მადლობის სიტყვა

.
მადლობის სიტყვა ყველას,ვინც

ელექტრონულ სივრცის გამოყენებით მომილოცა დაბადების დღე.

რა კეთილშობილებაა, ,
რა მადლიერებაა ,
რა პასუხისმგებლობაა…

თქვენი კეთილშობილება , მეც მაკეთილშობილებს…თქვენი მადლიერება , უკვალოდ არ დარჩება და მადლიერების განწყობას დააბრუნებს ქართულ სივრცეში…

მე კარგად მესმის,რომ თქვენ, ორიათასზე მეტმა ადამიანმა დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ ჩემს მიმართ გამოხატული კეთილშობილებისა და მადლიერების გამოხატვით – ვიცი რას ნიშნავს ეს დღეს,როცა პოლიტიკოსებისადმი განწყობა პრაქტიკულად განულებულია.

ჩემგან ღალატი არ იქნება !
მომავალი ამას მეტად დაადასტურებს!

ამის თქმის უფლებას მაძლევს ის,რომ მე მძიმედ,მაგრამ უკვე გადავიტანე მთავარი ომი-ომი საკუთარ თავთან ,გავიმარჯვე საკუთარ თავზე,ამოვშანთე ჩემში სიძულვილის გრძნობა,მთავარ წესად დავიმკვიდრე:

სიძულვილის კენჭიც რომ მესროლოთ,სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ !

დიდი მადლობა…
სიყვარული აგვამაღლებს!
გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *