არა ფულით და ხათრით,არამედ სინდისის კარნახით

 ანუ , საარჩევნო კამპანია სხვა სტანდარტებით

მეგობრებო,

პირველ სექტემბერს,12.00 საათიდან 1900 საათამდე, ქუთაისის გულში – თეთრ ხიდთან, ცისფერყანწელთა ბაღში, სამეფო სახლთან,(საბაგირო ასასვლელთან) ,ვიწყებთ ხელმოწერებს.. ეს იქნება უშუალო შეხვედრა-საუბრები ყოველგვარი ოფიციალობისა და პომპეზურობის გარეშე.

მწამს და მჯერა,ქვეყანაში უნდა გაიმარჯვოს არა პარტიის, ოლიგარქიის, არა ქვეყნის გარედან მართულმა,არამედ ხალხის ინტერესების გამომხატველმა კანდიდატმა – სახალხო კანდიდატმა..

ვიცი, ძალიან კარგად ვიცი , რომ არ იქნება ეს ადვილი,მაგრამ , სხვა გამოსავალიც არ არის და დღეს ეს გაცნობიერებული აქვს ყოველ მოაზროვნე ადამიანს..იცის , რომ ვიდრე ეს არ მოხდება,ქვეყანა კრიზისიდან ვერა და ვერ გამოვა…

პირდაპირ ვთქვათ, დღევანდელ მდგომარეობაში იმიტომ ვართ,რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ხმას ყიდდა , ან ხათრით აძლევდა.

ხმის მყიდველიც და გამყიდველიც, ერთნაირი უბედურებაა ქვეყნისთვის.
ქვეყნის ნგრევა პირდაპირ არის დაკავშირებული ფულზე გაყიდულ ინტელიგენციასთან.

მწამს და მჯერა,ინტელიგენცია ხელისუფლებას კი არ უნდა იცავდეს ხალხისგან, არამედ – ხალხს ხელისუფლებისგან..

ვფიქრობ,მე ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი ურთიერთობა მაქვს ინტელიგენციასთან საერთოდ და მის გამორჩეულ წარმომადგენლებთან.მაგრამ ერთ მათგანთან არ იქნება ჩემი ზარი , თხოვნა მხარდაჭერის თაობაზე.. ინტელიგენცია უნდა დაბრუნდეს ხალხთან და ხალხში..იყოს ხელისუფლების ბუნებრივი ოპონენტი..

დიდი მადლობა ყველას,ვინც დამეხმარება ამ ინფორმაციის გავრცელებაში,შეძლებს მოსვლას ამ შეხვედრებზე..ეს იქნება უშუალო ურთიერთობა…დიდი სიამოვნებით მოვისმენ თანაქალაქელების რჩევებს, მოსაზრებებს.

ასეთივე უშუალო შეხვედრებს გავმართავ მეორე დღეს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში….მომდევნო კვირიდან კი – თბილისში , ბათუმში , ზუგდიდში , ოზურგეთში , რუსთავში , გორში ,ახალციხეში , თელავში , მცხეთაში ,მესტიაში , ამბროლაურში.. არჩევნების ბოლომდე-საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში..

18 სექტემბრამდეც,ანუ ხელმოწერების პროცესის დასრულებამდე,გაცილებით მეტად შემდგომ პერიოდში,ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრები მათთან,ვისაც აქვს შეკითხვები ჩემთან,ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა,ვინც ჩემი წინააღმდეგია , ვიდრე მონხრეებთან…არც მე და არც მომხრეებს,მხარდამჭერებს,არ გვჭირდება შეხვედრები ერთმანეთის ერთგულების დამტკიცებისთცის …

ჩვენ არც ერთ ქალაქსა და რაიონში არ გვექნება ე.წ.შტაბები ,არ გცეყოლება ე.წ. შტატიანი მუშაკები..მათ სახელთან არის საქართველოში დაკავშირებული სიყალბე,ნგრეცა,გაღატაკება…ეს ბიზნეს-ქარხნები უნდა დაინგრეს.

ჩვენი შტაბი იქნება,ყოველი სახლი,საზოგადოებრივი თავშეყრის ყოველი ადგილი (პარკი,ბაღი,ბირჟა – ქალაქის უბნებში,თუ სოფლის ცენტრებში, ბაზარი ,მაეაზია,საპარიკმახერო,ფეხსაცმელის შეკეთებლის ადგილი ,სადაც გონებით და საქმიანად განიხითკავენ,თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი..

ვთქვი და ვადასტურებ, მე მარტომ უნდა ვიბრძოლო და რაც მეტი ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ამასვე ,მით უკეთესი, ჩვენ გამარჯვებაში შევერთდებით.

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

პ.ს. დიდი მადლობა ვინც ეს გვერდი შექმნა, ვინც მას გამოიყენებს საარჩევნო გუნდთან,საინიციატივო ჯგუფთან კონტაქტისთვის

https://m.facebook.com/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%93-1948823805167670/?__xts__[0]=68.ARBbDEQNkUg-lHfJKU5dxEGcrv2QxKLIE-9zgM_UuXpnqPyWkh7xZNyFjxHmBMdl3eLUPrIPHw1HCmOYLmPW6ccFCLZ5EM1z2wHmyo0h3ypVRdInlCVm-3EOdZVZ0yUF3auHPMw&__tn__=-UK-R

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *