერთ თვეში არ იქნება მიღებული, მე ვფიქრობ, დიდი ვარაუდით,შემოდგომაზე პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადავა და კიდევ ერთი რევოლუცია,გამოუსწორებელ, ვიმეორებ, გამოუსწორებელ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს.

ისიც ფაქტია,რომ არსებული საარჩევნო სისტემით უარეს შედეგს მივიღებთ და დღევანდელი პარლამენტი სანატრელი გაგვიხდება.

ჩემი აზრით, მდომარეობიდან გამოსვლის ყველაზე ოპტიმალური და უმტკივნეულო გზა იქნება, ამ ეტაპზე პიროვნებათა ეროვნული თანხმობის პარლამენტის არჩევა.  უნდა მოესწროს,როგორც საარჩევნო სისტემის სრულყოფა,ასევე პროგრესულ პიროვნებათა საარჩევნო კონსოლიდაცია.წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს შედეგს მივიღებთ.

მე ვთქვი,ხაზს ვუსვამ,პიროვნებათა და არა პარტიათა კონსოლიდაცია.

ერთი, რომ ამ პოლიტიკური პარტიებით,ამ პოლიტიკური ფილოსოფიით ქვეყანას მომავალი არ აქვს… ეს პარტიები კი არა,მორჩილთა გაერთიანებებია,ამბიციურ პიროვნებათა ირგვლივ ,უფრო სექტებია…ნაცმოძრაობა და მისსი ნაგლეჯები,დიდი ხანია ,დასრულებული სექტებია.

მეორეც, დღეს ქვეყნისთვის საჭირო ხალხი,პარტიებს გარეთ უფროა,ვიდრე პარტიებში.აშკარაა,რომ პარტიებში ზნეობის ფეფიციტია,ხოლო ზნეობრივ ადამიანებს პარტიას ვერ უხსენებ.ეს არის კანონმდებლობით განმტკიცებული უზნეო ხელისუფლებათა შექმნის გზა. პარლამენტში ხვდებიან ერთი მდიდარის მონები და არა პიროვნებები.ეს უფსკრულია.

მესამეც, ყველაზე მთავარი და დამაფიქრებელი.ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკოსად აღიარების კანონიერი ზნეობრივი გზა. პოლიტიკოსთა სიმრავლით პირველ ადგილზე ვართ,მეტიც,ქვეყანაში პოლიტიკოსთა რაოდენობა,რეალურ ბიზნესმენთა რადენობას აღემატება.ამ ე.წ. პილიტიკოსებმა,პოლიტიკა ბიზნესად აქვიეს ,ყვლეფენ ბიზნესმენებსა და დამფინანსებლებს,სამაგიეროდ თავიანთი ოჯახების ცხოვრება კარგად მიიწყვეს,ჟურნალისტებიც დაიქირავეს,ყოვეკდღე ტელევიზიებში არიან,გაზეთებში და ჭკუას გვასწავლიან.

პირდაპირ უნდა ვთქვათ,ეს ხდება იმ ქვეყანაში,სადაც თანამედროვე ევროპული და ამერიკული კრიტერიუმებით,რაც მთავარია,ჩვენი ტრადიციების,გამოდილების გათვალისწინებით,რეალორ პოლიტიკოსთა რაოდენობა ათამდე ვერ მივა.კიდევ უარესი ის არის,რომ ამ პოლიტიკოსთა უდიდეს ნაწილს არც იცნობს კარგად საზოგადოება.

არაამბიციური პოლიტიკოსი მსოფლიომ არ იცის.მაგრამ არსებობს,სულ მცირე ორი ტიპის ამბიცია: დასავლური და რუსული.

დასავლური ამბიციაა,როცა შენ იბრძვი იმ ადგილისთვის,რომელიც გეკუთვნის შენი ცხოვრების,გამოცდილების, განათლების გამო..

რუსული ამბიციაა,რიცა პოლიტიკოსი იბრძვის იმ ადგილისთვის,რომელიც არც ერთი პარამეტრის მიხედვით არ ეკუთვის.

ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის,რომ საქართველოში ყველა იმ პოლიტიკოსს,რომელიც ამერიკა-ევროპის,საერთოდ დასავლეთის სახელით გველაპარაკება და გვმოძღვრავს,რუსული ამბიცია აქვს.ისინი იმაშიც კარგად არიან გაწაფული,რომ ყველა მისთვის მიუღებელს,რუსული უწოდონ და თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ.

ბოლოს,მოსახლეობაში არ არის გაცნობიერებული,რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი.დიდი და პატარა გაიძახის ახალგაზრდობას. ეს,რომ არაერთისსამომავლო პიროვნების დაღუპვის ტოლფასია,ეს დრომ დაადასტურა.არ შეიძლება მოუმზადებლად და მით უფრო 10-15 წლით ადრე დანიშნო ახალგაზედა კაცი თანამდებობაზე.ეს ახაგაზრდობით სპეკულაცია უფროა,ვიდრე მათდამი კეთილი ფანწყობა…ეს რომ საკუთარი თავის თანამედროვედ ჩვენების მზაკვრული გზაა,კი ვიცი,მაგრამ იმის ანალიზი რომ არ კეთდება, რა სიტუაციაა დღეს თანამედროვე მსოფლიოში,ესეც ფაქტია.

მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში,პარლამენტი სიბრძნის გამოხატულებაა.იშვიათობაა 30 წლამდე პარლამენტარი,ძირითადი შემადგენლობა 40-ს,უფრო მეტად 50-ს ზემოთაა.

დავაკვირდეთ მსოფლიოს..რომელი ქვეყნებია წარმატებული,სადაც 20-30 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების პიროვნებებია პოლიტიკაში.აშშ ის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული პრეზიდენტი როლანდ რეიგანი მესამე ცდაზე,69 წლის ასაკში აირჩიეს პრეზიდენტად.ასეთივე ასაკში აირჩიეს ტრამპიც. ჩინეთში 60 წელი თუ არ შეუსრულდა,მაღალ პოსტს არ ანდობენ.ასეთიცე გზას ადგას იაპონია.გერმანიის მაგალითი ყველაზე ნიშანდობლივია ასაკითაც და პოლიტიკოსის წარსულითაც. გერმანელები პრაქტიკულები არიან და ისეთის არჩევაზე ფიქრობენ,რომელიც მათ გამოადგებათ.არც ასაკი აწუხებთ და არც წარსული.ქალბატონი მერკელი 70 ს გადაცილებულია..სოციალისტურ-კომუნისტური გერმანიაში ყველა პოსტი ეჭირა:წარმოების კომკავშირის მდივნით და კომკაცშირის რაიკომით დაწყებული,მინისტრით დამთაცრებული. გაერთიანდა გერმანია და მეოთხედ აირჩიეს.გერმანია მსოფლიო ლიდერი ქვეყანაა. მაგრამ იციან ის ,რაც ჩვენთან უგულვებულყოფილია:ხელისუფლება აზროვნებაა და ეს არის მთავარი.

ჩვენ ბევრი გვაქვს საფიქრებელი.არ შეიძლება ისეთი სისტემა გვქონდეს,რომ ერთ კაცს შეეძლოს,როგორც მას უნდა ისე გვექცეოდეს.ეს სახელმწიფო აღარ არის.

თანამედროვე მსოფლიოში, მით უფრო დემოკრატიულ სამყაროში, ეს წარმოუდგენელია!  საკუთრების 100 პროცენტის მქონე ბიზნესმენსაც კი აღარ აქვს უფლება,რაც უნდა ის აკეთოს.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ

არჩევნების მთავარი მიზანი ხომ დემოკრატიული ინსტიტუტების  განმტკიცებაა და მას  მაშინ აქვს ძალა და ფასი,როცა ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორის ისეა გადანაწილებყლი,რომ,ერთი მხრივ,დაცულია ბალანსი და,მეორე მხრივ, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გარანტიებით განმტკიცებულია,რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *