ლევან ოდიშარია: შაშიაშვილს გააჩნია ყველა ის პიროვნული და პროფესიული თვისება, რაც აუცილებელია ქვეყნის პრეზიდენტობისათვის

ვეთანხმები მრავალი ადამიანის აზრს, რომ ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი საუკეთესო კანდიდატურაა. მას გააჩნია ყველა ის პიროვნული და პროფესიული თვისება, რაც აუცილებელია ქვეყნის პრეზიდენტობისათვის, რომლებსაც მოკლებულნი არიან ყველა დანარჩენი კანდიდატები. თუმცა ეს გარემოება ქმნის იმ საშიშროებას, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვეღარ შეძლოს, ასეთი პიროვნების ადეკვატურად აღქმა და შეფასება, ანუ ეს ის ვითარებაა, როდესაც ლიდერი იმდენად აღემატება ფართო ფენების შეფასების კრიტერიუმებს, ინტელექტუალურად, მორალურად, რომ ვეღარ ხერხდება პიროვნული სიმაღლის დანახვა, წვდომა. ასეთი ვითარება ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანია, ღმერთმა ქმნას, მთლად ასე არ იყოს საქმე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *