თემურ შაშიაშვილი:”არ მინდა ამის დაჯერება,თუმცა…”

 

იმედი იმ ხალხშია,ვინც არ იყიდებ

ქუთაისის მერიის 15 ააიპსა და შპს-ში 3676 ადამიანია დასაქმებული, ამათგან შტატით 3469 ადამიანია, შტატგარეშე 207 თანამშრომელია, მათი ხელფასებისათვის თვეში 1 518 746 ლარი გაიცემა, აქედან შტატში მყოფთათვის -1 392 439 ლარი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებისათვის, ჯამში, თვეში 126 307 ლარი გაიცემა. წელიწადში, ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების სახელფასო თანხა 18 224 961 ლარს შეადგენს. (დაზუსტებული მონაცემები).

ანალიზისთვის: ჩემი მერობის დროს ეს ციფრი 200 -250 ის ფარგლებში იყო (ანუ 15 -18-ჯერ ნაკლები).1995 ,1996 წლებში,ანუ ორი წლის განმავლობაში , როცა კეთილმოწყობის უდიდესი პროექტები (დავით აღმაშენებლის პროსპექტი,მეფის ძეგლი,ჯაჭვის ხიდი,თეთრი ხიდი , დავით აღმაშენებლის მოედანი, 10 კმ.  გზების კაპიტალური შეკეთება…) განცვახორციელეთ, პარიზში ქუთაისის დღეები  გავმართეთ,მასწავლებლის ხელფასი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი იყო,ქალაქის მერის ხელფასზე 1 ლარით მეტი იყო,უნივერსიტეტებს ჩვენ ვაფინანსებდით,სწავლება უფასო იყო, ბაღებში 10 000 აბვშვის სამჯერად კვებას ვაფინანსებდით,თეატრებს ,კულტურის სფეროს ჩვენ ვაფინანსებდით და უკეთესად,ვიდრე თბილისი და ნებისმიერი ქალაქი,ხელფასი განათლებასა და კულტურაში, უმაღლესებში,მინიმუმ 5 ჯერ მეტი იყო,ვიდრე თბილისში და 10- ჯერ მეტი,ვიდრე ქვეყნის მასშტაბით – ქალაქის ორი წლის ბიუჯეტი ნაკლები იყო,ვიდრე დღეს ერთი წლის განმავლობაში აიპებში დასაქმებულებზე ხელფასი რიგდება.

ჩემი მთავარი კომენტარი :ეს კატასტროფა იქნებოდა მაშინაც კი,ეს რომ მარტო ქუთაისში იყოს…ასეა მთელ ქვეყანაში და, როგორც ჩანს, ეს ციფრი 100 000 (ასიათასთან) იქნება ახლო, ანუ ქვეყნის მასშტაბით აიპებსა და შპს-ებში 100 ათასი ადამიანია დასაქმებული. თუ ანალიზს გავაკეთებთ,  15 წლის განმავლობაში ვინც სახელმწიფო სამსახურში იყო, მათი 80% გადაყვანილია აიპებსა და შპს-ებში  და ამას ემატება ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების მაღალი ეშელონების, დეპუტატების ახლობლები, მეგობრები და ნათესავები.

ინფორმაციისთვის:საქართველოში დაქირავებული შრომით სულ 600 000 (ექვსასიათასი) ადამიანია დაკავებული. ეს ციფრი 20 წელია პრაქტიკულად არ იცვლება.აქედან 300 000 (სამასიათასი) ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს…ე.ი.არასაბიუჯეტო სექტორში (ბიზნესი + უამრავი , რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაა – ეროვნული ბანკი, ენერგო, საკომუნიკაციო კომისიები) დასაქმებულია ინდენი,რამდენიც საბიუჯეტოში.მეტიც,მწარმოებლურ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 100 000 (ასიათასს) არ ცდება.

გამოდის ,რომ ქვეყანაში აიპებში დასაქმებულია იმდენი, რამდენიც მწარმოებლურ სფეროში და, თქვენ წარმოიდგინეთ, წარმოებლურ სფეროში ხელფასები გაცილებით ნაკლებია,ვიდრე აიპებში.

ვიღუპებით და ვერ გაგვიგია. ან შევეგუეთ ყველაფერ ამას და ვერ ვხედავთ, რომ წინ სრული სიბნელენეა.

კიდევ ერთი ,სახელისუფლებო სტრუქტურებში (აიპები თავის ბუნებით ასეთია ) დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არც დასაჯდომი სკამი აქვს,არც ფუნქცია,არც სამსახურში მისვლის ვალდებულება და არც სამსახურებრივი განაწესი…არც დადიან…ხელფასი ანგარიშზე ერიცხებათ…

ეს არის ამ  15 წლის განმავლობაში მმართველი ძალების მ(ნაცმოძრაობა და “ქართული ოცნება”) მიერ ფულით ლოიალობის ყიდვის პოლიტიკა,ანუ არჩევნების მოგება სახელმწიფო ფულით ადამიანების ყიდვის.ეს უარესია,ვიდრე მეცნიერებზე და კულტურის წარმომადგენლებზე ფულის დარიგება.

კიდევ უარესი,აიპებში დასაქმებით და ხელფასის შენარჩუნებით ,უამრავ წესიერ და ქვეყნისთვის მომართულ ადამიანს მომავალი წაართვეს.ისინი ხელფასის მიღების სანაცვლოდ,კარგავენ სპეციალობასაც,პერსპექტივასაც, სამწუხაროდ სინდისს და ნამუსსაც.. ამ ბოლოს განსაკუთრებით ისინი,ვინც ბრმად აძლევენ ხმას მმართველ პოლიტიკურ ძალას.

ვიცნობ არაერთს,ვინც აიპებში მუშაობს,ვინც თავისი განათლებით და პროფესიონალიზმით,  ათი თავით მაღლა დგას, ვიდრე იმ ქალაქის და რაიონის მერი,მისი მოადგილეები,საკრებულოს წევრები…მით უფრო, როცა ეს სტრუქტურები საერთოდ ფორმალურია, მთავარი ადგილებზე და ქვეყნის მასშტაბითაც უშიშროებისა და პოლიციის სამსახურებია.

ეს უკვე სახელმწიფო არ არის და თუ არის,პოლიციურია…

ერთი მაგალითი: ამ დღეებში პოლიციაში ხელფასები 250 ლარით გაზარდეს,ვიმეორებ, გაზარდეს…ე.ი.გაზარდეს იმაზე მეტით,ვიდრე პენსიონერი პენსიას და მასწავლებელთა, კულტურის,სპორტის მუშაკთა,ექიმთა უმრავლესობა ხელფასს იღებენ.

ასეთი რამ ღირსების მქონე ხელისუფლების ქვეყანაში არ ხდება.მეტიც, ხელისუფლებამ  რომ მოინდომოს ამის გაკეთების უფლებას ,ხალხი არ მისცემს ..

ჩვენ  ვდუმვართ...გაყიდულია ინტელიგენციის და ჟურნალისტთა უმრავლესობა, პარტიების ავტორიტეტი განულებულია..ანუ გაყიდულია იმ ხალხის უმრავლესობა,რომელიც ამას არ უნდა ეგუებოდეს და ეძებდეს გამოსავალს ამ კრიზისიდან,რომელიც უმცირესობის ბატონობით, დიქტატურით არის შექმნილი.. ამას ემატება ის, რომ განუსაზღვრელი რაოდენობით (უხეში დაანგარიშებით, ყოველწლიურად 1 მილიარდამდე  თანხა შემოდის ქვეყნის გარედან მასონურ-სოროსული ძალების – არასამთავრობოების, მედიის საშუალებების, მათი მსახური პიროვნებების დასაფინანსებლად).  კიდევ მეტი, ქვეყანაში ეკონომიკა, მწარმოებლური სფერო პრაქტიკულად არ არის და არც ვითარდება და ამ დროს, ვტრაბახობთ წარმატებებით  ინფრასტრუქტურის სფეროში. ვიცოდეთ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება სესხებით, პირდაპირ ვთქვათ: რაც ქვეყანაში  კეთდება, ეს არის ინვესტიციებით და სესხებით (ნაკლებად – კრედიტებით).  ვიღებთ ვალებს, უაზროდ ვზრდით ხელფასებს სახელმწიფო სექტორსა და არასაჭირო აიპიებსა და სახელმწიფო შპს-ებში და  ვერ ვგრძნობთ იმას, რომ ჩვენივე ქვეყანას ვაკაბალებთ, პრაქტიკულად ვყიდით.

სწორედ  სიღრმისეული ანალიზი გვაძლევს მეტად მძიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას:

ქვეყანა, ხალხის რწმენა და სულიერება, ქართული ცნობიერება – შავ რკალში ექცევა.

იმედი იმ ხალხშია,ვინც არ იყიდება, ვისაც ვერც ქვეყნის შიგნით ყიდულობენ და ვერც ქვეყნის გარედან. ვისაც ვერც ქვეყნის შიგნით იმონებენ და ვერც გარედან მართავენ.  ასეთთა რაოდენობა არც ძალიან ბევრია, მაგრამ არც ძალიან ცოტა. მათ რწმენას და ერთობას დღეს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია მომავლის საქართველოსთვის.  სწორედ ეს არის ერთადერთი ძალა,რომელსაც შეიძლება აჰყვეს ხალხი და ეს მახინჯი სისტემაც დაინგრეს.

ასეთი განწყობის მასალას პირველად არ ვაქვეყნებ.

ნახეთ ეს მასალა და იფიქრეთ იმაზეც ,როგორ შეგვეძლო დაგვეწყო დიდი ქართული მოძრაობა სწორედ ქუთაისიდან…
http://www.tetrebi.org/?p=14619

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *