დრო აჩვენებს , ღირსების გზას ავირჩევთ,თუ სულმოკლეობისა და პატივმოყვარეობის!

კონსტიტუცია მხოლოდ საერთო-სახალხო რეფერენდუმით!

ადამიანურად ვთხოვ ხელისუფლებას:გადადეთ ყოველგვარი წყენა , დადექით საკუთარ ამბიციებზე მაღლა და დაიწყეთ რეალური დიალოგი ხალხთან..

კონსტიტუციასთან დაკავშირებით,არის ერთადერთი გამოსავალი: საერთო-სახალხო რეფერენდუმი,სადავო პუნქტებზე ალტერნატიული წინადადებებით..

გადადგით ეს ნაბიჯი,პატივი ეცით ხალხს..ძალმომრეობის გზა:”გამდის და ვაკეთებ!” დამანგრეველია,თქვენ დასრულდებით, პოლიტიკა ქუჩაში გადავა…ამას კი უმძიმესი შედეგები ექნება.ქვეყანა მეტს ვეღარ გაუძლებს ქუჩის პოლიტიკოსებს!

დაშვებულია უდიდესი შეცდომები..ამის აღიარებას პატიოსნება და ძალა უნდა.

ყველამ კარგად ვიცით, მსოფლიო გამოცდილება ამას ადასტურებს ,რომ არც ერთი კონსტიტუცია არ არის მიახლოებული სრულყოფილთან, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პატრონაჟით არის მიღებული.

აშშ ის კონსტიტუციის შემქმნელებმა,როცა უკვე ხელისუფლებაში მივიდნენ, გულწრფელად თქვეს: დღეს რომ ვიღებდეთ კონსტიტუციას,ისეთს არ მივიღებდით,როგორიც მივიღეთ და ეს იქნებოდა ამერიკელი ხალხის ღალატიო…

ეს უბრალო აღიარება კი არ იყო,არამედ აშშ-ის დამფუძნებელთა ზნეობრივი სიმაღლის საზომი.სწორედ ამ ზნეობრივმა სიმაღლემ განსაზღვრა ის,რომ აშშ დღეს ზესახელმწიფოა-გამორჩეული დემოკრატიით,
ეკონომიკით, ცხოვრების დონით.

თქვენ,ხელისუფლებამ დასაწყისშივე დაუშვით უმძიმესი პოლიტიკური შეცდომები.

არ შეიძლებოდა არც პარლამენტის თავჯდომარის კომისიის სათავეში ჩაყენება,არც ამდენ პარლამენტართა, მით უფრო ხელისუფლების წარმომადგენელთა მის  შემადგენლობაში შეყვანა, .

კომისია უნდა ყოფილიყო ნეიტრალური,ძირითადში მეცნიერ-სპეციალისტთა შემადგელობით..
საჭირო იყო მსოფლიოში ცნობილ კოსტიტუციონალისტთა წარმომადგენლობით ერთი და მსოფლიოში მცხოვრები ცნობილი ქართველი მოღვაწეებით კიდევ ერთი მრჩეველთა საბჭოს შექმნა.

კარგი იქნებოდა,პირველი პარლამენტით დაწყებული,შემდეგი პარლამენტის 5-5 დეპუტატი-სპეციალისტის მონაწილეობით დიდი წარმომადგენელთა ჯგუთის შექმნა.

ვისურვებდი,და ეს იქნებოდა კარგი,ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით  შექმნილიყო საზოგადოებრივი,ანუ ხალხის ხმის ორი გუნდი
1.საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელთა(ორ-ორი თითოეულისგან..თითო-თითო ხელისუფლებისა და ოპოზიციისაგან);
2.პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოთა ორ პალატიანი..

ამ ჯგუფების სხდომები მეორე არხით პირდაპირ ეთერში უნდა გადაგვეცა.

ყველა ეს რჩევა გქონდათ.არ გაითვალისწინეთ.თვლით,რომ ყველაფერი იცით.ეს გღუპავთ.
არც ახლაა გვიან დაუბრუნდეთ ამ მექანიზმების ამოქმედებას.

სამწუხაროა,რომ არათუ ეს გაითვალისწინეთ,გამსახურდიას დროინდელი საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარის მოადგილე- პროფესორი ვაჟა აბაკელია და 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის მთავარი ფიგურა,პროფესორი თედო ნინიძის კომისიაში შეყვანაც კი შეგეშინდათ ..ორთავე ცნობილი იურისტები არიან,ადვილად ვერ დაიყოლიებდით…

განხილვაც არასწორად წარმართეთ.დიდად რომ არ განვევრცო,ვიტყვი მთავარს:

ხალხთან შეხვედრები,სატელევიზიო გადაცემები მაინც წაეყვანათ ნეიტრალურ პიროვნებებს-კომისიის წევრ მეცნიერებს, არაპარტიულებს

ხალხს შეაძულეთ პარლამენტის თავჯდომარე და თქვენი რამდენიმე წევრი..

მეტს აღარ გავაგრძელებ.შინაარს საერთოდ არ შევეხე.აქ ზღვა გაუგებრობებია.თუნდაც სამი:

1.ვინ გადაწყვიტა,რომ საპარლამენტო ქვეყანა ვართ.პირველი პარლამენტის წევრი ვიყავი და ვამაყობ რომ ამ ეროვნულმა პარლამენტმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველო საპრეზიდენტო სახელმწიფოთა როგებში შეიყვანა..

2.გაერო საქართველოს აღიარებს აფხაზეთითა და ცხინვალით.სად ჩანს ეს ჩვენ კონსტიტუციაში.შეგვეშინდა იმის თქმაც კი,რაც საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული…
ტერიტორიული მოწყობაც კი ვერ განვსაზღვრეთ..

3. მსოფლიოს რომელი ქვეყნის კონსტიტუციაში გინახავთ,რომ ქვეყნის მიმართულებაა ევროატლანტიკური..ვის ემიჯნებით და ვის ეთამაშებით ამით.რუსეთი საკუთარ თავს ევროპად თვლის და ვის სჭირდება მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყნებთან გამიჯვნა.ეს პროვინციალიზმია.

და კიდევ ერთი…დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება რაღაც გამორჩეულით დარჩა საქართველოს ისტორიაში.

გამსახურდიასი-ქვეყნის დამოუკიდებლობით,შევარდნაძესი- საქართველოს აღიარებით,
სააკაშვილის-შენების ტემპებით, თუნდაც ბუტაფორიულით,მაგრამ შენების წარმოუდგენელი ტემპებით.

დრომ და ეპოქამ ერთ-ერთი გამორჩეული შანსი მისცა ივანიშვილის ხელისუფლებას- მომავლის საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული თანხმობის კონსტიტუციის შექმნისა და დატოვების. ამ შანსის ხელიდან გაშვება მხოლდ ძალაუფლების მოყვარულ და პატივმოყვარე ხელისუფლებას შეუძლია.ხელისუფლებას,რომელიც იმართება გარედან და არ ესახურება საკუთარ ხალხს,საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

ასეთი ხელისუფლება ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია.

ყველა თვითონ ვირქმევთ სახელს.მთავარია მოსახლეობამ შეძლოს ეროვნულის და ანტიეროვნულის გარჩევა.ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა,მივიღოთ მომავლის საქართველოს კონსტიტუცია,ეროვნული თანხმობის კოსტიტუცია.

დრო აჩვენებს , ღირსების გზას ავირჩევთ,თუ სულმოკლეობისა და პატივმოყვარეობის!

თემურ შაშიაშვილი

22-23 ივნისი,2017 წელი

ქუთაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *