სიყვარული აგვამაღლებს!

 

 

ფიქრები ტ/კ ” თრიალეთის ” ,30 ივნისის გადაცემის “განსხვავებული აზრი ” და თბილისის მერობის კანდიდატების პომპეზური წარდგენების გაგრძელებად

ჩვენთან დამკვიდრებულია დაბადების დღეების მილოცვა…ეს კარგი ტრადიციაა…მაგრამ ყველაზე მთავარი ის დღეა,როცა სინათლე,ანუ ღმერთი შედის ადამიანში…

ღმერთმა სამყაროს შექმნა სინათლით დაიწყო და მხოლოდ მეოთხე დღეს შექმნა მზე,მთვარე…ჩვენ ეს გვიკვირს,რადგან მზესთან ვაკავშირებთ,მზესთან ვაიგივებთ სინათლეს…

ღმერრთია სინათლე,სიყვარული..

ადამიანი,რომელშიც შედის და მკვიდრდება სინათლე,არის სრულქმნილი..მასში მეფობს სიყვარული…

ბიბლიაში ზუსტად არის მოცემული ასეთი ადამიანის სახე…

იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი.

ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.

● ასეთ ადამიანში არის სინათლე..
ასეთი ადამიანისათვის არის სინდისი გონებაი მამხილებელი,როგორც ამას განმარტავს სულხან-საბა …და ასეთ ადამიანშია სინდისი ღმერთის ქმედება,როგორც ეს მიაჩნდა დოსტოევსკის.

● საქართველოს განრწყინებაც ასეთ ადამიანებთან არის დაკავშირებული… ასეთი ადამიანები არ იყიდებიან, ამპარტავნებსა და პატივმოყვარეთ არ ირჩევენ,ასეთი ადამიანებისათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…და ეს ბრძოლა არის ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისა და ახლობლების გამდიდებისათვის!

● ასეთ ადამიანებში თავისუფლება და პასუხისმგებლობა სინონიმებია ,მათ იციან,რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, როგორც ამას დიდი ამერიკელი მწერალი და მოაზროვნე ,უილიამ ფოლკნერი თვლიდა.

● ასეთმა ადამიანმა კარგად იცის მისი ადგილი საზოგადოებაში…, არასდროს ითხოვს იმაზე მეტს ვიდრე ეკუთვნის…,არასდროს საზოგადოებაზე მაღლა არ აყენებს საკუთარ თავს ,და კი არ ეუფროსება,არამედ ემსახურება მას.

● ასეთ ადამიანს არც ფული აბოროტებს და არც უფულობა…,არც თანამდებობა და არც თანამდებობიდან წასვლა…

სიმდაბლითაა ამაღლებული!

● ასეთ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული , რომ სხვაზე მორევა კი არა, საკუთარ თავზე გამარჯვებაა მთავარი…დაკარგული აქვს სიძულვილის გრძნობა და სიძულვილის კენჭი რომ ესროლოთ,სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ…

● ასეთმა ადამიანმა კარგად იცის,რომ ,თუ თავს უფლებას მისცემს იბრძოლოს მაღალი თანამდებობისათვის,მხოლოდ მას შემდგომ ,როცა დარწმუნდება რომ ამ პოსტზე ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია…,როცა გაცნობიერებული აქვს ქვეყანაში,რეგიონში,თუ კონკრეტულ სფეროში არსებული მდგომარეობა და აქვს მოქმედების კონკრეტული პროგრამა..როცა კარგად იცნობს “ბიბლიას”, “ქართლის ცხოვრებას “, “ვეფხისტყაოსანს”,ქართველ მეფეთა,ისტორიულ პირთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას”…,ქართულ ლიტერატურას,თეაატრს,კინოს, მუსიკას,არქიტექტურას…,იცნობს იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას,ილია ჭავჭავაძის ეროვნულ,ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკურ მემკვიდრეობას,დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორიას”…,იცის მეცნირების როლი და მნიშვნელობა მართვაში…იცის,რომ ხელისუფალს უნდა ჰქონდეს ეროვნული ცნობიერება და პლანეტარული აზროვნება….იცის რომ ქვეყნის გადარჩენის გზა ერთია-ქართული…იცის, რომ ქვეყანა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს…,იცის რომ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა მხსნელები.

ყველაფერი ეს აუცილებელია,თუ გვინდა დავძლიოთ ხელისუფლებაში გამეფებული პროვინციული და პრიმიტიული აზროვნება და მოსახლეობის დიდი ნაწილის ძვალსა და რბილში გამჯდარი შეგუების,უკვე მონურში გადასული განწყობა…თუ გვიბდა დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკოსთა პარპაში,დავიბრუნოთ პოლიტიკოსთა მიერ წართმეული საქართველო,დავასრულოთ ქუჩის პოლიტიკოსთა მმართველობა…, ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე – ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე!

ღმერთო მიეცი საქართველოს ხელისუფლება,როგორც ასეთ ადამიანთა საკრებულო,…ღმერთო მიეცი ყოველ ადამიანს ძალა,აირჩიოს ასეთი ხელისუფლება….ღმერთო მიეცი ძალა ყოველ ადამიანს იყოს ასეთი!

ღმერთო,გაგვამარჯვებინე საქართველოსთვის!.

გვახსოვდეს,კარგად უნდა გვახსოვდეს,დროთა სიბრძნე:

მთავარია არაის დღე,როცა გავჩნდით ამ ქვეყანაზე,არამედ, დღე ,როცა ჩვენში სინათლე გამოჩნდა! რწმენის ოჯახებში ეს დაბადებასთან ერთად ხდება და კარგ ოჯახსა და კარგი განათლების სისტემის ქვეყანაში , ეს სინათლე არასდროს ტოვებს ადამიანს!

სიყვარული აგვამაღლებს!

თეიმურაზ შაშიაშვილი

ქუთაისი-თბილისი

1ივლისი,2017 წელი

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1183349975110003&id=100003050343517

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *