ვერთვები ამ დიდ, უაღრესად საპასუხისმგებლო ბრძოლაში.

ჩემთვის არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება:ხალხის მდგომარეობა გაუსაძლისია, მიდის დაუნდობელი ბრძოლა ქართულის,ეროვნულის ,ყოველგვარი პროგრესულის წინააღმდეგ, შეგნებულად კლავენ განათლებას,მეცნიერებას,კულტურას,

ქვეყანა დაიყო – მდიდრებად და ღარიბებად,პარტიულ სამთავროებად,სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტებაა ერთ მუშტად შეკრული,ქვეყანაში ფული და სიძულვილი მეფობს,პირდაპირ ვამბობ:ქვეყანას გვართმევენ-მარტო ხელისუფლება ვერ უმკლავდება შინა და გარე მძიმე ძალთა დამანგრეველ ქმედებებს!

ასეთ დროს გამოსავალი არა დაპირისპირებაში,არამედ თანამშრომლობაში,თანამშრომლობის ჰარმონიზაციაში,სიყვარულით გაერთიანებაშია.

ეს კი, მხოლოდ ხალხის ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობით არის შესაძლბელი…

ამის გარანტი კი პრეზიდენტი უნდა იყოს!

დიდი მადლობა ყველას,ვინც მირჩევდა, მომიწოდებდა მეყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე,ვინც წარმადგინა საარჩევნო კომისიაში,ვინც ამის სახალხოდ განცხადებას აპირებს 24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე.

ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, ყოველი ქართველოსთვის,საქართველოს შვილისთვის,საქართველოს ნამდვილი მეგობრისთვის , ვინც რეალურად აფასებს ქვეყანაში მდგომარეობას ,2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ეს არის:

ღირსების ბრძოლა მომავლის საქართველოსთვის..

დღეს ქვეყანას სჭირდება არამარტო ზნეობრივი და მტკიცე , ცხოვრებისეული გამოცდილების, რწმენით, სიყვარულით და სიკეთით სავსე პრეზიდენტი , ამის გარეშე წარმოუდგენლია ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ კაცი, დიახ, კაცი , ამ სიტყვის ილიასეული გაგებით, რომელსაც გაცნობიერებული აქვს,რომ პრეზიდენტიბა დღეს,ეს არის თავშეწირვისათვის შინაგანი მზადყოფნა!

სწორედ ამ განწყობით შევდივარ ამ ბრძოლაში და ყოველგვარი ეჭვის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ :

იამაყებს ყოველი,ვინც მხარს დამიჭერს და გულდაწყვეტილი დარჩება, ვინც ამას არ გააკეთებს.

დადგა დრო და მომენტი,როცა ჩვენ არნახულად ვჭირდებით ერთმანეთს, და უპირველესად,სამშობლოს!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *