დიდი მადლობა საინიციატივო ჯგუფს

 

დიდი პატივია ჩემთვის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა, მით უფრო ასეთი წარმატეული და სახელმწიფოებრივი აზროვნების პიროვნებებისვან..

ვხედავ ენტერნეტსივრცეში დიდ მხარდაჭერას.როცა პარტიებს და ტელევიზიებს ჰყავთ თავისნთი პრეზიდენტობის კანდიდატები,მე ყველაფერს გავაკეთებ ვიყო ხალხის კანდიდატი და მხოლოდ ხალხის წინაშე მქონდეს პასუხისმგებლობა.

როგორ წარმომიდგენია ეს და როგორ ვხედავ ასეთი კანონმდებლობის პირობებში პრეზიდენტის როლს,ამის თაობაზე ვისაუბრებ ჩემს პირველ პრესკონფერენციაზე,რომელსაც გავმართავ ბორჯომში.

რატომ ბორჯომში?

ეს გადაწყვეტილება და, საერთოდ ,საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილება მივიღე “რკინის ჯვარზე” (ხარაგაულის რაიონი) და ყველაფერ ამაზე ვისაუბრებ სწორედ , პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში , ჩემი პირველი საჯარო გამოსვლისას..

მადლობა მხარდაჭერისთვის…არჩევნები ყველას აჩენს -სიყვარულით მცხოვრებსაც და სიძულვილით სავსესაც..

ჩემგან ღალატი არ იქნება.
თქვენ და ყოველი მხარდამჭერი იამაყებთ ,რასაც არჩევის შემთხცევაში შევძლებთ.ჩემ მიმართ სიძულვილით, მტრულად განწყობილთ ასე ვპასუხობ :
სიკეთე თქვენთან,მე საკუთარ თავში დიდი ხანია მოვკალი სიძულვილის გრძნობა და თქვენგან ნასროლ სიძულვილის კენჭსაც კი,სიყვარულის ლოდს დავახვედრებ!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *