მადლობა ყველას…

როცა 5 დღეში ამ ინფორმაციას 11 000 ზე მეტი წაიკითხავს ,მე მესმის ეს რა პასუხისმგებლობას მაკისრებს…

მინდა იცოდეთ,რომ სრულიად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებ…საქართველოს სხვა სტანდარტების პოლიტიკა სჭირდება.რაც მალე დავამთავრებთ:

● საარჩევნო კამპანიას,როგორც ბიზნესს,როცა ე.წ. საარჩევნო შტაბები,რეალურად ფულის კეთების ცენტრებია,პირდაპირ ვთქვათ, ბიზნეს-ჯგუფებია ,სადაც მთავარი ფულია და არა ზნეობა,მირალი , ,ქვეყნის ინტერესი..

● ინტელიგენციის დამონებას პოლიტიკოსების მიერ , როცა ყველაფერი ხათრით და ფულის ძალით კეთდება..

● ეკლესიისა და საერთოდ სამღვდელოების ჩართვას საარჩევნო პროცესში.-პატრიარქთან გადაღებული სურათებით პოზიორობას საარჩევნო გვერდებსა და პროსპექტებზე…

ქვეყანაში მით უკეთესი მდგომარეობა იქნება…

და ერთი , ყველაზე მძიმე და ქართული სულის , სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოვლენათავისი კანდიდატები ჰყავთ ტელევიზიებს...

ასეთ ტელევიზიებს ქვეყანა რომ არ აინტერესებთ,ეს გასაგებია,მაგრამ ოდნავ მაინც ხომ უნდა გრძნობდეს სინდისის ქეჯნას..კიდევ კარგი,რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ზნეობრივი ჟურნალისტები…

ეს საარჩევნო პროცესი ბევრ რამეს გაამჟღავნებს…

ქვეყნის სიმდიდრე არა ფული,არამედ მოაზროვნე,ზნეობრივი ადამიანებია, რომელთათვისაც ,როგორც სულხან-საბა ამბობს , სინდისი ეს არის გონებაი-მამხილებელი…

არჩევნები ამ ხალხმა უნდა მოიგოს და არა რომელიმე კანდიდატმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *