მერაბ ნემსიწვერიძე: თემური შაშიაშვილი მისი პოლიტიკური და პიროვნული გამოცდილებით ყველაზე მისაღები კანდიდატია…

 

მერაბ ნემსიწვერიძე –  ცნობილი მთასვლელი. დალაშქრული აქვს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალები..ბოლო წლებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ ში. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“თუ საკითხს შევხედავთ უფრო ღრმა ანალიზით და უკანასკნელი პერიოდის გათვალისწინებით აშკარაა რომ ბატონი თემური უკანასკნელი წლების პოლიტიკური ცხოვრების ფონზე აშკარა ფავორიტია. მას აქვს სუფთა წარსული, აქვს პოლიტიკური შორსმხედველობა, არის მტკიცე კაცი, განათლებული და გამოცდილი. იცის ყოველი მოქალაქის პრობლემის გათავისება და მოგვარების გზა… საერთოდ საქართველოს და ქართველ ხალხს დღეს გვყავს დღეს გვყავს პოლიტიკური ყალთაბანდები და ავანტიურისტები, მედროვეები, კანონის უარმყოფლები და ა.შ. ბატონ თემურ შაშიაშვილის პოლიტიკური განსწავლულობა ამ დროში მართლაც წამალია ავადმყოფი საქართველოს გადასარჩენად. თემური შაშიაშვილი არის ავადსახსენებელი 90-იანი წლების ქაოსურ საქართველოში ერთ-ერთი ვინც აშკარა წინააღმდეგობას უწევდა შევარდნაძეს და მხედრიონის თარეშს..მან დიდი როლი შეასრულა როგორც ემერეთის მაშინდელმა გუბერნატორმა რომ კაცთაშორის ყოფილიყო მშვიდობა… ბატონი თემურის უყვარს სამშობლო და თემურიც უყვარს ხალხს და ერს.. ბატონი თემურ შაშიაშვილი არის ის პიროვნება რომელსაც შეუძლია სწორად წაიყვანოს ქვეყნის საჭე და მიმართულება.. ჩვენ, ვისაც გვინდა საქართველომ იაროს ქართული, გზით მხარში ამოვუდგეთ მას და ყველა მის წამოწყებას. თემური შაშიაშვილი უალტერნატივო კანდიდატია…წარმატებები ბატონ თემურს ამ რთულ და ეკლიან გზაზე გვერდში დავუდგეთ მას და ერთად მივაღწიოთ საერთო ქართულ გამარჯვებას…”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *