გოჩა ხვიბლიანი: ვთხოვოთ ბატონ თემურს დააყენოს თავისი კანდიდატურა,ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთოთ მისი გამარჯვებისათვის

არსებულმა ხელისუფლებამ 2012 წელს მთელი ქვეყნის ერთსულოვნება და ნდობა-მხარდაჭერა ქარს გაატანა.პარლამენტში და მთავრობაში მოიყვანა ისეთი ხალხი,რომლებთაც დარწმუნებული ვარ საკუთარ ქუჩაზეც არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნიათ.

უსუფაშვილს რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ჩააბარებ,დღეს რომ პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია,კაცი,რომლისთვისაც სამშობლოსათვის თავგანწირვა უცხო ხილია,რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ტვინგამორეცხილ ხელისუფლებას.ქვეყანა არის უპატრონოდ დარჩენილი.თურმე დემოკრატიისათვის საჭირო ყოფილა,რომ ხელისუფლებამ საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დააყენოს,ანუ ვაშაძეებსა და უსუფაშვილებს შეუწყონ ხელი.

ბატონი თემურ შაშიაშვილი ნამდვილად ღირსეული ადამიანი გახლავთ ამ თანამდებობაზე.ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს პიროვნება, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს და მიიღებს მხოლოდ ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილებებს და არ ივლის გარეშე ძალების დაკრულზე. ვთხოვოთ ბატონ თემურს დააყენოს თავისი კანდიდატურა,ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთოთ მისი გამარჯვებისათვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *