სისტემა უნდა დაინგრეს!

“ბელადებისა” და უზნეო ფულიანთა ძალაუფლება,ნიჭის ძალაუფლებით უნდა შეიცვალოს!

ნუ გვაშინებს ეს პოზიცია !

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდოგ მოსული ყველა ხელისუფლება და მისი “ბელადი”,მთავარ მიღწევად, დამსახურებად წინამორბედის დამარცხება-გაგდებას თვლის. ყველამ ეს ხალხის თანადგომით გააკეთა. იმ ხალხის,რომელსაც დაპირდა,რომ მართვის სისტემას შეცვლიდა,კორუფციას დაამარცხებდა,ცხოვრებას გააუმჯობესებდა,ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდა,ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებდა.

რეალობაში ყველაფერი საპირისპიროდ არის,რაც დრო გადის:

● მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი…
● კორუფცია ძლიერდება,იგი კიდევ უფრო დახვეწილი გახდა…რეალურად ჩამოყალიბდა საშუამავლო რგოლი,რომელმაც დაიმონა მეწარმე და ფასების ზრდის ხელოვნური სისტემით, ყვლეფს მოსახლეობას.ეს სისტემა ხელისუფლებას და მასთან დაკავშირებულთ უჭირავს ხელში;
● დღითი-დღე ვცილდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას,პრაქტიკულად ვკარგავთ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.. განადგურდა განათლების სისტემა,მალე დამთავრდება ინტელიგენციის სრული მოსყიდვა დამონება..

ფაქტია,რომ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში,სიკეთე გათითოკაცებულია,ბოროტება კი ერთ მუშტად შეკრული,კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე.

ასეთია დღევანდელი სისტემა!

საქართველოს უბედურება სწორედ იმაშია,რომ ყველა მოერგო იმას,რის შეცვლასაც დააპირდა ხალხს, ქვეყანას,ამომრჩეველს…

ფაქტია,რომ დღემდე ვერავინ გაბედა ამ დამანგრეველი სისტემის შეცვლა,მით უფრო დანგრევა.
ძალაშია ფოჩვიანი კამფეტი – “სოციალური ბიუჯეტი “, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ამით ატყუებდა ხალხს…ქვეყნის გადარჩენა კი განვითარების ბიუჯეტშია..

● სოციალური ბოუჯეტი,ეს არის ბრძოლა არსებობისათვის….

განვითარების ბიუჯეტი – ეს არის სისტემა , როცა ადამიანს აქვს შესახლებლობა საკუთარი ნიჭის რეალიზაციის.

● სოციალური ბიუჯეტი,ეს არის მოსახლეობის გადახვეწა უცხოეთში და საქართველოს გავსება ღარიბი ცხოელებით..

განვითარების ბიუჯეტი,ეს არის ქართველების პროგრამილი დაბრუნება საქართველოში,შეძლებულ უცხოელებთან ერთად.

● სოციალური ბიუჯეტი ეს არის საკუთარი მიწით,ტყეებით,წყლით ვაჭრობა ,ცხოვრება ნედლეულის გარეთ გატანაზე და გარედან შემოტანილი პროდუქტის იმედზე ცხოვრება.

განვითარების ბიუჯეტი,ეს არის საკუთარი თავის საკუთარი პროდუქტით დაკმაყოფილების და ქვეყნის გარეთ მზა პროდუქციის გატანის გზა.

კიდევ ბევრის თქმა შეიძლება…

ვის შეუძლია თქვას,რომ ასეთი სასიცოცხლოდ აივილებელი ცვლილებები შეიძლება სისტემის რადიკალურად შეცვლის გარეშე?

კიდევ ერთი,ჩვენ ვლაპარაკობთ ე.წ.ბელადთა და ფულიანთა დღემდე არსებული მმართველობიდან,ნიჭის ძალაუფლების მმართველობის ქვეყანაზე გადასვლაზე,რაც თავისთავად გულისხმობს იმის შენარჩუნებას,რაც ნიჭთან და ნიჭიერებასთან არის დაკავშირებული.

ეს გზა რთულია,მაგრამ არც ისე ძნელი,როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და ,რაც მთავარია,აუცილებელი..

ეს არის ქართული გზა..

.ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.

სხვათა იმედად ვხოვრებამ წაგვაქცია.

საქართველო არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნების დაპირისპირების ქვეყანა.ჩვენ უნდა გავხდეთ ქართულ ინტერესზე სხცა ქვეყნების ინტერესთა ზედდების ქვეყანა…ანუ უნდა შევძლოთ ჩვენი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობს პოლიტიკად ქცევა,როგორც ეს შეძლო დავით აღმაშენებელმა.

ამის გაკეთება არც გლობალისტებსა და კოსმოპოლიტებს შეუძლიათ,…არც ურაპატრიოტებსა და ბნელ ნაციონალისტებს.

ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ქართული ცნობიერების პლანეტარულად მოაზროვნე ადამიანებს.ასეთები კი ქვეყანაშიც ბევრია და ქვეყნის გარეთაც..ამ საქმეში ფასდაუდებელი სიმდიდრეა უხოეთში ცხოვრების გამოცდილების ყოველი ქართველი,საქართველოს შვილი , საქართველოს მოქალაქე.

ეს არის ჩვენი პოზიცია…არასდროს სხვაგვარად არ ვფიქრობდით..ეს იყო პარლამენტში ჩემი,როგორც გუბერნატორის გამოსვლის მთავარი თემა 1997 წლის ივნისში.(20 წლის წინ).სათაურიც ამაზე მეტყველებს:

საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული (აქ ნახავთ http://www.tetrebi.org/?p=242)

ვაპირებთ სწორედ ეს განწყობა შევთავაზოთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესს,რომლის სესიის მოწვევა უსაშველოდ გაჭიანურდა,მაგრამ,დარწმუნებული ვარ,ივლისს აღარ გაცდება.

მოქმედების დროა!

პ.ს.აქ ნახავთ,თუ როგორ დაჟინებით ვაყენებდით ამ საკითხს…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *