ახლა მაინც გავერთიანდეთ, არა ვინმეს წინააღმდეგ,არამედ სამშობლოსთვის..

მეკითხებიან,რატომ არ ჩანხარ,რატომ არ აქტიურობო..

ჩემი პასუხი მარტივია:ერთი წუთითაც არ გავჩერებულვარ .მიუხედავად არაერთი მიმზიდველი წინადადებისა,არც ქვეყნიდან გასვლაზე მიფიქრია.

არ ვჩანვარ ტელევიზიებში,რადგან საქართველოში არის ორი სახის ტელევიზია-სახელისუფლებო და ოპოზიციური. მე ამ ხელისუფლებას ვერ დავუჭერ მხარს და არც ამდაგვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობის სურვილი მაქვს.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ პარტიებს,ხელისუფლებასა და ოპოზიციას გარეთ გაცილებით მეტია საქვეყნოდ მომართული ადამიანი…, რომ პარტიებში ზნეობის დეფიციტია,ზნეობრივ ადამიანებს პარტიის წევრობას ვერ უხსენებ.

ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომელზეც საუბარი პრესა-ტელევიზიას არ სურს,რადგან ეს ქვეყნის გარედან მართვისგან დახსნას ნიშნავს,ეს ეროვნული გზაა და ამ განწყობებს არავინ აფინანსებს,მათ წინააღმდეგ ბრძოლას კი ფულს მოთხოვნილების მიხედვით აძლევენ.

მე ვთვლიდი და დრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის გარეთ დაიწერა პროგრამა,რომელიც:

● პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა ხალხის დამშევა-დაუძლურებას..

● მეორე ეტაპზე მის მართვას,ვიდრე ხელისუფლებაში მყარად არ გაიდგამდნენ ფეხს გარედან მართული პარტიები…

● მესამე ეტაპზე,საერთოდ დასრულდება ეროვნული სულის პარტიები და ქვეყნის საგარეო ვალი იმ დონეს მიაღწევს,რომ ვერც იფიქრებ დამოუკიდებლობაზე,მალე რეალურად ვიქევით უცხოეთის მასონურ-სექტანტური ძალების კოლონიად.

■ შევარდნაძის დროს ხალხი და ქვეყანა წარმატებულად დაამშიეს,

■ სააკაშვილის დროს-დამშეული და დაუძლურებული ხალხი იმდენად მართვადი გახადეს,რომ ლამის მონაწილედ აქციეს ქვეყნის მთელი სიმდიდრის,უპირველესად ენერგეტიკული და ბუნებრივის (მიწა,წყალი,ტყეები,საჰაერო სივრცე.. )
უცხოელებზე გასხვისების.ხალხმა ეს პროცესი დუმილით გაატარა. მეტიც,აქეთ გედავება შევარდნაძის დროს შუქი და გაზი არ იყო და სააკაშვილმა მოგვცაო.არც იმის აბალიზს აკეთებს,რომ ქართველი ენერგეტიკოსები 1 კვტ ში რომ ნახევარ თეთრს ითხოვდნენ და არ აძლევდნენ,დღეს,როცა უცხოელების ხელშია ,30 -40 ჯერ მეტს ვუხდით და ამაზე მონურად ვუკრავთ თავს…

■ ივანიშვილის დროს, სრულდება ნგრევის სრული ციკლი:,საქართველო ეფლობა კილოსალურ ვალებში, ქვეყნის ეკონომიკა ამ ვალების მომსახურებას ვერ შეძლებს, მოსახლეობა ისედაც ბანკების ხელშია…საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტი ხდება,ჩვენ ვხდებით ველური საბანკო სისტემის მსახური ქვეყანა.

მუდმივად ამას ვსაუბრობდი,მაგრამ მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში,… ჩემთვის სატელევიზიო სიცრცე დახურულია,გაზეთებიც სხვათა მსახურნი ხდებიან.

რომ არ გავჩუმებულვარ,ამის დასტურია პარტია “თეთრების” ვებ-გვერდი,ჩემი პირადი გვერდი ფეისბუკზე,ის წერილები,რომელიც შევარდნაძეს გავუგზავნე,ის ,რომ არ მივიღე სააკაშვილის წინადადებები თანამშრომლობის თაობაზე,საუცხოო პირობევით,ვიქნებოდი პრეზიდენტობის კანდიდატი სახელისუფლებო გუნდიდან (სააკაშვილმა ეს რამდენჯერმე გამოაქვეყნა პრესით და ტელევიზიით,რასაც მე ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში პირდაპირ ვუთხარი-“საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში.ქალბატონი ინგაც და ტელევიზიაც დღემდე არ აჩენენ ამ ჩანაწერს)…სააკაშვილი ჩემთვის იყო და არის-გაუწონასწორებელი,არასერიოზული,ქვეყნისთვის საშიში ადამიანი…

■ არათუ არავითარი სურვილი არ მქონდა ივანიშვილთან თანამშრომლობის, ვთვლიდი,რომ მისი შემოსვლა პოლიტიკაში უბედურება იქნებოდა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ჩემ პოზიციას ადასტურებს 2014 წელს ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული დეკლარაცია:

” დავიბრუნოთ საქართველო”.

რომელმაც მაშინ ნაკლები მხარდაჭერა და მეტი კრიტიკა მიიღო სააკაშვილისა და ივანიშვილის მომხრეებისგან.ბევრს მაშინ გულწრფელად სჯეროდა ივანიშვილის და გაზვიადებულად მიაჩნდა ჩვენი პოზიცია…ბევრსაც ეშინოდა,დაჭერის,სკამის დაკარგვის,ივანიშვილისგან დაფინანსების შეწყვეტის….კუჭს ანაცვალეს სამშობლო და მისი ბედი.

ნახეთ ეს მასალა და ახლა მაინც გავერთიანდეთ არა ვინმეს წინააღმდეგ,არამედ სამშობლოსთვის..

http://www.tetrebi.org/?p=14905

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *