“ქვეყანაში კონსტიტუციურად უნდა იყოს აღიარებული განათლების პრიორიტეტულობა, ვიფიქროთ ასეთ საქართველოზე!”

პირველი სექტემბერი, ოდითგან, ცოდნის-მომავლის-შვილების დღედ აღიქმებოდა საქართველოში..

ღმერთო, განათლების გზით ატარე საქართველო,მიეცი ჩვენ შვილებს ძალა და ნებისყოფა მიიღონ დიდი განათლება…ეს არის დავით აღმაშენებლის გზა…

მხოლოდ განათლებაშია საქართველოს ძლიერება და გაბრწყინება…

საქართველოს მომავალი განათლებულთა ხელისუფლებასთან, განათლებულ მდიდრებთანაა დაკავშირებული.გოეთეს მიაჩნდა,რომ სინდისი აქვს მხოლოდ მჭვრეტელს.გენიოსი იყო და გენიალურად განჭვრიტა..

ღმერთმა ქნას,ვცდებოდე,მაგრამ დღევანდელ რთულ მდგომარეობას ხელისუფლებაში გაუნათლებელთა, არაპროფესიონალთა,ძალაუფლების მოყვარულ დანიშნულ ბიზნესმენთა სიჭარბით ვხსნი..მოკლედ და გენიალურად განმარტა ჯორჯ ბაირონმა,თუ რას წარმოქმნის გაუნათლებელთა დემოკრატია…ესგახლავთ გარეწართა არისტოკრატია,ამბობს ეს უდიდესი პოეტი..

ვფიქრობ ,ბევრისმთქმელია ეს ბოლო ათწლეულების საქართველოსთვის!

მწამს და მჯერა,ფული გაუნათლებელთა ხელში დამანგრეველია ქვეყნისთვის… ფულს მხოლოდ განათლებულ, ზნეობრივ და რწმენის ადამიანთა ხელში აქვს საქვეყნო ძალა.

განათლებულში სიყვარული ჭარბობს,გაუნათლებელში-სიძულვილი და შური განათლებულისადმი.

პრობლემა იმაშია,რომ სიკეთე გათითოკაცებულია,ბოროტება ერთ მძლავრ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული და ხრავს ქართულ სულს.

ხშირად ვფიქრობ,რომ ეს გვჭირს საქართველოში..ბედნიერი ვიქნები,თუ ვცდები…

განათლებას ,მხოლოდ განათლებას,რწმენით შეკრულს და გაძლიერებულს შეუძლია სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნება.

ღირს ამის თვის ბრძოლა და თავგანწირვა,თუ გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

გენიოსები იყვნენ პლატონი და არისტოტელე,მათი მიმდევარი,იოანე პეტრიწი,რომელთაც მისჩნდათ,რომ დემოკრატია განათლებულ ადამიანთა მმართველობაა.უდიდეს მეცნიერსა და განმანათლებელს,პასკალს,ხალხნი და ბრძენკაცნი მიაჩნდა სახელმწიფოს ქვაკუთხედად…

ეს მინდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა, ამაზე უნდა ფიქრობდნენ ისინი,ვინც ფიქრობს ქვეყანაზე,არის,თუ ილტვის ხელისუფლებისკენ..

საქართველოში კონსტიტუციურად უნდა იყოს აღიარებული განათლების პრიორიტეტულობა.

ვიფიქროთ ასეთ საქართველოზე!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *