დღევანდელობის ყველაზე მძიმე და დამანგრეველი პოლიტიკური სიმახინჯე 

თქმა ძნელია , მტერთა უზომოდ გამრავლების ტოლფასია,უთქმელობა – სიმხდალე და დანაშაული…მე პირველს ვირჩევ

რასაც ხელისუფლება ამბობს “ნაცმოძრსობასა” და მის პოლიტიკურ ნატეხებზე – სწორია და რასაც ” ნაცმოძრაობა” მის ნაგლეჯებთან ერთად ამბობს ხელისუფლებაზე,ისიც სწორია…

სწორია ისიც,რომ ორთავე ერთი გარე ცენტრიდან იმართება და ეს გარე ცენტრი ბედნიერია იმით,რომ ორთავე მისი მონაა და იმითაც,რომ მან (ამ ცენტრმა )შეძლო ხალხის განწყობის ამოცნობა,რომ ხალხი ძირითადში ორი მთავარი დაპირისპირებულიდან ირჩევს ….

გარედან მართული სახელისუფლებო ძალა ხალხს ეუბნება,რომ ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება…გარედან მართული ოპოზიცია ამბობს,რომ ყველაფერი ცუდად არის და უარესად იქნება…ქვეყანაში არ არის მართალი ანალიტიკური ორგანო,რომელიც ხალხს არგუმენტირებულად აჩვენებს,რომ ერთიც ტყუის და მეორეც და ამას აკათებენ შეგნებულად, გააზრებულად,რომ ხალხმა არ იცოდეს რეალური მდგომარეობა და რადგან მას(ხალხს) ლამაზი ტყუილი ურჩევნია სიმართლეს , რადგან ისტორიულად მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ყველაზე იაფი აგრესია,ხალხს მოსწონს,როგორც “ოცნება” ლანძღავს სააკაშვილს, ნცმოძრაობასა და მის ნაგლეჯებს..და მოსწონს,როგორი აგრესიითაც ეს კანასკნელნი (სააკაშვილი , ნაცმოძრაობა და მისი ნამტვრევები) ლანძღავენ ივანიშვილს და “იცნებას”...

არადა ორთავე გარედან და პრაქტიკულად ერთი ცენტრიდან იმართება..

ქვეყნის გარეთ შემუშავებული ეს ტექნოლოგია ეყრდნობა ფილოსოფიის ფუნდამენტურ კანონს- წინააღმდეგობათა ერთიანობის თაობაზე… ამ ტექნოლოგიებით იქმნება ილუზორული შეხედულება ქვეყანაში მდგომარეობაზე…

ასე ებრძვიან ხალხს და ქვეყანას..

.ხალხი მარცხდება,მარცხდება ქართული ძალა – გამარჯვებულია გაყიდული პოლიტიკური ძალა,გამარჯვებულია გარე ძალა,რომელმაც ფულის ძალით შექმნა პარტიების დაპირისპირების ილუზია , დემოკრატიის ილუზია … პარლამენტშიც დაპირისპირებული ძალებია, სინადდვილეში კი , პარლამენტში ერთი გარე ცენტრიდან მართული პოლიტიკური ძალებია..

ეს ავადმყოფი,ქვეყნის დამანგრეველი სისტემა უნდა დაინგრეს!

ს არ არის ადვილი,რადგან ეს სისტემა ფულითაა შექმნილი და ფულზე დგას…მშიერ და დაუძლორებულ ქვეყანაში კი კუჭია გონებაზე გამარჯვებული.ფულით შეიძლება იყიდო ყველაფერი – წოდებითა და დიპლომით დაწყებული , დეპუტატობითა და თანამდებობით,პარტიით და არასამთავრობო ორგანიზაციით,ტელეარხითა და გაზეთით დამთავრებული…

საქართველო არის ქვეყანა,სადაც გამარჯვებაც და მოწინააღმდეგის დამარცხებაც კი იყიდება…

ამ სისტემის დანგრევა ძნელია,მაგრამ შესახლებელი.,პირდაპირ ვთქვათ,სასიცოცხლოდ აუცილებელი მომავლის საქართველოსთვის….

ამის გაკეთება მხოლოდ ღირსებით სავსე ადამიანებს,იმ ადამიანებს შეუძლიათ,ვინც არ იყიდება!

ღვთის წყალობით , ასეთი ადამიანებით სავსეა საქართველო…ასეთები ნაკლებად არიან პარტიებში,პარტიებს გარეთ კი უამრავია…

ამას ადასტურებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მთელი საქმიანობა, 4 აგვისტოს გამართული მეცნიერთა კონგრესის სულისკვეთება, გადაწყვეტილება კონგრესის მუდმივმოქმედ ორგანოდ გადაქცევის თაობაზე…ის ხაზგასმა,რომ კონგრესი არის ანალიტიკური ორგანო,რომლის მთავარი ამოცანაა ხალხს მიაწოდოს მართალი ანალიზი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე,გავიდეს ხალხში და ეძებოს ღირსებით სავსე ადამიანები,შეკრას ერთ დიდ ქართულ გუნდად მოაზროვნე ადამიანები, შეკრიბოს მომავლის იდეები, ჩაერთოს ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებაში,ამ კონგრესს წარუდგინოს სამი დოკუმენტი:

1, რა შეგვიძლია , ანუ როგორია საქართველოს პოტენციალი,როგორია იგი სინამდვილეში,დღემდე არც ერთ მთავრობას რომ არ შეუსწავლია და ფაქტიურად სიბნელეში მუშაობენ..

2 სად ვართ ,ანუ როგორია .ქვეყანაში არსენული რეალური მდგომარეობა..

3.სად შეიძლება ვიყოთ,ანუ კონკრეტული პროგრამა ,თუ როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში ქვეყნის პიტენციალი ამ მდგომარეობის ქვეყანაში

სწორედ ეს არის გზა მომავლის საქართველოსკენ…საჭიროა თანამშრომლობის ჰარმონიზაცია,ძლიერის,მოაზროვნის,საქმის კაცის დაფასება.

მათ,სწორედ მათ შეუძლიათ ქვეყნის და ხალხის,ქართული ცნობიერების გადარჩენა!

ამაში გვარწმუნებს ლეგენდარულ რომან რურუაზე გამოცემული წიგნი:”მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში”..ეს არის იმედის წიგნი,წიგნი იმაზე რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას..წიგნი იმაზე,როგორ აქცია კკდე-ყორე,უდაბნო და ფაქტიური სანაგვე წალკიტად “მოაზროვნის ოფლმა”..ეს არის იმის იმედის წიგნი,რომ მთელი ქვეყანა შეიძლება ვაქციოთ წალკოტად,თუ მოვახდენთ სისტემურ ცვლილებებს,შევცვლით მართვის სისტემას,დავანებებთ თავს ერთმანეთთან და სხვა ქვეყნებთან დაპირისპირებას,თუ შევძლებთ თავის დახსნას ქვეყნის გარედან დანიშნულ-მართული პოლიტიკოსებისგან, პარტიებისგან

ვფიქრობ ცდება,მწარედ ცდება ყველა,ვინც ფიქრობს, რომ პარტიები,რომელიმე ერთი პარტია,ან პარტიათა ერთობა გადაგვარჩენს..ამ ილუზიით , ე.წ.ბელადებისა და ფულისნების იმედით ცხოვრებამ მოგვაქცია ამ გაუსაძლის მდგომარეობაში ქვეყანა,რომელსაც ყველა პირობა და საფუძველი აქვს იყოს წარმატებული და ბედნიერი…

აშკარაა,რომ პარტიებში ზნეობის დეფიციტია,ფიქრი მხოლდ სკამსა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზეა.ზნეობრივ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვს იყვნენ პარტიის წევრები,ეწეოდნენ პარტიულ მოღვაწეობას…არჩევნებში კი მხოლოდ პარტიები მონაწილეობენ იქამდე,რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს მაჟორიტარულ არჩევნებს.. იღებენ ყოვლად უგვანო კონსტიტუციას,რომელიც პარტიული უფროა ,ვიდრე სახალხო და საქვეყნო.

რა გამოდის- ქვეყანას მართავენ პარტიები,მაშინ,როცა პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვის საჭირო და საქვეყნოდ მომართული მამულიშვილები,ვიდრე პარტიებში.

დრო და ჩემი გამოცდილება მარწმუნებს:

ამ პოლიტიკოსებით,პარტიებითა და მათი პოლიტიკური ფილოსოფიით,ქვეყანას მომავალი არ აქვს…საჭიროა,საციცოცხლიდ საჭიროა: ხალხის,სახელმწიფო კაცების,მოაზროვნე ადამიანების,პოლიტიკოსებისა და საქართველოს ნამდვილი მეგობრების დიდი ერთობა მომავლის საქართველისათვის.

ამას დიდი ორგანიზაცია უნდა..ეს ყველაზე მეტად მეცნიერებს,მოუსყიდავ ავტორიტეტებს შეუძლიათ.

სწორედ ეს არის მეცნიერთა კონგრესი და ყველას გამაერთიანებელი განწყობა-სურვილი:

გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში !

მოქმედებაა საჭირო!

http://www.tetrebi.org/?m=201608

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *